საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ცეფოტრაქსიმი
მწარმოებელი: Pharmacare Int. Co./Pharmacare PLC Palestine Ramallah-St. Bitounia 3
შემადგენლობა:
ყოველი ფლაკონი შეიცავს 1 მგ ცეფოტაქსიმს.
მოქმედების მექანიზმი:
ავლენს ანტიმიკრობულ მოქმედებას ბაქტერიის უჯრედული კედლის სინთეზის ინჰიბირების ხარჯზე. აქვს მოქმედების ფართო სპექტრი. მაღალაქტიურია გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. გააჩნია სტაბილურობის მაღალი ხარისხი ბეტა-ლაქტამაზის თანდასწრებით.
ჩვენება:
- ნაჩვენებია სასუნთქი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციების, შარდ–სასქესო სისტემის, კანის და რბილი ქსოვილების, ძვლების და სახსრების, გინეკოლოგიური ინფექციების, მუცლის ღრუს ორგანოების, ენდოკარდიტების, ბაქტერიული მენინგიტების, ბაქტერიემიის დროს, აგრეთვე პრე და პოსტოპერაციული პროფილაქტიკის დროს.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:
ორსულობის დროს მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის დროს. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ლაქტაციის პერიოდში, იმდენად, რამდენადაც პრეპარატი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
შეუთავსებელია ერთ შპრიცში ამინოგლიკოზიდების ხსნარებთან.
გვერდითი ეფექტები:
შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, და ალერგიული რეაქციები.
მიღების წესები და დოზირება:
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: გაურთულებელი ინფექციების შემთხვევაში შეჰყავთ ინტრამუსკულარულად 1 გრამი ყოველ 12 საათში. გართულებული ინფექციების დროს 1-2 გ ყოველ 8 საათში ინტრამუსკულურად.
პრე და პოსტოპერაციული პროფილაქტიკა: შეჰყავთ 1 გრამი ინტრამუსკულურად (30 წუთით ადრე ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდეგ).
თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე მოზრდილ პაციენტებში, როცა კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლებია, გამოიყენება ერთჯერადი დოზის ნახევარი. შეყვანის ინტერვალი რჩება უცვლელი.
0-12 წლის ბავშვები: 50-100 მგ/კგ, გაყოფილი 2 მიღებაზე.
დღენაკლულ ბავშვებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 50 მგ/კგ-ს.
ხსნარის მომზადება:
1. ინტრამუსკულური შეყვანისთვის პრეპარატი უნდა გაიხსნას 4 მლ ლიდოკაინის 1%-ან ხსნარში. ხსნარი შეყვანილი უნდა იქნას ღრმად კუნთში.
2. ინტრავენური შეყვანისთვის პრეპარატი უნდა გაიხსნას 4 მლ საინექციო წყალში. შეყავთ ნელა 3-5 წუთის განმავლობაში.
3. წვეთოვანი შეყვანისთვის პრეპარატს ხსნიან 40-100 მლ საინექციო წყალში ან საინფუზიო ხსნარში.
შენახვის წესები:
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C-ის. ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვა: საინექციო ფხვნილი 1.0 გ ფლაკონში
ამპულა (ქსაილენი), რომელიც შეიცავს 5 მლ ლიდოკაინ HCL-ის 1%-ან ხსნარს.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი
აფთიაქიდან გაცემის წესი:
რეცეპტით.