მწარმოებელი: Legacy Pharmaceuticals GmbH, შვეიცარია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კერატოზის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი: ამპულაში 0.2 მლ, შეფუთვაში 1 და 5 ც. აპლიკატორებთან ერთად.
1 მლ.
აზოტმჟავა 70% ........................................ 580.7 მგ
ძმარმჟავა 99% .......................................... 41.1 მგ
მჟაუნმჟავას დიჰიდრატი ................................ 57.4 მგ
რძის მჟავა .................................................... 4.8 მგ
სპილენძის ნიტრატის ტრიჰიდრატი ................ 48 მკგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სოლკოდერმი გარეგანად გამოსაყენებელი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც აპლიკაციიდან 1-2 წუთში (ზედაპირული დაზიანებისას) და 5-10 წუთში (ძველი და გარქოვანებული დაზიანებისას) აღწევს ქსოვილში და ფერს უცვლის მას. შემდგომში პათოლოგიური ქსოვილი მუმიფიცირდება და რამდენიმე დღის შემდეგ თავისით სცილდება. შეხორცება სწრაფად ვითარდება პრაქტიკულად მეორადი ინფექციის გარეშე.
ფარმაკოკინეტკა:
სოლკოდერმის შემადგენელი მჟავები და სპილენძის ნიტრატი პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილის დევიტალიზაციას და ფიქსაციას იწვევენ. პრეპარატის შეწოვას და სისტემურ მოქმედებას არა აქვს ადგილი.
ჩვენებები:
- მარტივი მეჭეჭები;
- ქუსლის არის მეჭეჭები;
- მახვილწვერიანი კონდილომები;
- სებორეული კერატოზი;
- აქტინოკერატოზი;
- ხალი (კეთილთვისებიანი).
მიღების წესი და დოზირება:
დაზიანებული კერის სპირტით წინასწარი დამუშავების შემდეგ პრეპარატი მინის კაპილარის და აპლიკატორის საშუალებით წაისმება. დაზიანების ზომის, სიღრმის და ლოკალიზაციის მიხედვით რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.05-0.1 მლ-მდე. გარქოვანებული კანის დამუშავებისას სასურველია გარქოვანებული ფენის მოცილება.
10 მმ-ზე მეტი ზომის კანის დაზიანება პრეპარატით მუშავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პროცესი ზედაპირულია. დასაშვებია ერთდროულად 4-5 კერის დამუშავება, მაგრამ მათი ფართობი 4-5 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს.
დამუშავებიდან რამდენიმე დღეში დაზიანებული არე მუმიფიცირდება და მუქ-ყავისფერს ღებულობს. თუ მუმიფიცირება არასრულია შესაძლებელია პროცედურის გამეორება. დიდი რაოდენობით დაზიანებების არსებობისას მკურნალობა რამდენიმე სეანსად ტარდება 4 კვირიანი ინტერვალებით.
გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი რეაქციები: წვის შეგრძნება, გარდამავალი ერითემა დამუშავებული არის ირგვლივ, მკრთალი რგოლი (სისხლძარღვების შევიწროების გამო), რაც მკურნალობას არ საჭიროებს.
პრეპარატით ღრმად ამოწვამ შესაძლოა დეპიგმენტაცია და ნაწიბური დატოვოს.
უკუჩვენებები:
* შესაძლო მეტასტაზების არსებობა;
* ავთვისებიანი მელანომა;
* ჭორფლი;
* კელოიდური ნაწიბური.
ორსულობა და ლაქტაცია:
კვლევები ორსულებზე არ არის ჩატარებული. ექსპერიმენტული მონაცემებით ნაყოფზე პრეპარატის არასასურველი ზემოქმედება არ არის დადასტურებული.
განსაკუთრებული მითითებები:
სოლკოდერმი მხოლოდ გარეგანად გამოსაყენებელი პრეპარატია.
სიფრთხილეა საჭირო თვალის და ლორწოვანი გარსების მოსაზღვრე კანის დამუშავების დროს. თვალში და დაუზიანებელ კანზე მოხვედრისას საჭიროა მისი წყლით ან სუსტი ტუტით ჩამორეცხვა.
ადგილობრივი ალერგიის გამოვლენის დროს გამოიყენება გლუკოკორტიკოიდების და საანესთეზიო საშუალებების შემცველი კრემები. დევიტალიზებული ქსოვილი თავისით უნდა მოცილდეს, არ შეიძლება ინსტრუმენტებით მისი მოშორება, რადგან დიდი ნაწიბური შეიძლება დარჩეს. სრულ შეხორცებამდე არასასურველია მზისა და ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი ზემოქმედება დაზიანებულ არეზე.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების დროს ძლიერდება გვერდითი მოვლენები.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის აღწერილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.