მწარმოებელი: Taro Pharmaceutical Industries Ltd,

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

კომბინირებული დეკონგენსანტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სინაფი ცხვირის წვეთები 10 მლ ფლაკონში.

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი (0.05%)  .............. 0.5 მგ;

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი (0.25%) .................... 2.5 მგ.

დამატებითი ნივთიერებები: მენთოლი, ქაფური, ევკალიპტის ზეთი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

სინაფში შემავალი კომპონენტები იწვევენ ცხვირის ლორწოვანი გარსისა და ევსტაქის მილის სისხლძარღვების შევიწროვებას, ამცირებენ ვენურ სისხლძარღვებში სისხლის მიწოდებას, რაც ხსნის შეშუპებას და აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვის პროცესს. პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 5-10 წუთში და გრძელდება 12 სთ-ის განმავლობაში.

მენთოლი, ქაფური და ევკალიპტის ზეთი მოქმედებენ როგორც ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო და ანტისეპტიური საშუალებები. ათხიერებენ სეკრეტს და აადვილებენ მის გამოდევნას ცხვირის ღრუდან.

ჩვენებები:

  • მწვავე რინიტი (ალერგიული რინიტის ჩათვლით), ვაზომოტორული რინიტი, სინუსიტები, ევსტაქიტი, შუა ყურის ანთება, დიაგნოსტიკური ვაზოკონსტრიქცია, სისხლდენები ცხვირიდან.

დოზირება და მიღების წესი:

პრეპარატის მიღებამდე გაისუფთავეთ ცხვირის ღრუ.

6 წლის ზემოთ და მოზრდილებში 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში. სასურველია თავის უკან გადაწევა რამდენიმე წუთით, პრეპარატის კარგად გადანაწილების მიზნით.

მკურნალობის კურსი შეადგენს 3-5 დღეს. პრეპარატის გამოყენება შეიძლება სპრეის სახითაც.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, თვალშიდა წნევის მომატება, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, არტერიული ჰიპერტენზია, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, პროსტატის ჰიპერტროფია და შაქრიანი დიაბეტი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

არ არის სასურველი მისი მიღება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად (მეთილდოპა, გუანიტიდინი, გუანადელი).

გვერდითი მოვლენები:

ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, სიმშრალე, ქავილის შეგრძნება და ცემინება. აღნიშნული მოვლენები მალევე ქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

იშვიათად დოზირების რეჟიმის დარღვევისას ან პრეპარატის ჩაყლაპვის შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნოს თავის ტკივილი, ტაქიკარდია და სედაციური ეფექტი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია