საერთაშორისო დასახელება:

METAMIZOLE SODIUM; PITOFENONE; FENPIVERINIUM BROMIDE

მწარმოებელი: BALKANPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: მეტამიზოლი ნატრიუმის+პიტოფენონი+ფენპივერინის ბრომიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიზური და ანალგეზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

მეტამიზოლის ნატრიუმის მარილი .......    500 მგ

პიტოფენონის ჰიდროქლორიდი .............     5 მგ

ფენპივერინის ბრომიდი ...........................  0.1 მგ

დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, ხორბლის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სპაზმალგონი წარმოადგენს პრეპარატს, კარგად გამოხატული სპაზმოლიზური და ანალგეზიური თვისებებით. იგი მოქმედებს არასიმპათიკური ნერვების დაბოლოებებზე და იწვევს კუჭის, ნაწლავების, სანაღვლე და საშარდე გზების გლუვი მუსკულატურის ტონუსისა და მოტორიკის დაქვეითებას, მეტამიზოლს (ანალგინი) ახასიათებს ანალგეზიური, სიცხის დამწევი და ანთებისაწინააღმდეგო თვისებები.

პიტოფენონის ჰიდროქლორიდს გააჩნია პაპავერინის მსგავსი მიოტროპული მოქმედება, რომლის მიხედვითაც იგი ავლენს გამოხატულ სპაზმოლიზურ აქტივობას გლუვ კუნთოვან ქსოვილებსა და სისხლძარღვებზე.

ფენპივერინის ბრომიდი ქოლინომაბლოკირებელი თვისებების გამო დამატებით აქვეითებს გლუვი კუნთების ტონუსს და პერისტალტიკას.

პრეპარატის სამი კომპონენტის შერწყმა იწვევს მათი ფარმაკოლოგიური თვისებების გაძლიერებას.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური და ანალგეზიური საშუალება სუსტად ან ზომიერად გამოხატული ტკივილის სინდრომის მოსახსნელად, როგორიცაა:

  • თირკმლის ჭვალი;
  • შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის სპაზმები;
  • ქოლელითიაზი, სანაღვლე გზების დისკინეზია;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სპაზმები;
  • პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი;
  • ქრონიკული კოლიტი;
  • დისმენორეა;
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ტკივილი;
  • როგორც დამატებით საშუალებას იყენებენ ტკივილის შესამცირებლად ქირურგიული და დიაგნოსტიკური ჩარევების დროს;
  • პრეპარატს იყენებენ აგრეთვე მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობის სახით სახსრების ტკივილის, ნევრალგიის, იშიალგიის და მიალგიის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და 15 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში ინიშნება 1-2 ტაბ. 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, სითხესთან ერთად.

პრეპარატის დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არა უმეტეს 5 დღეს.

პრეპარატის დღეღამური დოზის გაზრდა ან მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პირაზოლონის წარმოებულების მიმართ;

* ტაქიარითმია;

* გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;

* გულის იშემიური დაავადება;

* დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

* წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია;

* ჰემატოლოგიური დაავადებები;

* გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდოგენაზის დეფიციტი;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითბები:

პრეპარატი გავლენას ახდენს ფსიქომოტორული რეაქციებზე, რის გამოც იგი სიფრთხილით ენიშნებათ ალკოჰოლთან და ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების პრეპარატებთან ერთად.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, ჰიპოტონია.

 

- სპაზმალგონის კომბინაცია სხვა არანარკოტიკულ ანალგეზიურ საშუალებებთან იწვევს ტოქსიკური ეფექტების გაძლიერებას.

- მეტამიზოლის ტოქსიკური ეფექტების გაძლიერებას იწვევს მისი კომბინაცია ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან და ალოპურინოლთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია