საერთაშორისო დასახელება:
OXAZEPAM
მწარმოებელი: Tarchomin pharmaceutical works “POLFA” S.A., პოლონეთი
მოქმედი ნივთიერება: ოქსაზეპამი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ტრანკვილიზატორი ბენზოდიაზეპინის ჯგუფიდან.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ.
ოქსაზეპამი ............ 10 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ავლენს ანქსიოლიზურ, სედატიურ, საძილე, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ცენტრალურ მიორელაქსაციურ მოქმედებას. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცნს-ში გაემ-ის (გამაამინოერბოსმჟავას) რეცეპტორების აქტივაციაზე, რასაც თან ახლავს გაემმიმეტური ეფექტები, ნეირონული მემბრანის ჰიპერპოლარიზაცია და ნეირონული აქტივობის დაქვეითება.
ჩვენებები:
- შიშისა და შფოთვის მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ემოციური დაძაბულობა, გადაჭარბებული აგზნებადობა და გაღიზიანებადობა. ასევე დეპრესია. ფსიქოსომატური და ორგანული დაავადებები, რომელსაც თან ახლავს შიში;
- ძილის მოშლა მომატებული შიშისა და შფოთვის ფონით და ნევროზი;
- ალკოჰოლური აბსტინენცია.
გართულებების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი საჭიროებს ექიმისგან მკაცრად განსაზღვრული რეჟიმით მიღებას.
მიღების წესი და დოზირება:
მკურნალობის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისათვის.
ჩვეულებრივ ინიშნება შემდეგი დოზები:
შიშისა და შფოთვის მდგომარეობების დროს, რომელსაც თან ახლავს ემოციური დაძაბულობა, აგზნებადობა და გაღიზიანებადობა 10-20 მგ 3-4-ჯერ დღეში.
შიშის მძიმე მდგომარეობებისა და შფოთვით მიმდინარე დეპრესიის დროს - 10-30 მგ 3-4-ჯერ დღეში. ძილის დარღვევისას - 10-20 მგ ძილის წინ 1 საათით ადრე.
ალკოჰოლური აბსტინენციისას - 10-30 მგ ერთჯერადი დოზა ძილის წინ. მაქსიმალური დღიური დოზაა 120 მგ-მდე დღე-ღამეში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მკურნალობა იწყება 10 მგ-დან 3-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 20 მგ-მდე 3-ჯერ დღეში. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება. დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია თირკმლის და ღვიძლის (კრეატინინის კლირენსი) უკმარისობის ხარისხზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 2 კვირას (მაქსიმალური ხანგრძლივობა 4 კვირაა თანდათანობით დოზის შემცირების დროის ჩათვლით).
თერაპიის გაგრძელების აუცილებლობისას ხელმეორედ შეფასების გარეშე არ შეიძლება პრეპარატის მიღება 3-4 კვირაზე მეტი დროის ხანგრძლივობით.
გვერდითი მოვლენები:
გადაღლილობის გარდამავალი შეგრძნება, საერთო სისუსტე, ძილიანობა, შესაძლებელია პარადოქსული რეაქციების განვითარება: ფსიქომოტორული აგზნება, მოუსვენრობა, ზოგჯერ მეხსიერების დაქვეითება.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა ბენზოდიაზეპინების მიმართ;
* ცენტრალური წარმოშობის სუნთქვის დარღვევები და სხვადასხვა გენეზის სუნთქვის უკმარისობის მძიმე შემთხვევები;
* მიასთენია;
* გლაუკომის დახურულკუთხოვანი ფორმა;.
* ცნობიერების დარღვევები.
* პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ არ შეიძლება პრეპარატის უეცრად მოხსნა. ყოველთვის აუცილებელია დოზის შემცირება ექიმის კონტროლით. ოქსაზეპამის უეცარი მოხსნა იწვევს ძილისა და გუნება-განწყობის მოშლას და ასევე ფსიქიურ დარღვევებსაც.
♦ განსაკუთრებით საშიშია პრეპარატის უეცარი მოხსნა ხანგრძლივი ან მაღალი დოზებით მიმდინარე თერაპიის დროს. ამ შემთხვევაში მოხსნის სინდრომი უფრო გამოხატულია.
♦ მკურნალობის პროცესში ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს, აგრეთვე ალკოჰოლის მიღება ნებადართული არ არის.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.