ფარმაკოლოგიური ჯგუფი :
სქესობრივი ფუნქციის მარეგულირებელი საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა :
ტაბლეტი წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის პრეპარატს , რომლის შემადგენლობაში აქტიური ნივთიერებების სახით შედის :
ფხვნილები :
Orchis mascula ...................... 39 მგ
Lactuca scariola ..................... 10 მგ
Astercantha Longibolia ........... 19 მგ
Mucuna pruriens ................... 10 მგ
Suvarnavang ......................... 10 მგ
ექსტრაქტები :
Parmelia perlata ..................... 10 მგ
Argureria spesiosa ................... 19 მგ
Tribulus terrestris ................... 19 მგ
Leptadenia reticulate .............. 19 მგ
Rauwolfia serpentina
ალკალოიდების სტანდარტული სუმარული შემცველობა შეადგენს .............. 1,5 მგ - ს .
აღწერილობა :
პრეპარატი წარმოადგენს სამკუთხედი ფორმის , მუქი ჟოლოსფერ შემოგარსულ ტაბლეტს .
ფარმაკოლოგიური თვისებები :
პრეპარატი წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის კომპლექსურ პრეპარატს , რომელიც ხელს უწყობს სქესობრივი ფუნქციის ნორმალიზაციას .
ჩვენება :
დაჩქარებული ეაკულაციის დროს ;
ხანდაზმულობით გამოწვეული სასქესო ფუნქციის დარღვევა .
წინააღმდეგჩვენება :
* პრეპარატისა და მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა .
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები .
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება პერორალურად 1-2 ტაბლეტის ოდენობით 3- ჯერ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში .
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი . შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია .
გაცემის რეჟიმი:
ურეცეპტოდ
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 10-დან 30 0C ტემპერატურაზე .
შეფუთვა:
ტაბლეტები №100 შეფუთვაში .
მწარმოებელი:
" ჰიმალაი დრაგი " ( ინდოეთი )
Makai, Bangalore 562 123, India