შემადგენლობა:

აქტიური სუბსტანცია :

ყოველი კაფსულა შეიცავს 0.15 გ სპიკის ლავანდის ზეთს.

დამხმარე საშუალებები:

ჟელატინი , გლიცერინი , ქინოლინი ყვითელი (E 104), ყვითელი - ნარინჯისფერი (E110), დიბუტილფტალატი , ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზას ფტალატი .

მოქმედების მექანიზმი:

ტავიპეკის კაფსულები შეიცავს მცენარეული წარმოშობის აქტიურ ნივთიერებას სპიკის ზეთს,  რაც წარმოადგენს ლავანდის ესენციური ზეთს . ტავიპეკის კაფსულები ხასიათდება კარგი ამტანობით .

სპიკის ლავანდის ზეთი ხელს უწყობს განკურნების პროცესს რამდენიმე გზით .

მას გააჩნია შემდეგი ეფექტები :

-           ტავიპეკი არის მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება : წებოვანი ლორწო თხელდება და აქტიურად ხვდება პირის ღრუში , რაც აიოლებს ექსპექტორაციას . სპიკის ზეთი აჩქარებს ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას რესპირატორული ტრაქტის ლორწოვან გარსში , რაც უზრუნველყოფს თვითგაწმენდის პროცესის გაუმჯობესებას საჰაერო გზებში .

-           იმუნოსტიმულაცია : ტავიპეკი აუმჯობესებს ორგანიზმის არასპეციფიკურ დამცავ ძალებს ლეიკოციტების ( სისხლის თეთრი უჯრედები) გააქტიურების გზით .

-           სპიკის ლავანდის ზეთი არის ანტიმიკრობული საშუალება ; იგი ახდენს სხვადასხვა ბაქტერიებისა და სოკოების ( მათ შორის ტუბერკულოზის ბაქტერიების ) ზრდის ინჰიბირებას და უზრუნველყოფს გამომწვევი მიკრობებით გამოთავისუფლებული ტოქსიკური სუბსტანციების ინაქტივირებას .

ჩვენებები:

გამოიყენება , როგორც ამოსახველებელი საშუალება და დამხმარე პრეპარატი ანტიბიოტიკებით მკურნალობისას შემდეგი მდგომარეობების დროს :

  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი (ბრონქების ანთება);
  • ბრონქოექტაზია (ბრონქების დილატაცია);
  • ლარინგობრონქიტი (ყელისა და ბრონქების ანთებითი დაავადება);
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (პულმონური ემფიზემა);
  • მწეველის ხველა;
  • სინუსიტი;
  • ბრონქიტი ფილტვის   ტუბერკულოზის დროს .

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ .

ორსულობა და ლაქტაცია:

ტავიპეკის რამდენიმეწლიანი გამოყენების შემდეგ დადგინდა , რომ არ არსებობს რისკი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში . არ არის ცნობილი აღწევს თუ არა ლავანდის ზეთი დედის რძეში .

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია .

სიფრთხილის ზომები:

იმ შემთხვევაში , თუ პრეპარატის მიღებისას სიმპტომები კვლავ სახეზეა ან მკურნალობას არ აქვს სასურველი შედეგი , აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია .

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

დღემდე არ არის ცნობილი სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ .

მიღების წესი და დოზირება:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 კაფსულას დღეში 3- ჯერ .

ბავშვებში დოზის განსაზღრისათვის ჩატარებული გამოკვლევები არასაკმარისია .

ტავიპეკის კაფსულები მიიღება დაუღეჭავად სითხის მიყოლებით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე .

ავადმყოფობის მიხედვით შესაძლებელია ტავიპეკის კაფსულების მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში .

არასასურველი ეფექტები:

პრეპარატი გავლენას ახდენს ორგანიზმზე და ცვლის მის ფუნქციებს . არასასურველი ეფექტები ყველა პაციენტში არ ვლინდება .

ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ზომიერი ხასიათის გულისრევა ინდივიდუალური მგრძნობელობისა და მიღებული რაოდენობის მიხედვით . გარდა ამისა , სუნთქვისას შესაძლებელია ესენციური ზეთის სუნის წარმოქმნა .

ტავიპეკის კაფსულების გამოყენებისას ისეთი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში , რაც დაკავშირებულია პრეპარატის მიღებასთან , აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია .

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული   ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

შენახვის პირობები :

პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას , ოთახის ტემპერატურაზე .

გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე

ფარმაცევტული ფორმა და შეფუთვის მოცულობა

30   რბილი გასტრორეზისტენტული კაფსულა (3 ბლისტერი 10 კაფსულით ).
მწარმოებელი : ფარმაცევტული ქარხანა ` მონტავიტ გეზ . მ . ბ . ჰ .` 6060 აბზამი,  ტიროლი , ავსტრია .

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია