ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტონია;
- გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადებებით გამოწვეული შეშუპებები, განსაკუთრებით ორგანიზმის მიერ კალიუმის დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით;
- პრეპარატს იყენებენ საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში გულის უკმარისობის დროს, იმ შემთხვევაშა, როდესაც საჭირო ხდება ორგანიზმიდან სითხის დამატებითი გამოდევნა და კალიუმის გამოყოფის შემცირება.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია, რომელსაც ადგენს მკურნალი ექიმი.
50 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე მოზრდილებში და მოზარდებში პრეპარატის დოზირების ძირითადი სქემა:
შეშუპებები:
მკურნალობის დასაწყისში დილით და შუადღეს ინიშნება 2-4 აბ. პრეპარატი, ორგანიზმიდან სითხის გამოყოფის დაწყებამდე. შემდგომი დოზები დამოკიდებულია ორგანიზმის დეჰიდრატაციის ხარისხზე. პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 ტაბ. დღეში. რომელსაც იღებენ ყოველ დღე დილით, ან 2 ტაბ. ყოველ მეორე დღეს (1 ტაბ. დილით და შუადღეს). აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული შემანარჩუნებელი დოზის მომატება 4 ტაბ-მდე დღეში (2 ტაბ. დილით და შუადღეს).
ჰიპერტონული დაავადება:
პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 2 ტაბ. დილით და 2 ტაბ. შუადღეს. დამატებით სხვა ჰიპოტენზიური პრეპარატების გამოყენებისას ან ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარების დროს საკმარისია პრეპარატის 2 ტაბ. დღეში (1 ტაბ. დილით და შუაღდეს).
საგულე გლიკოზიდებით გულის უკმარისობის მკურნალობა:
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია ავადმყოფის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. ძირითადად ავადმყოფებს ენიშნებათ 2 ტაბ. დღეში აუცილებლობის შემთხვევაში - 4 ტაბ. დღეში (1 ტაბ. ან მაქსიმალურად 2 ტაბ. დილით და შუადღეს).
თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს (შრატში კრეატინინით 1.5-1.8 მგ/დლ ან კრეატინინის კლირენსით 50-30 მლ/წთ-ში) სადღეღამისო დოზის გადაჭარბება ნებადართული არ არის, რომელიც შეადგენს 1 ტაბ.-ს.
ტაბლეტების მიღება ხდება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. პრეპარატით მკურნალობის პროცესში აუცილებელია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.
მკურნალობის კურსის განსაზღვრა ხდება ექიმის მიერ.
პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების გამოტოვების შემთხვევაში საჭიროა მისი სწრაფად მიღება, მაგრამ არა საღამოს სთ-ებში, რადგან ამ დროს ძლიერდება მოშარდვის სურვილი. შემდგომში პრეპარატის მიღება ხდება ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.
პრეპარატის მიღების დამოუკიდებლად შეწყვეტის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების სიმპტომების კვლავ მანიფესტირება.
პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარების შემდეგ მისი სწრაფად მოხსნა რეკომენდებული არ არის. მკურნალობის დასრულება მიზანშეწონილია პრეპარატის დოზის თანდათანობით შემცირებით.
გვერდითი მოვლენები
ცალკეული გვერდითი მოვლენები:
ზოგჯერ შესაძლებელია ცნს-ის მხრივ დარღვევბი (არაკოორდინირებული მოძრაობა, ძილიანობა), პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება, ეპიგასტრიუმის მხრივ გართულებები, კოლიკის მსგავსი ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა (ერთეულ შემთხვევებში ნაწლავის სანათურის დახშობით), კუნთების რიგიდობა, კუნთების მოდუნება, წვივის კუნთების კრუნჩხვები, დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, ნევროზი, ტაქიკარდია, ცნობიერების დაბინდვა და გონების დაკარგვა.
მკურნალობის დასაწყისში ზოგჯერ დროებით იზრდება სისხლში შარდთან ერთად გამოყოფილი აზოტშემცველი ნივთიერებების კონცენტრაცია (შარდოვანა, კრეატინინი).
პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწყვეტად გამოყენებისას შესაძლებელია ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევა, ძირითადად ნატრიუმის, მაგნიუმის და ქლორიდების რაოდენობის შემცირებით სისხლში, კალიუმის რაოდენობის მომატებით ან შემცირებით, აგრეთვე ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით. ზოგჯერ ადგილი აქვს სისხლში შარდმჟავას შემცველობის მომატებას, რომლის შედეგადაც შესაძლებელია პოდაგრის შეტევების პროვოცირება განსაკუთრებით დაავადების მიმართ მიდრეკილების მქონე ავადმყოფებში.
მგრძნობიარე ავადმყოფებში, მიღებული პრეპარატის საერთო დოზის მიხედვით შესაძლებელია სისხლში ცხიმის შემცველობის მომატება.
სისხლში შაქრის კონცენტრაციის მომატების გამო შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტის ლატენტური ან უკვე არსებული ფორმის გამწვავება.
