(გაგრძელება)
უკუჩვენება:
- მომატებული მგძნობელობა აქტიური ნივთიერება რამიპრილის, სხვა აგფ-ინჰიბიტორებისა თუ ტრიტაცე® 5მგ ტაბლეტების ნებისმიერი შემადგენელი ნივთიერების მიმართ;
- მიდრეკილება ქსოვილოვანი შეშუპებისადმი (ანგიონევროზული შეშუპება, რასაც იწვევს ადრე ჩატარებული მკურნალობა აგფ-ინჰიბიტორებით);
- თირკმლის არტერიების შევიწროება (ორივე მხარეს ან ცალ მხარეს - ერთი თირკმლის არსებობის შემთხვევაში);
- თუ ახლახანს გადაგინერგეს თირკმელი;
- გულის მარცხენა პარკუჭის სარქველების მნიშვნელოვანი შევიწროება (ჰემოდინამიურად შესაბამისი აორტის ან მიტრალური სარქველის სტენოზი) ან მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გამოდენის სხვა სახით დარღვევა (დარღვეული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია);
- სისხლში საწყისი ალდოსტერონის მზარდი კონცენტრაციები;
- ორსულობა (გამორიცხეთ ორსულობა მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის მანძილზე თავი აარიდეთ დაორსულებას);
- ლაქტაცია
- ამასთანავე, როდესაც ხდება ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღება გულის მსუბუქი და ზომიერად გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებში გულის მწვავე შეტევის შემდგომ, ნუ მიიღებთ ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებს შემდეგ შემთხვევებში:
- მუდმივი, გამოხატული, დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია; 90 mmHG- ზე ნაკლები სისტოლური წნევა);
- არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა მწოლიარე მდგომარეობიდან წამოჯდომის დროს (პოსტურალური დარღვევა);
- გულის მწვავე უკმარისობა (NYHA IV);
- გულ-მკერდის არეში მოულოდნელი ეპიზოდური ტკივილი (არასტაბილური სტენოკარდია);
- სიცოცხლისათვის საშიში გულის რითმის დარღვევები (პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია);
- ფილტვისმიერი გული (cor pulmonale).
ვინაიდან ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობასთან დაკავშირებით არასაკმარისი გამოცდილებაა შემდეგ შემთხვევებში, მაშინ მათი მიღება დაუშვებელია:
- თირკმლის დაავადებები, რომელთა მკურნალობაც ხორცილედება იმ პრეპარატებით, რომლებიც ამცირებს სხეულის თავდაცვის უნარს (კორტიკოსტეროიდები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, იმუნომოდულატორები და/ან ციტოტოქსიკური ნივთიერებები);
- დიალიზის შემდეგ;
- ღვიძლის პირველადი დაავადება ან ღვიძლის მწვავე დისფუნქცია;
- გულის მძიმე უკმარისობა ისეთი სიმპტომების თანხლებით, როგორიცაა სითხის დაგროვება ქსოვილსა და/ან სხეულის ღრუში (დეკომპენსირებული გულის უკმარისობა);
- ბავშვთა ასაკი.
ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების ან სხვა აგფ-ინჰიბიტორების ერთდროულმა მიღებამ და სისხლის ფილტრაციის გარკვეულმა პროცედურებმა, რომლის დროსაც სისხლი ეხება უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებს (მაგ. “AN 69 მემბრანა” დიალიზში ან დექსტრანის სულფატი დაბალი სიხშირის ლიპოპროტეინების აფერეზისში), შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები და სიცოცხლისათვის სახიფათო შოკიც კი. შესაბამისად, გადაუდებელი დიალიზის ან ჰემოფილტრაციის ან დაბალი სიხშირის ლიპოპროტეინების აფერეზისის აუცილებლობის შემთხვევაში, წინასწარ უნდა შეწყდეს მკურნალობის კურსი და შეიცვალოს სხვა პრეპარატით (არა აგფ-ინჰიბიტორით) ან გამოყენებული უნდა იქნას დიალიზის განსხვავებული მემბრანა. შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ იტარებთ მკურნალობის კურსს ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით ან გესაჭიროებათ დიალიზი, რათა ექიმმა მხედველობაში მიიღოს ეს თქვენი მკურნალობისას. მწერების შხამთან (მაგ: ფუტკრის ან ბზიკის შხამთან) მიმართებაში მგრძნობელობის დაქვეითების (დესენსიბილიზაციის) აუცილებლობის შემთხვევაში, აგფ-ინჰიბიტორი დროებით უნდა შეიცვალოს სხვა ჯგუფის შესაბამისი პრეპარატით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის სახიფათო ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (როგორიცაა სისხლის წნევის დაცემა, სუნთქვის გაძნელება, ღებინება, კანის ალერგიული რეაქციები). აღნიშნულმა რეაქციებმა, შესაძლებელია აგრეთვე, თავი იჩინონ მწერის (მაგ. ფუტკრების ან ბზიკების) კბენის შემდეგ. ეჭვის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული გაფრთხილებები გამოყენებისას
თუ აღინიშნება ან აღინიშნებოდა ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული დაავადება:
- წყალ-მარილოვანი დისბალანსი (მაგ. მუდმივი ღებინების ან ფაღარათის შემდეგ);
- დარღვეული იმუნური რეაქციები ან კოლაგენოზი (წითელი მგლურა, სკლეროდერმია);
- იმ პრეპარატების ერთდროული მიღება, რომლებიც ამცირებს თავდაცვით რეაქციებს (მაგ. კორტიკოსტეროიდები, ციტოსტატიკები, ანტიმეტაბოლიტები) ან ალოპურინოლის, პროკაინამიდის ან ლითიუმის მიღება. ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების პირველად მიღებამ ან დოზის გაზრდამ, შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლის წნევის მოულოდნელი, მკვეთრი დაცემა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა შემდეგ შემთხვევებში:
- ერთდროული მიღება წყლის ტაბლეტებთან (დიურეზულებთან) ერთად; - წყალ-მარილოვანი უკმარისობა;
- მკვეთრად გამოხატული, მაღალი არტერიული წნევა;
- გულის უკმარისობა, განსაკუთრებით გულის მწვავე შეტევის შემდეგ;
- გულის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები (მაგ, აორტის ან მიტრალური სარქველის შევიწროება, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია); - თირკმლის არტერიის ჰემოდინამიურად შესაბამისი შევიწროება (შეიძლება აუცილებელი გახდეს მიმდინარე დიურეზულებით მკურნალობის შეწყვეტა). აღნიშნულ შემთხვევებში, მაგალითად, თუ თქვენი სხეულის კომპლექსური სისხლის წნევის მარეგულირებელი სისტემა (რენინანგიოტენზინის სისტემა) უკვე განსაკუთრებულად გააქტიურებულია, თქვენს სისხლის წნევაზე ყურადღებით უნდა ჩატარდეს მონიტორინგი, რათა გამოირიცხოს არტერიული წნევის შემდგომი დაცემა. მკურნალობის დასაწყისში აგრეთვე ყურადღებით უნდა განხორციელდეს მონიტორინგი არტერიული წნევის ცვლილებაზე, იმ შემთხვევაში: - თუ თქვენ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის; - თუ სისხლის წნევის არასასურველი, მკვეთრი დაცემა განსაკუთრებით სახიფათოა თქვენთვის (მაგ. კორონარული სისხლძარღვების ან იმ სისხლძარღვების შევიწროება, რომლებიც თავის ტვინს ამარაგებს). ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღებამდე უნდა შემოწმდეს თირკმლის ფუნქცია. რეკომენდებულია, რომ თირკმლის ფუნქციაზე ყურადღებით განხორციელდეს დაკვირვება, განსაკუთრებით კი მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირაში. ზემოაღნიშნული განსაკუთრებით ეხება: - იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა; - პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის არტერიების შევიწროება ცალ მხარეს; - პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის დისფუნქცია. აუცილებელია სისხლის ცალკეული მაჩვენებლის შემოწმება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისსა და შემდეგ რისკ-პაციენტებში: პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის დისფუნქცია, კოლაგენოზი და რომლებიც იტარებენ მკურნალობას იმ პრეპარატებით, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სისხლის ანალიზზე (მაგ. პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ თავდაცით რეაქციებს, ალოპურინოლი ან პროკაინამიდი). იმ შემთხვევაში, თუ აღგენიშნათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, ლიმფური კვანძების გაფართოება და/ან ყელის ანთება ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის (ლეიკოციტების ანალიზი).
გაფრთხილება
იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს განვითარდება ქსოვილოვანი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღება და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. შესაძლებელია იგი გავრცელდეს ხორხზე, ყელსა და/ან ენაზე. აგრეთვე შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტუჩების, სახის, კიდურებისა და კუჭ-ნაწლავის ქსოვილის შეშუპებას.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული (65 წელზე მეტი ასაკის) პაციენტების მკურნალობისას აუცილებელია დაიცვათ სიფრთხილის ზომები (იხილეთ აგრეთვე პარაგრაფი 3).
ბავშვები
ვინაიდან ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის გამოცდილება დადგენილი არ არის, ამიტომ ნუ გამოიყენებთ მას ბავშვებში. ეჭვის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა
ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღებამდე ორსულობა უნდა გამოირიცხოს რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის განმავლობაში, ამ ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ადექვატური მეთოდები. ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის პროცესში დაორსულების შემთხვევაში, მიმდინარე მკურნალობის კურსი უნდა შეიცვალოს მკურნალობის სხვა მეთოდით სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, რათა შემცირდეს ბავშვის ჯანმრთელობაზე არსებული საფრთხის რისკი. პოტენციურად საბედისწერო ზიანი ბავშვს შეიძლება მიადგეს იმ შემთხვევაში, თუ ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღება ხდება ორსულობის ბოლო 6 კვირაში.
ლაქტაცია
ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება რამიპრილი გადადის ცხოველთა რძეში. ვინაიდან არ არის დადგენილი, გადადის თუ არა რამიპრილი ადამიანთა რძეშიც და იწვევს თუ არა არასასურველ ეფექტს მეძუძურ ბავშვზე, ამიტომ დაუშვებელია ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღება ლაქტაციის პერიოდში. თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ მკურნალობა აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, მაშინ თქვენ უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება
როგორც წესი, რჩევისათვის ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში
განსაკუთრებული მითითებები:
ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღებისას ყოველთვის ზედმიწევნით დაიცავით ექიმის მითითებები. ეჭვის შემთხვევაში გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების მიღება აუცილებელია მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული დროის მანძილზე. გთხოვთ მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ რომ ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია. ქვემოთ მოცემული მითითებები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების გამოწერა არ მოხდა თქვენი ექიმის მიერ.
