მწარმოებელი: Legacy Pharmaceuticals GmbH,

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი, მარეგენირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.

1 ტაბ.

ხბოს სისხლისაგან დამზადებული დეპროტეინიზირებული ჰემოდიალიზატი........................    200 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 25 ც.

1 მლ 1 ამპ.

ხბოს სისხლისაგან დამზადებული დეპროტეინიზირებული ჰემოდიალიზატი ............................................  42.5 მგ 85 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

ხბოს სისხლისაგან დამზადებული დეპროტეინიზირებული ჰემოდიალიზატი .............................................. 42.5 მგ 212.5 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

ხბოს სისხლისაგან დამზადებული დეპროტეინიზირებული ჰემოდიალიზატი .............................................  42.5 მგ 425 მგ

საინფუზიო ხსნარი 10% და 20%: ფლაკონში 25 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ 1 ფლ

ხბოს სისხლისაგან დამზადებული დეპროტეინიზირებული ჰემოდიალიზატი ...........................................  8.5 მგ 2.125 გ

გელი: ტუბში 20 გ

1 გ

ხბოს სისხლისაგან დამზადებული დეპროტეინიზირებული ჰემოდიალიზატი ......................................      8.3 მგ

მალამო: ტუბში 20 გ

1 გ

ხბოს სისხლისაგან დამზადებული დეპროტეინიზირებული ჰემოდიალიზატი .......................................... 2.07 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სოლკოსერილი ქსოვილებში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას. იგი მიიღება ხბოს სისხლისგან და წარმოადგენს დეპროტეინირებულ, არაანტიგენურ, აპიროგენულ ჰემოდიალიზატს. პრეპარატი შეიცავს დაბალმოლეკულურ ნივთიერებებს (გლიკოლიპიდებს, ნუკლეოზიდებს, ნუკლეოტიდებს, ამინომჟავებს, ოლიგოპეპტიდებს, მიკროელემენტებს, ელექტროლიტებს, ნახშირწყლების და ცხიმების დაშლის შუალედურ პროდუქტებს).

სოლკოსერილი ზრდის ქსოვილების მიერ ჟანგბადის შეთვისებას, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, აუმჯობესებს გლუკოზის ტრანსპორტს, ზრდის ატფ-ის სინთეზს, რითაც  აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციას.

პრეპარატი ასტიმულირებს ანგიოგენეზს, იწვევს იშემიური კერის რევასკულარიზაციას, ქმნის სასურველ გარემოს კოლაგენის სინთეზის და გრანულოაციური ქსოვილის ზრდისათვის, აჩქარებს ეპითელიზაციას და ჭრილობის შეხორცებას. იგი ასევე ხასიათდება მემბრანომასტაბილიზირებელი და ციტოპროტექტული მოქმედებით.

ჩვენებები:

სისტემური გამოყენებისათვის:

  • სისხლძარღვთა პერიფერიული დაავადება (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, ქვედა კიდურების ათეროსკლეროზი, დიაბეტური ანგიოპათია, ვენების ვარიკოზული გაგანიერება), რომელთაც თან ერთვის ტროფიკული დარღვევები (ტროფიკული წყლული, განგრენის საწყისი სტადია);
  • ცერებრალური სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევა (იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი, თავის ქალას ტრავმა);
  • გულის იშემიური დაავადება (არასტაბილური სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის შეგუბებითი უკმარისობა);
  • კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • გამოიყენება მეტაბოლური პროცესების და ქსოვილების რეგენერაციის დასაჩქარებლად, წვივის ტროფიკული წყლულის დროს, ნაწოლების, დამწვრობების, რადიაციული წყლულების, კანის გადანერგვის შემთხვევაში.

გარეგანი გამოყენებისათვის:

  • ძნელად მიმდინარე შეხორცებითი პროცესები ჭრილობების და ნაწოლების დროს;
  • ქიმიური და თერმიული დამწვრობა, მოყინვა.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 1 წლის ასაკის ზევით მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 20 მგ/კგ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 40 მგ/კგ.

ბავშვებში 1 წლის ასაკამდე მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 100 მგ/კგ, სადღეღამისო დოზა - 20 მგ/კგ.

პრეპარატი ინიშნება 1-2-ჯერ დღეში.

პერორალურად 1-2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში.

პეპტიური წყლულების დროს - 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

მალამო და გელი ინიშნება თხელი ფენით დაზიანებულ ზედაპირზე 2-3-ჯერ დღეში. სველი ჭრილობის დამუშავება უნდა დაიწყოს გელით, შემდგომში შეხორცებითი პროცესების განვითარებისას კვლავ წარმოშობილ ეპითელიუმზე და მოსაზღვრე კანზე გამოიყენება მალამო.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, ანაფილაქსიური რეაქციები.

ადგილობრივი რეაქციები: მსუბუქი ხარისხის წვის შეგრძნება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ამ შემთხვევებში პრეპარატის მიღება არ არის სასურველი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია