საერთაშორისო დასახელება:
DIHYDROERGOTAMINE MESILATE
მწარმოებელი: Laboratoires LAPHAL, საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება: დიჰიდროერგოტამინის მეზილატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
შაკიკის საწინააღმდეგო საშუალება (ცენტრალური ნერვული სისტემა).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 60 რბილი კაფსულა.
1 კაფს.
დიჰიდროერგოტამინის მეზილატი 3 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მაკროგოლი 400, გაწმენდილი წყალი, გლიცერინი, ასკორბინის მჟავა, პროპლენგლიკოლი.
კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი(E172).
კაფსულის მთლიანი წონა 450 მგ
ჩვენებები:
- შაკიკის შეტევები.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს წყლის დიდი რაოდენობის მიყოლებით.
გვერდითი მოვლენები:
♦ გულისრევა, პრეპარატის უზმოზე მიღების შემთხვევაში;
♦ კიდურების სისხლძარღვთა დიამეტრის შემცირება (თითებში) ჩხვლეტის ხასიათის ტკივილის შეგრძნება, ციანოზი;
♦ ფიბროზი (ფილტვების გარშემო ან მუცლის ღრუს მემბრანის ფიბროზული გადაგვარება).
უკუჩვენებები:
* შაკიკის პროფილაქტიკა;
* ვენური ცირკულაციის დარღვევა (დაღლილობის და ტკივილის შეგრძნება ქვედა კიდურებში);
* ორთოსტატული ჰიპოტენზია (წნევის დაქვეითება თავბრუსხვევით ფეხზე წამოდგომის შემდეგ);
* ჭვავის რქის წარმოებულების მიმართ ალერგიის დროს;
* მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან კომბინაცია;
* სუმატრიპტთანთან კომბინაცია (შაკიკის შეტევების სამკურნალო საშუალება);
* რიტონავირთან კომბინაცია (შიდსის სამკურნალო საშუალება);
*ბრომოკრიპტინთან და კაბერგოლინთან კომბინაცია (პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება და ლაქტაციის ინჰიბიტორი);
* ლაქტაციის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ დაუშვებელია პრეპარატის უზმოზე მიღება.
◄ აცნობეთ ექიმს ღვიძლის ან თირკმელების რაიმე სერიოზული დაავადების შესახებ ან კარდიოვასკულური დაავადების შესახებ წარსულში (კორონარული დაავადება, მძიმე ხასიათის ჰიპერტენზია).
◄ აუცილებელია სამედიცინო მეთვალყურეობა წარსულში არტერიული დაავადების არსებობის შემთხვევაში.
◄ ვენური ცირკულაციის დარღვევა: პრეპარატის ეფექტი ძლიერდება ზოგადი წესების დაცვის შედეგად კერძოდ, მოერიდეთ მზის სხივების სიმხურვალეს, ხანგრძლივად ფეხზე დგომას, ჭარბ წონას, მეტი იარეთ, თუნდაც დამხმარე ყავარჯნით.
ჭარბი დოზირება:
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან კომბინაცია (ერითრომიცინი, ჯოზამიცინი, კლარითრომიცინი, სპირამიცინის გამოკლებით);
- სუმაპტრიპტანთან კომბინაცია (შაკიკის შეტევების სამკურნალო საშუალება). 24 საათი უნდა გავიდეს ტამიკის მიღების შეწყვეტიდან სუმატრიპტანის მიღებამდე. შესაბამისად ტამიკის მიღება დასაშვებია სუმატრიპტანის ბოლო დოზიდან 6 საათის შემდეგ;
- რიტონავირთან კომბინაცია (შიდსის სამკურნალო საშუალება);
- ბრომოკრიპტინთან და კაბერგოლინთან კომბინაცია (პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება და ლაქტაციის ინჰიბიტორი).
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.