მწარმოებელი: KRKA, სლოვენია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პოლივიტამინი მიკროელემენტით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს, შეფუთვაში 3 ბლისტერი.
1 კაფს.
β-კაროტინი (პროვიტამინი A) ................ 10 მგ
ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) ........... 40 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ............... 100 მგ
სელენი (კომპლექსური საფუარით) ........... 50 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ტალკი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, dI-ალფა-ტოკოფეროლი, ასკორბილპალმიტატი, ნატრიუმის ასკორბატი, საქაროზა, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი, ეთილცელულოზა, ჟელატინის კარბოჰიდრატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი ქინოლონის ყვითელი (E104), საღებავი აზორუბინი (E122), საღებავი წითელი 4R (E124), მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) β-კაროტინს (რომელიც ორგანიზმში ვიტამინ A გარდაიქმნება) და ტოკოფეროლს (ვიტამინი E) ანტიოქსიდანტური მოქმედება გააჩნიათ, ე.ი. ორგანიზმს იცავენ თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან.
ვიტამინები A, E, და β-კაროტინი თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებენ, მათი ელექტრონის ბლოკირებით, და დაზიანებისაგან იცავენ უჯრედების მემბრანების ლიპიდებს.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) მოქმედებს უჯრედის წყლიან გარემოში თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფის რეაქციებში.
ვიტამინები A, E და C ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთის ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.
ანტიოქსიდანტური ვიტამინების მოქმედების ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, გამოიყენებიან ისინი იზოლირებულად თუ ერთად.
სელენი გლუტატიონპეროქსიდაზას ფერმენტის შემადგენელი ნაწილია. გლუტატიონპეროქსიდაზა უჯრედის ანტიოქსიდანტური დაცვის შემადგენელი ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოქსიდანტებით უკვე მიყენებული დაზიანების აღდგენაში და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის ჯაჭვური რეაქციის შეწყვეტაში. გლუტატიონპეროქსიდაზა ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალური ჟანგვის ყველაზე ტოქსიკურ პროდუქტებს - ლიპოპეროქსიდებს. ვიტამინები C, E, β-კაროტინის და სელენის კომბინაცია რაციონალური ანტიოქსიდანტური მოქმედების გამოსავლენად.
ანტიოქსიდანტი ვიტამინების დამცავი თვისებები ვლინდება ორგანიზმის გამძლეობაში გარემოს არასასურველი ფაქტორების მიმართ, ორგნიზმის დამცავი თვისებების გაძლიერებაში, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაში, ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმის დაბერების პროცესის შენელებას.
ჩვენებები:
ტრიოვიტის კაფსულების გამოყენება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
- ანტიოქსიდანტი ვიტამინებისა და სელენის დეფიციტი;
- არასრულფასოვანი კვება და დაუბალანსებელი დიეტა;
- მავნე საწარმოო პირობებში მუშაობა;
- არასასურველი ეკოლოგიური მდგომარეობის რეგიონებში, კერძოდ დიდ ქალაქებში ცხოვრება;
- ნიკოტინური დამოკიდებულება;
- აქტიური მზის დასხივების (ზაფხულის გარუჯვა) ზემოქმედება;
- ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვები.
მიღების წესი და დოზირება:
ტრიოვიტის გამოყენება რეკომენდებულია მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1-2 კაფსულა დღეში.
10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ტრიოვიტის გამოყენება შეიძლება ექიმის რეკომენდაციით.
კაფსულები მიიღება შიგნით ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსი 2 თვეა, განმეორებითი კურსები ტარდება ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოვლენები:
♦ იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის ცალკეულ კომპონენტებზე.
♦ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას კაფსულებში მოთავსებულმა β-კაროტინმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაყვითლება და შარდის ფერის შეცვლა. ეს მოვლენები უსაფრთხოა, არ საჭიროებენ პრეპარატის მიღების შეწყვეტას და ქრებიან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
♦ პრეპარატი ტრიოვიტი ჭამის შემდეგ მიიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სიმძიმის შეგრძნება კუჭში ან მეტეორიზმი.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნოელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
* ჰიპერვიტამინოზი A და E;
* ბავშვათა ასაკი 10 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ტრიოვიტის გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება.
განსაკუთრებული მითითებები:
β-კაროტინის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია კანის ყვითლად შეღებვა, რაც საშიში არ არის და გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: პრეპარატის გავლენა ავტომობილის მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გამოვლენილი არ არის.
ჭარბი დოზირება:
მაღალი დოზების (დღეში 15 კაფსულაზე მეტი) მიღება შეიძლება გახდეს ღებინების, გულისრევის, კანისა და ფრჩხილების ყვითლად შეღებვის მიზეზი. ამ შემთხვევებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
მკურნალობა სიმპტომატურია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა ვიტამინურ, ვიტამინურ-მინერალურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია ჰიპერვიტამინოზის რისკის თაობაზე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.