დაჯგუფებული დასახელება : აფრიკული ქლიავის ქერქის ექსტრაქტი
წამლის ფორმა : კაფსულები
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
აფრიკული ქლიავის ქერქის ექსტრაქტი – 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
არაქისის ზეთი – 150 მგ
კაფსულის გარსი : ჟელატინი – 89 მგ , გლიცეროლი – 38 მგ , ტიტანის დიოქსიდი – 3.6 მგ , ნატრიუმის სპილენძი - ქლოროფილინი – 0.005 მგ .
აღწერილობა:
ოვალური ფორმის რბილი ჟელატინის კაფსულები №4 ზომის , რომლებიც შედგება ორი გრძივი ნახევარისაგან , რომელთაგან თითოეული გაუმჭვირვალე თეთრი / ღია - მწვანე ფერისაა . კაფსულების შიგთავსი ყავისფერ ზეთოვან სითხეს წარმოადგენს .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტადენანი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის უჯრედების პროლიფერაციას . იგი ახდენს ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას . მოქმედება განისაზღვრება ბ-FGF
(ფიბრობლასტების ზრდის ძირითადი ფაქტორი ) სტიმულირებულ ფიბრობლასტებზე ანტიპროლიფერაციული ზემოქმედებით. პრეპარატი აღმოფხვრავს და ამცირებს შარდვის ფუნქციურ დარღვევებს – დიზურიას , ნიქტურიას , პოლაკიურიას წინამდებარე ჯირკვლის დაავედებების დროს . ამცირებს ანთებით რეაქციას წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილებში და ხელს უწყობს მისი სეკრეციული აქტივობის გაძლიერებას ; ოპერაციული ჩარევის შემდეგ ამცირებს რეზიდუალური ქსოვილის რაოდენობას .
გამოყენების ჩვენებები:
შარდის გამომყოფი სისტემის ზომიერი ფუნქციური დარღვევების ( ხშირი შარდვა დღისით და ღამით, სუსტი ნაკადის , წყვეტილი შარდვა, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება, ძალდატანებითი შარდვის მოთხოვნილება ) მკურნალობა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს . ადენომექტომიისა და პროსტატექტომიის შემდგომი მდგომარეობა.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ .
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ეს სამკურნალო საშუალება ქალებისთვის განკუთვნილი არ არის.
გამოყენების წესი და დოზები:
მიიღება შიგნით. 1 კაფსულა (50 მგ ) დღეში ორჯერ დილას და საღამოს ან 2 კაფსულა ერთჯერადად , სასურველია ჭამის წინ . სადღეღამისო დოზა 100 მგ - ს შეადგენს.
მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ 6 კვირას შეადგენს, და მისი გაზრდა 8 კვირამდე შეიძლება. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მკურნალობის განმეორებითი კურსის დანიშვნა.
გვერდითი ეფექტები:
იშვიათ შემთხვევებში – დარღვევები კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, უმადობა , ყაბზობა , დიარეა ; ალერგიული რეაქციები.
(ჭინჭრის ციება).
ძალიან იშვიათ შემთხვევებში – გინეკომასტია და ტკივილი ტესტიკულებში .
განსაკუთრებული მითითებები:
იმის გამო , რომ პრეპარატი შეიცავს არაქისის ზეთს , არსებობს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების რისკი .
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს აუცილებელია წინამდებარე ჯირკვლის რეგულარული კონტროლი , პერიოდული თითით რექტალური გამოკვლევის ჩათვლით , რათა გამოირიცხოს პროსტატის კიბო .
თერაპია “ტადენანით” არ გამორიცხავს ქირურგიულ ჩარევას , თუ იგი აუცილებელია .
გამოშვების ფორმა:
კაფსულები 50 მგ .
10 კაფსულა პვქ / ალ ბლისტერში . 1, 2 ან 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .
30 კაფსულა პვქ / ალ ბლისტერში . 1 ან 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი .
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება .
გაცემის პირობები
რეცეპტით .
მწარმოებელი:
ლაბორატორიები ფურნიე ს . ა . ( საფრანგეთი)