საერთაშორისო დასახელება:
DIOSMECTITE
მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL, საფრანგეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
დიარეის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად: პაკეტში 3 გ, შეფუთვაში 10 და 30 ც.
1 პაკ.
დიოქტაედრული სმექტიტი ........ 3 გ
გლუკოზა ................................ 0.749 გ
ნატრიუმის საქარინი ................... 0.007 გ
ვანილინი ................................... 0.004 გ
ჩვენებები:
- მწვავე და ქრონიკული დიარეის მკურნალობა, მათ შორის ბავშვებში;
- ეზოფაგიტით, გასტროდუოდენიტით გამოწვეული სიმპტომების და მსხვილი ნაწლავის დაავადებების მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:
1 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 პაკეტი დღეში.
1-2 წლის ასაკის ბავშვებში - 1-2 პაკეტი დღეში.
ბავშვებში 2 წლის ასაკის ზევით - 2-3 პაკეტი დღეში.
ბავშვებში პაკეტის შიგთავსის დამატება შესაძლებელია 50 მლ ტევადობის წყლიან ბოთლში, რის შემდეგაც იგი ნაწილდება რამოდენიმე მიღებაზე დღის განმავლობაში, ან შესაძლებელია მისი შერევა ნახევრად თხიერ საკვებში _ წვენში, კომპოტში, პიურეში და სხვა.
ეზოფაგიტის დროს პრეპარატის მიღება ხდება ჭამის შემდეგ, ხოლო სხვა შემთხვევებში საკვების მიღებებს შორის.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება ყაბზობა. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები:
იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატით 7 დღიანი მკურნალობის შედეგად მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ტემპერატურის მომატებით, ან ღებინებით მიმდინარე ტკივილის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სმექტას კომბინაცია სხვა პრეპარატებთან ნებადართული არ არის.
სხვა პრეპარატების მიღება აუცილებელია 1-1.5 სთ-ით ადრე სმექტას მიღებამდე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.