ფოსვედეი

FOSVEDAY 

ფოსვედეი 3 გ საშე გრანულებით

 

მიიღება პერორალურად.

* აქტიური ნივთიერება: თითოეული საშე შეიცავს 5631 მგ ფოსფომიცინის ტრომეტამოლს ექვივალენტურს 3 გ ფოსფომიცინის აქტიური ნივთიერების სახით.

* დამხმარე ნვთიერება (ები): შაქარი, ნატრიუმის საქარინი, აეროსილი 200, ფორთოხლის არომატი და მანდარინის არომატი.

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებისთ წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

* შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

* დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

* მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.

* აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ აღნიშნულ პრეპარატს, როდესაც მიაკითხავთ ჰოსპიტალს ან ექიმს პრეპარატის მიღებისას.

* დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული ინფორმაცია. არ მიიღოთ რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

რა არის მოცემულ ფურცელ-ჩანართში:

1. რა არის ფოსვედეი და რისთვის გამოიყენება ის

2. ვიდრე მიიღებდეთ ფოსვედეის

3. როგორ უნდა მიიღოთ ფოსვედეი

4. შესაძლო გევრდფითი ეფექტები

5. როგორ უნდა შეინახოთ ფოსვედეი

1. რა არის ფოსვედეი და რისთვის გამოიყენება ის

ფოსვედეი შეიცავს 5.631 გ ფოსფომიცინის ტრომეტამოლს ექვივალენტურს 3 გ ფოსფომიცინის აქტიური ნივთიერების სახით.

ფოსვედეი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომლებიც მიიღება სისტემურად.

ფოსვედეი შეფუთულია პე/ალუმინის/შემოგარსული ქაღალდის შეფუთვაში 1 და 2 საშე მუყაოს ყუთში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

ფოსვედეი მიიღება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ (ანთებითი მიკრობული დაავადება) გამოწვეული ფოსფომიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიით. ის ასევე გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების პრევენციისთვის, რომელიც გამოწვეულია დიაგნოსტიკური ან ქირურგიული პროცედურებით საშარდე გზებზე.

2. ვიდრე მიიღებდეთ ფოსვედეის

არ მიიღოთ ფოსვედეი

თუ;

* გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ფოსფომიცინის ან ფოსვედეისრომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ

* გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა, ხართ ჰემოდიალიზზე

* მანამდე გაცნობათ ექიმმა, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ფრთხილად გამოიყენეთ ფოსვედეი

თუ;

* გაქვთ დიაბეტი ან ხართ დიეტაზე, გაითვალისწინეთ, რომ ფოსვედეი-ს ერთი საშე შეიცავს 2.205 გ შაქარს.

* არ არის რეკომენდებული გამოყენება თუ გაქვთ ზედა საშარდე გზების ინფექციები, როგორიცაა თირკმლის ანთება (როგორიცაა ნეფრიტი, პიელონეფრიტი).

* გაქვთ თირკმლის საშუალო და მსუბუქი ხარისხის უკმარისობა,

* ანტიბიოტიკით გამოწვეული სხვადასხვა სიმძიმის დიარეა შეიძლება შეინიშნებოდეს თითქმის ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენებისას. თუ არის მძიმე, მუდმივი ან სისხლიანი დიარეა პრეპარატის მიღებისას ან მის შემდეგ; შეიძლება განვითრდეს ბაქტეირული დიარეა (Clostridium difficile-ს მიერ გამოწვეული დიარეა).

კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში.

ფოსვედეის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეაყოვნოს ფოსვედეის აქტიური ნივთიერების აბსორბცია და გამოიწვიოს სისხლსა და შარდში დონის დაცემა. ამიტომ სასურველია პრეპარატი მიიღოთ უზმოზე ან ჭამიდან 2-3 საათში.

ორსულობა

პრეპარტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს ფოსვედეის გამოყენება შეიძლება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

მკურნალობის დროს თუ შენიშნავთ, რომ ხართ ორსულად, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფამრაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფოსფომიცინის გამოყენება შეიძლება ლაქტაციის დროს ერთჯერადი პერორალრური დოზის შემდეგ.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

სპეციფიური კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ საჭიროა პაციენტების ინფორმირება, რომ თავბრუსხვევა შეინიშნებოდა. მოცემულმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი პირის უნარზე მართოს ავტოტრანსპრტი და მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფოსვედეის ზოგიერთი ნივთიერების შესახებ

ფოსვედეი შეიცავს შაქარს დამხმარე ნივთერების სახით. თუ მანამდე გაცნობათ ექიმმა, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ფოსვედეი შეიცავს

სხვა პრეპარატები და ფოსვედეი

არ გამოიყენოთ შემდეგი პრეპარატები ფოსვედეის მიღებისას:

* ვინაიდან შეიძლება შეამციროს შრატსა და შარდში კონცენტრაციები, მეტოკლოპრამიდი (გულისრევის საწინააღმდეგო პრეაპრატი)

* პრეპარატები, რომლებიც ზრდიან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკას, ვინაიდან შეიძლება გაძლიერდეს დიარეა

* K ვიტამინის ანტაგონისტები, ვინაიდან ზრდიან ანტიბიოტიკების აქტივობას.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სარეცეპტო ან არასარეცეპტო პრეპარატებს.