სიფრთხილე
განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ წყალ-მარილოვანი უკმარისობა (მაგ. პირღებინება, ფაღარათი, დიურეზულებით მკურნალობა), გულის უკმარისობა, განსაკუთრებით გულის მწვავე შეტევის შემდეგ, ან მკვეთრად გამოხატული მაღალი სისხლის წნევა, სისხლის წნევის მკვეთრმა დაცემამ შესაძლებელია თავი იჩინოს ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დასაწყისში (იხილეთ პარაგრაფი 2.2). შესაბამისად, უნდა მოხდეს მარილისა თუ სითხის არსებული დისბალანსის კორექცია ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე. დიურეზულების დოზა უნდა შემცირდეს ან საერთოდ შეწყდეს სულ მცირე 2-3 დღით ადრე. აღნიშნულ პაციენტებში მკურნალობის კურსი იწყება რამიპრილის 1,25 მგ დოზით დილით. შესაბამისად, ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების ან ძლიერმოქმედი დიურეტიკების დოზის შემდგომი ზრდის შემდეგ, თქვენ უნდა იყოთ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ სულ მცირე რვა საათი მაინც, რათა თავიდან აიცილოთ სისხლის წნევის მკვეთრი დაცემა. აგფ-ინჰიბიტორის ეფექტი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტში (65 წელზე მეტი ასაკის), ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში. ყველაზე დაბალი საწყისი დოზის (დღეში 1,25 მგ რამიპრილი) მიღება მიზანშეწონილია ხანდაზმულ პაციენტებსა და იმ პაციენტებში, რომელთა მიმართებაშიც სისხლის წნევის მკვეთრი დაცემა მეტად სახიფათოა. (მაგ. პაციენტები, რომელთაც ახასიათებთ კორონარული სისხლძარღვების და იმ სისხლძარღვების შევიწროება, რომლებიც ტვინს სისხლით ამარაგებს).
იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ სისხლის მაღალი წნევის სერიოზულად პროგრესირებადი ფორმა (ავთვისებიანი ჰიპერტენზია) ან გულის უკმარისობა, განსაკუთრებით გულის მწვავე შეტევის შემდეგ, ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული საავადმყოფოში
ჭარბი დოზირება:
თუ შემთხვევით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი ან ეჭვობთ დოზის გადაჭარბებას, ან თუ ბავშვმა გადაყლაპა რამდენიმე ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს/გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ექიმს. ექიმი შეაფასებს აღნიშნული შემთხვევის სერიოზულობას და თავად გადაწყვეტს საჭირო ზომების მიღებას. ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებით შესაძლებელია თავი იჩინონ შემდეგმა სიმპტომებმა:
- სისხლის წნევის მკვეთრი დაცემა, გულისცემის შენელებული სიხშირე, ცირკულაციური შოკი, მარილოვანი და სითხის დისბალანსი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
ერთი ან რამდენიმე დოზის გამოტოვება
ნუ მიიღებთ დამატებით დოზას შემდგომში, მხოლოდ განაგრძეთ დანიშნული დოზით მკურნალობა
- აბსტინენციური სინდრომის განვითარების რისკი;
ნუ შეწყვეტთ ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობას ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არტერიული წნევა შეიძლება კვლავ გაიზარდოს იმ პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ მაღალი არტერიული წნევა
რა ზომებს უნდა მივმართოთ მწვავე გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში?
მოულოდნელი, აგფ-ინჰიბიტორებით გამოწვეული ქსოვილოვანი შეშუპების, რომელიც ვრცელდება ხორხზე, ყელსა და/ან ენაზე, მკურნალობა დაუყოვნებლივ ხდება ექიმთან. სასწრაფოდ უნდა დაწვეთ საავადმყოფოში და ჩაიტაროთ სულ მცირე 12-24 საათიანი მონიტორინგი. ზოგიერთ ვითარებაში სისხლის წნევის მკვეთრი დაცემა, სიყვითლე და ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები შესაძლებელია სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. გთხოვთ მიმართოთ ექიმს თუ ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტიდან ერთ-ერთი მოულოდნელად იჩენს თავს ან გამწვავდება. არავითარ შემთხვევაში არ განაგრძოთ პრეპარატის მიღება სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე. გთხოვთ კონსულტაციისათვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შენიშნავთ ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან ერთ-ერთს ან რომელიმე სხვა არასასურველ ეფექტს ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დროს. სხვა აქტიური პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმა ზოგიერთ პირთან მიმართებაში შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი ეფექტის სხვადასხვა ხარისხი: უთხარით ექიმს ან ფარმაცევტრს თუ რაიმე არასასურველი ან არასასიამოვნო ეფექტი არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს დაასრულეთ სხვა პრეპარატების მიღება, მათ თაობაზეც კი, რომლებიც არ იყვნენ დანიშნულნი.
- ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებს შეუძლიათ კიდევ უფრო გაზარდონ სისხლში კალიუმის შემცველობის დონე, თუ თქვენ ღებულობთ კალიუმის მარილს ან სხვა პრეპარატს, რომლებიც ხელს უწყობენ კალიუმის შემცველობის დონეების ზრდას. ზემოაღნიშნული მოიცავს გარკვეული ტიპის საშუალებებს (ე.წ. კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულები, როგორიცაა ამილორიდი, ტრიამტერენი, სპირონოლაქტონი) და ჰეპარინს.
- სისხლის წნევის დამწევი პრეპარატები, როგორიცაა კალციუმის არხების ბლოკატორები, β-ადრენობლოკატორები და, განსაკუთრებით, დიურეზულები, ხელს უწყობენ ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების სისხლის წნევის დამწევი ეფექტის ზრდას (სხვა დიურეზულებთან ერთდროული მკურნალობისას რეკომენდებულია სისხლში ნატრიუმის შემცველობის დონეების რეგულარული მონიტორინგი).
- სხვა პრეპარატებს, რომელთაც ახასიათებთ სისხლის წნევის დამწევი ეფექტი (მაგ. ნიტრატები, ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები, საძილე მედიკამენტები და საანესთეზიო პრეპარატები – ჰიპნოზური საშუალებები, ნარკოტიკები, საანესთეზიო საშუალებები) შეუძლიათ უფრო მეტად შეუწყონ ხელი სისხლის წნევის დაცემას.
- ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტების სისხლის წნევის დამწევი ეფექტი შესაძლებელია შემცირდეს სისხლის წნევის ამწევი ისეთი საშუალებებით, როგორიცაა სისხლძარღვთა შემავიწროვებელი სიმპათომიმეტური პრეპარატები (მაგ. ეფედრინი).
- სისხლის ანალიზში ცვლილებები თავს იჩენენ ძირითადად ალოპურინოლთან, პროკაინამიდთან ან ისეთ პრეპარატებთან ერთდროული მკურნალობის დროს, რომლებიც ამცირებენ სხეულის თავდაცვით რეაქციებს (ციტოსტატურები, იმუნოდეპრესიული საშუალებები, სისტემური კორტიკოსტეროიდები).
- ლითიუმის მიღება დასაშვებია ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებთან ერთად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყურადღებით განხორციელდა მონიტორინგი შრატში ლითიუმის კონცენტრაციებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული გულსა და ნერვებზე საზიანო ეფექტის რისკის ზრდა.
- სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი პერორალური პრეპარატები (მაგ. სულფანილშარდოვანას ნაწარმები, ბიგუანიდები) და ინსულინი: არსებობს რისკი, რომ სისხლში შაქრის შემცველობის მაჩვენებელმა დაიწიოს ნორმალურ მაჩვენებელზე დაბლა (ჰიპოგლიკემია), ვინაიდან ინსულინის მიმართ რეზისტენტობა შესაძლებელია შემცირდეს ტრიტაცე® 5 მგ ტაბლეტებით და გაიზარდოს პრეპარატების სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი ეფექტი (მკურნალობის დასაწყისში განსაკუთრებით რეკომენდებულია სისხლში შაქრის შემცველობის ყურადღებით მონიტორინგი).
- ტკივილგამაყუჩებელმა და ანთების საწინააღმდეგო გარკვეულმა პრეპარატებმა (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა ინდომეტაცინი, ასპირინი) შესაძლებელია შეამცირონ სისხლის წნევის დამწევი ეფექტი, გამოიწვიონ თირკმლის დისფუნქცია და სავარაუდოდ გაზარდონ კალიუმის შემცველობის დონეები. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია გამოყენებული იქნას იმ პრეპარატებთან მიმართებაში, რომელთაც მიღებაც ახლახანს დაასრულეთ
შენახვის პირობები და ვადები:
5 წელი
არ ინახება +30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია გარე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება
აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტით.