საერთაშორისო დასახელება:
CITRULLINE MALATE
მწრმოებელი: LABORATOIRES BIOCODEX, საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება: ციტრულინის მალატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ასთენიის სამკურნალო პრეპარატი, მეტაბოლიზმის კორექტორი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დასალევი ხსნარი: პაკეტში 10 მლ, შეფუთვაში 18 ც.
1 მლ
ციტრულინის მალატი ........ 100 მგ
დამხმარე ნივთიერები:
ნატურალურ ფორთოხლის არომატიზატორი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის კონცეტრირებული ხსნარი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ამინომჟავებს. სტიმოლი ახდენს ლაქტატისა და ამიაკის უტილიზაციას, უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით, გადაჰყავს რა უჯრედი მეტაბოლიზმის უფრო მაღალ ენერგეტიკულ დონეზე.
ჩვენებები:
- ასთენიის სიმპტომური მკურნალობა;
- ფიზიკური ასთენია;
- ფსიქიკური ასთენია;
- პოსტინფექციური ასთენია;
- ასთენია ორსულობისას;
- ასთენია ხანდაზმულ ასაკში;
- ასთენია ენდოკრინული დაავადებებისას;
- ასთენია სპორტსმენებში (ხსნის ინტენსიური ვარჯიშით გამოწვეული კუნთების დაღლილობას);
- ასთენოვეგეტატური სინდრომი ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის ჰიპოტონური ფორმის დროს;
- ალკოჰოლურ-აბსტინენციური სინდრომი;
- სექსუალური ასთენია;
- არ წარმოადგენს დოპინგს. ნებადართულია სპორტსმენებისათვის.
მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში 2-5 წლამდე: 1 პაკეტი დღეში.
ბავშვები 5-15 წლამდე: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში.
მოზრდილები: 1-2 პაკეტი 3-ჯერ დღეში.
რეკომენდებულია მიღება 12-14 დღის განმავლობაში.
მიიღება საკვებთან ერთად. პაკეტის შიგთავსი იხსნება 100 მლ წყალში ან წვენში.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად დისკომფორტი ეპიგასტრიუმში.
უკუჩვენებები:
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.
განსაკუთრებული მითითებები:
ერთი პაკეტი შეიცავს დაახლოებით 30 გ (1.3 მმოლ) ნატრიუმის ხსნარს pH-ის 3.3-მდე შესანარჩუნებლად, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას უმარილო დიეტაზე მყოფი პაციენტებისათვის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ მოიპოვება მონაცემები.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.