საერთაშორისო დასახელება:
CITICOLINE
მწარმოებელი: FERRER INTERNACIONAL, ესპანეთი
მოქმედი ნივთიერება: ციტიკოლინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნეიროპროტექტორი. თავის ტვინში რეგენერაციის გამაძლიერებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 30 მლ
1 მლ
ციტიკოლინი ............................ 100 მგ
საინექციო ხსნარი ამპულაში 4 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 ამპ.
ციტიკოლინი .......................... 500 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ციტიკოლინი ასტიმულირებს ნეირონების მემბრანის სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზს. თავისი მოქმედებით ციტიკოლინი აუმჯობესებს ისეთი მემბრანული მექანიზმების ფუნქციონირებას, როგორიცაა იონური ტუმბოები და რეცეპტორები. ამ უკანასკნელთა რეგულაციის გარეშე კი შეუძლებელია ნერვული იმპულსების ნორმალური გატარება.
მემბრანებზე მასტაბილებული მოქმედების წყალობით ციტიკოლინი ავლენს შეშუპების საწინააღმდეგო თვისებებს და ამცირებს ტვინის შეშუპებას. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ციტიკოლინი ამცირებს ტვინის დისფუნქციის გამოვლინებებს ისეთი ბიოლოგიური პროცესების დროს, როგორიცაა თავის ქალას ტრავმა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა. ციტიკოლინი ამცირებს ამნეზიის ხარისხს, აუმჯობესებს მდგომარეობის კოგნიტური, სესიტური და მოტორული დარღვევების დროს.
ჩვენებები:
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა როგორც მწვავე, ასევე რეაბილიტაციის სტადიაში;
- თავის ქალას ტრავმები და მათი შედეგები;
- კოგნიტური, სენსიტური, მოტორული და ნეიროფსიქოლოგიური დარღვევები, დაკავშირებული დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი წარმოშობის ცერებრულ პათოლოგიებთან.
მიღების წესი და დოზირება:
ხსნარი პერორალური მიღებისათვის
მოზრდილები: 200 მგ (2 მლ) 3-ჯერ დღეში.
ბავშვები: 100 მგ (1 მლ) 2-3-ჯერ დღეში.
საინექციო ხსნარი: 1-2 ინექცია დღეში დაავადების სიმძიმის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები:
ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ძალზე იშვიათად შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის აშლილობა, გულისრევა, ტკივილი კუჭის არეში, დიარეა.
საინექციო ხსნარი: იშვიათად პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც პარასიმპათური ნერვული სისტემის სტიმულირება, ასევე წნევის უმნიშვნელო დაქვეითება, რაც თავისთავად სწრაფად გაივლის.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი.
* პარასიმპათური ნერვული სისტემის მომატებული ტონუსი.
განსაკუთრებული მითითებები:
ხსნარი პერორალური მიღებისათვის
გამოიყენება სპეციალური შპრიცი შემდეგნაირად: ჩავუშვათ შპრიცი ფლაკონში, დგუშით ამოვიღოთ პრეპარატის საჭირო რაოდენობა. დალევის წინ დავუმატოთ წყლის მცირე რაოდენობა. ყოველი გამოყენების შემდეგ შპრიცი გულდასმით უნდა გაირეცხოს.
საინეციო ხსნარი
კეთდება კუნთებში ან ვენაში ნელა (3-5 წთ-ის განმავლობაში) ან ვენაში წვეთოვნად პრეპარატი შეიძლება გაიხსნას ნებისმიერ იზოტონურ ხსნარში, აგრეთვე გლუკოზის ჰიპერტონულ ხსნარშიც.
ქალას ღრუში პერსისტული სისხლჩაქცევისას ხსნარი შეყვანილ უნდა იქნას წვეთოვნად ძალზე ნელა (30 წვეთი წუთში) და დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- პრეპარატი არ უნდა იქნეს გამოყენებული მეკლოფენოქსატის შემცველ საშუალებებთან ერთად.
- აძლიერებს ლევოდოპას ეფექტს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.