პრეპარატი ხელს უწყობს სისხლში არააქროლადი მჟავების დაგროვების პროცესს (მეტაბოლური აციდოზი).
სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვის და ცირკულაციაში მყოფი სისხლის მოცულობის შემცირების გამო, პრეპარატის მაღალ დოზებში გამოყენებისას და/ან შარდის მასიური გამოყოფის დროს, შესაძლებელია სისხლძარღვების თრომბოზების და ემბოლიების განვითარება. იშვიათ შემთხვევებში - კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა, კოლაფსი და თირკმელების მწვავე უკმარისობა.
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლებელია მხედველობის დარღვევა, არსებული ახლომხედველობის გაუარესება ან საცრემლე სითხის რაოდენობის შემცირება (რაც გათვალისწინებული უნდა იქნას კონტაქტური ლინზების ტარების დროს).
ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია კანქვეშა ჯირკვლის ანთება, ნაღვლის ბუშტის ანთება. ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია კანის, ლორწოვანი გარსის და სკლერების გაყვითლება (ინფექციური სიყვითლე). გარდა ამისა იშვიათად ადგილი აქვს შარდში კონკრემენტების წარმოქმნას.
იშვიათად - კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა - კანის ჰიპერემია, ქავილი, ურტიკარია, წითელი მგლურა (კანის ერითემატოზი), ფოტოალერგიული ეგზანთემა და წამლისებრი ცხელება.
ერთეული გვერდითი მოვლენები:
პერიფერიული სისხლის სურათის მხრივ ცვლილებები: ერითროციტების, ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში (აპლასტური ანემია, ლეიკოპენია, თრომბოპენია, აგრანულოციტოზი, მეგალობლასტური ანემია ორგანიზმში ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული), ჰემოლიზი-სისხლში, აუტოანტისხეულების წარმოქმნა ჰიდროქლორთიაზიდის მიმართ მეთილდოფასთან მისი კომბინაციის დროს, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქტოიდური რეაქციები), სისხლძარღვების მწვავე ანთებები და თირკმლის შემაერთებელი ქსოვილის არაბაქტერიული ანთებები (ასეპტიური და ინტერსტიციული ნეფრიტი).
ერთეულ შემთხვევებში აღწერილია უეცრად განვითარებული ფილტვების შეშუპება შოკის სიმპტომებით, რომლის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ჰიდროქლორთიაზიდის მიმართ მომატებული ალერგიული რეაქცია.
აღნიშნული გვერდითი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რომლის მიერ ხდება პრეპარატის ახალი დოზის შერჩევა ან სხვა სამკურნალო საშუალების დანიშვნა.
უკუჩვენებები
* პრეპარატის, მისი შემადგენელი კომპონენტების ან სულფანილამიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* თირკმელების ფუნქციის მძიმე უკმარისობა;
* ანურია;
* თირკმელების მწვავე ანთება (მწვავე გლომერულონეფრიტი);
* ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (პრეკომა და ღვიძლის კომა);
* ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (სისხლის პლაზმაში კალიუმის ან კალციუმის შემცველობის მომატება, პლაზმაში ნატრიუმის ძალიან დაბალი მაჩვენებლები) ან ცირკულაციაში მყოფი სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია).
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ნებადართული არ არის.
სასიცოცხლო ჩვენებების მიხედვით პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატის გამოყენება წარმოებს განსაკუთრებული სიფრთხილით მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
♦ პრეპარატის დანიშვნის დროს საჭიროა მოსალოდნელი სასარგებლო შედეგისა და შესაძლო უარყოფითი მოქმედებით გამოწვეული პოტენციური რისკის შეფასება.
♦ ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის, თირკმელების კონკრემენტების, პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის და აგრეთვე ორგანიზმში ფოლის მჟავას დეფიციტის დროს (მაგ. ალკოჰოლის ქრონიკულად გამოყენების შედეგად განვითარებული ღვიძლის ციროზი) აუცილებელია აღნიშნული ავადმყოფების მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა.
♦ პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია სისხლში გარკვეული ლაბორატორიული პარამეტრების პერიოდული კონტროლი (ნარჩენი აზოტის, ელექტროლიტების კონცენტრაციის, განსაკუთრებით კალიუმის, კრეატინინის, ლიპიდების, გლუკოზის და შარდმჟავას მაჩვენებლების).
♦ ხანდაზმულ ავადმყოფებში საგულე გილიკოზიდებით, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ჰორმონებით (გლუკოკორტიკოიდები, მაგ. ბეტამეტაზონი, პრედნიზოლონი, ტრიამცინოლოლი) ან საფაღარათო საშუალებით ერთდროულად მკურნალობის ჩატარების დროს საჭიროა სისხლში კალიუმის, კრეატინინის და გლუკოზის კონცენტრაციის შედარებით ხშირად განსაზღვრა.
♦ ორგანიზმში ფოლის მჟავას დეფიციტზე ეჭვის დრო (მაგ. ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის დროს) საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი.
♦ პარათირეოდული ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევის წინ, არა უმცირეს 3 დღით ადრე შაქრით დატვირთვის სინჯის ჩატარებამდე, საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ცრუ მაჩვენებლების მიღება.
♦ პრეპარატით მკურნალობის დროს საჭიროა ავადმყოფების სისტემატური სამედიცინო მეთვალყურეობა, რადგან ამ დროს ვითარდება სხვადასხვა ინტენსივობის რეაქციები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ავტოტრანსპორტის მძღოლებზე და იმ პირებზე, რომელთაც მუშაობა უხდებათ სხვადასხვა დანადგარებთან.
♦ აღნიშნული მოვლენები განსაკუთრებით ძლიერადაა გამოხატული მკურნალობის დასაწყისში, პრეპარატის დოზის გაზრდის და ერთი პრეპარატის მეორეთი შეცვლის, აგრეთვე ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების დროს.
♦ პრეპარატის მკურნალობის დროს შესაძლებელია საცრემლე სითხის შემცირება, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას კონტაქტური ლინზების ტარების დროს.
♦ პრეპარატის ჰიპოტენზიურ ეფექტს აძლიერებს ალკოჰოლი, ამიტომ მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან თავის შეკავება.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ხშირი მოშარდვის შეგრძნება, საერთო სისუსტე, გადაღლილობა, მეხსიერების დაბინდვა, ფეხებში და ხელებში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რითმის დარღვევა და კრუნჩხვები.
მკურნალობა: სიმპტომატური. ხელოვნური პირღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- პრეპარატი კომპოზიტუმის კომბინაციით სხვა ჰიპოტენზიურ, შარდმდენ, სისხლძარღვთა გამაფართოვებელ, საძილე (მაგ. ბარბიტურატები), ცნს-ის ფუნქციის დამთრგუნველ (ფენოთიაზინები) პრეპარატებთან ან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ძლიერდება პრეპარატის ჰიპოტენზიური მოქმედება.
- ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების დამატებით გამოყენებისას მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება.
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ანტირევმატიული პრეპარატები მაგ. სალიცილატები, ინდომეტაცინი ამცირებენ ჰიდროქლორთიაზიდის აქტიური ნივთიერების ჰიპოტენზიურ და შარდმდენ ეფექტს. პრეპარატისა და ინდომეტაცინის კომბინაცია უარყოფითად მოქმედებს თირკმელების ფუნქციაზე (გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება).
- ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი (ჰიპოლიპიდემიური საშუალებები) ამცირებენ ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც იწვევს მისი მოქმედების შესუსტებას და სისხლში კალიუმის კონცენტრაცის მომატებას.
- იშვიათად პრეპარატ კომპოზიტუმისა და მეთილდოპას ერთდროული დანიშვნით შესაძლებელია სისხლის დაავადება (ჰემოლიზი, სისხლში ჰიდროქლორთიაზიდის მიმართ აუტოანტისხეულების წარმოქმნის შედეგად განვითარებული).
- სისხლში კალიუმის შედარებით მაღალი შემცველობა შესაძლებელია კალიუმის მარილების მიღების, კალიუმის შემნახველი პრეპარატებით ან გარკვეული ჰიპოტენზიური საშუალებებით (აგფ ინჰიბიტორები) მკურნალობის დროს, ხოლო თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ჰორმონების (გლუკოკორტიკოიდები) ან საფაღარათო საშუალებების (მათი ხშირი გამოყენების დროს) კომბინაციით შესაძლებელია სისხლში კალიუმის შემცველობის შემცირება.
გარდა ამისა პრეპარატის სხვა პრეპარატებთან კომბინაციით შესაძლებელია შემდეგი ეფექტების განვითარება:
- შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრის სამკურნალო პრეპარატების და იმ მედიკამენტების მოქმედების შესუსტება, რომლებიც შეიცავენ ნორადრენალინსა და ადრენალინს;
- ლითიუმის პრეპარატების მაღალი დოზების გამოყენებით გამოწვეული ლითიუმის გვერდითი ეფექტების გაძლიერება;
- სალიცილატების მაღალი დოზების გამოყენებით განვითარებული გვერდითი მოვლენების გაძლიერება ცნს-ზე;
- მიორელაქსანტების მოქმედების გაძლიერება (კურარეს მსგავსი);
- საგულე გლიკოზიდებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების გაძლიერება ორგანიზმში კალიუმის და/ან მაგნიუმის დეფიციტის დროს;
- ქინიდინის პრეპარატებთან ერთდროულად მკურნალობის დროს ქინიდინის გამოყოფის შემცირება ორგანიზმიდან;
- ძვლის ტვინზე მოქმედ ციტოსტატურ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნება მათი მოქმედების გაძლიერება.
- პოტენციის დარღვევა ბეტა-ადრენობლოკატორებთან მისი ერთდროულად გამოყენების დროს.