მწარმოებელი: Legacy Pharmaceuticals GmbH, შვეიცარია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვაქცინა ტრიქომონიაზისა და არასპეციფიკური ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 1 და 3 ც. გამხსნელთან კომპლექტში.
1 ფლ.
სელექციური ინაქტივირებული ლიოფილიზებული ბაქტერიები ......... 7X109
გამხსნელი: ამპულაში 0.5 მლ საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ახალ იმუნოლოგიურ საშუალებას ტრიქომონიაზისა და არასპეციფიკური ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ. პრეპარატით ვაქცინაცია იწვევს Ig A ჯგუფის არასპეციფიკური სეკრეტორული ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც ხელს უწყობენ ლაქტობაცილის ატიპიური ფორმების ტრიქომონადების და სხვა პათოლოგიური გამომწვევების ელიმინაციას, რაც იწვევს საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენას. პრეპარატით ვაქცინაცია უზრუნველყოფს რეინფექციისაგან ხანგრძლივ დაცვას;
ჩვენებები:
- რეციდივული არასპეციფიკური ბაქტერიული ვაგინოზი;
- ქალებში რეციდივული ტრიქომონიაზი.
მიღების წესი და დოზირება:
ვაქცინის მოსამზადებლად სტერილური შპრიცის საშუალებით ფლაკონში, რომელშიც მოთავსებულია ლიოფილიზირებული ფხვნილი შეჰყავთ გამხსნელი. ფხვნილის გახსნა ხდება 30 წმ-ის განმავლობაში. სუსპენზია უნდა წარმოადგენდეს ჰომოგენურ ხსნარს. გამოყენების წინ ფლაკონი, რომელშიც მოთავსებულია გახსნილი ფხვნილი უნდა შევანჯღრიოთ. სუსპენზია უნდა გამოვიყენოთ მომზადებისთანავე. პრეპარატი შეყავთ კუნთებში. ვაქცინაციის კურსი შედგება პრეპარატის 3 ინექციისაგან ერთჯერადი დოზით 0.5 მლ (1 ფლაკონის შიგთავსი) ინექციებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 2 კვირას. ერთი წლის შემდეგ ტარდება ერთჯერადი რევაქცინაცია დოზით 0.5 მლ.
გვერდითი მოვლენები:
♦ ინექციის ადგილას იშვიათად ვითარდება ადგილობრივი რეაქციები, რაც გამოიხატება სიწითლით, შეშუპებით და ტკივილის შეგრძნებით.
♦ ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება სისტემური რეაქციები: სხეულის ტემპერატურის ხანმოკლე მომატება, შეციება, თავის ტკივილი. გადაღლილობა.
♦ პრეპარატის მიღებისას ძლიერი რეაქციების გამოვლენისას საჭიროა მისი მიღების შეწყვეტა.
♦ ალერგიული რეაქციებისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
უკუჩვენებები:
* მწვავე ინფექციური დაავადებები;
* ტუბერკულოზი აქტიურ ფაზაში;
* სისხლმბადი სისტემის დაავადებები (მწვავე ლეიკოზი და სხვა);
* გულისა და თირკმელების დაავადებები დეკომპენსაციის მოვლენებით;
* იმუნური სისტემის დაავადებები (აივ);
* ფენოლის ან ბაქტერიული ანტიგენის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ ტრიქომონიაზის მწვავე მიმდინარეობისას პრეპარატით ვაქცინაცია ტარდება ეთიოტროპული მკურნალობის შემდეგ.
◄ პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ვენერიული დაავადებების დროს (გონორეა, ათაშანგი).
◄ 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა, ვინაიდან აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს საკმარისი კლინიკური კვლევები.
◄ იმუნოდეპრესანტებით მკურნალობისა და სხივური თერაპიის ჩატარებისას შესაძლებელია აღინიშნოს პრეპარატის მოქმედების ეფექტურობის ნაწილობრივი ან სრული დაქვეითება.
◄ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული მაშინ, როდესაც ფლაკონზე აღინიშნება ბზარები ან ამპულაზე ძნელად ამოსაცნობი მარკირება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. პრეპარატის გაყინვა დაუშვებელია.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.