3. როგორ მივიღოთ ფოვედეი

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის შესახებ/გამოყენების სიხშირე:

ფოსვედეის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მიერ რეკომენდებულ დროს და რეკომენდებული გზით.

ფოსვედეი გამოიყენება ერთჯერადი დოზით საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში.

ფოსვედეი რეკომენდებულია საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში, მათ შორის ქვედა საშარდე გზების ინფექციებისას მოზრდილ მამაკაცებსა და ქალებში, სადიაგნოსტიკო და ქირურგიულ ოპერაციებამდე; პირველი დოზა მიიღება ოპერაციამდე 3 საათით ადრე და მეორე დოზა ოპერაციიდან 24 საათში.

მიღების გზა და მეთოდი:

ფოსვედეის შემადგენლობა უნდა გახსნათ ოთახის ტემპერატურის ჭიქა წყალში და მიიღოთ დაუყოვნებლივ.

ფოსვედეი მიიღება ცარიელ კუჭზე (ჭამიდან 2-3 საათში). რეკომენდებულია მისი გამოყენება პერორალურად ძილის წინ და შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ჩვილებში, ვინაიდან არის შეზღუდული მონაცემები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ჩვილებში გამოყენების შესახებ.

გამოყენება ხანდაზმულებში:

არ არსებობს განსაკუთრებული გაფრთხილებები ხანდაზმულებში გამოყენების შესახებ.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

თირკმლის უკმარისობა:

არ მიიღება თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს.

ღვიძლის უკმარისობა:

არ აქვს გამოყენების სპეციფიკა.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ფოსვედეის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ფოსვედეის საჭიროზე მეტი დოზა

მნიშვნელოვანია მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული რაოდენობა. აცნობეთ ექიმს ან ფარმეცვტს თუ მიიღეთ გამოწერილზე მეტი დოზა.

თუ დაგავიწყდათ ფოსვედეის მიღება.

ფოსვედეი გამოიყენება ერთჯერადი დოზით და თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ეფექტები რომლებიც შეიძლება განვითარდეს ფოსვედეის მიღების შეწყვეტის შემდეგ:

თუ გადაწყვეტთ ფოსვედეის მიღების შეწყვეტას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

პროდუქტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად ფოსვედეის კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში შესაძლებელია განვითარდეს გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტების სიხშირე შემდეგნაირია.

ძალიან ხშირი: 1/10-ში

ხშირი: 1/100

ნაკლებად ხშირი: 1/1000

იშვიათი:

ძალიან იშვიათი:

უცნობი: სიხშირის ხარისხის პროგნოზირება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით

ხშირი:

* ვაგინიტი

* თავის ტკივილი

* თავბრუსხვევა

* დიარეა

* გულისრევა

* საჭმლის მონელების დარღვევა

ნაკლებად ხშირი:

* ჩხვლეტის და კბენის შეგრძნება

* ღებინება

* მუცლის ტკივილი

* კანზე გამონაყარი

* კანზე პატარა წითელი ლაქები

* კანის ქავილი

* ზოგადი დაღლილობა

იშვიათი

* გულისცემის რაოდენობა წუთში ნორმაზე მეტია.

უცნობი:

* პასუხი ჰიპერმგრძნობელობის მიმართ, რაც შეიძლება გამწვავდეს შოკის განვითარებით (გამონაყარი, ქავილი, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, ენის, ტუჩების და სასუნთქი გზების შეშუპება, სასუნთქი გზების ბლოკადა)

* ხიხინი ან ქოშინი, ან გულმკერდის შებოჭილობა (ასთმა)

* ანტიბიოტიკით გამოწვეული დიარეა

* კანის და ლორწოვანი გარსის შეშუპება (ანგიოშეშუპება)

* არტერიული წნევის დაცემა

ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ფოსვედეის შენახვის პირობები

ფოსვედეი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში.

ინახება არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.

არ გამოიყენოთ ფოსვედეი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

თუ შენიშნავთ წუნს პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე, არ გამოიყენოთ ფოსვედეი.

ლიცენზიის მფლობელი:

ნეუტეკ ილაჩ სან. ტიქ. ა.შ.

ესენლერი/სტამბული/თურქეთი

ტელ.: +90 850 201 23 23

ფაქსი: +90 212 481 61 11

ელ.ფოსტა: bilgi@neutec.com.tr

მწარმოებელი:

ნეუტეკ ილაჩ სან. ტიქ. ა.შ.

ადაპაზარი/საკარია/თურქეთი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია