საერთაშორისო დასახელება:
ramipril, hydrochlorothiazide
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
5მგ/25მგ #28 ტაბლეტი ბლისტერში; 2 ბლისტერი კოლოფში
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტრიტაცე კომპ-ი წარმოადგენს პრეპარატ რამიპრილის – ძლიერი და ხანგრძლივად მოქმედი აგფ- (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორისა და ჰიდროქლოროთიაზიდის – თიაზიდის ჯგუფის პრეპარატის, რომელიც ხელს უწყობს სითხის გამოყოფას (დიურეზული), კომბინაციას. არტერიული წნევის შესამცირებლად ტრიტაცე კომპ-ის გამოყენებამ უფრო მეტი ეფექტი გამოავლინა, ვიდრე რომელიმე შემადგენელი ნივთიერებით მონოთერაპიამ. ერთჯერადი დოზის მაქსიმალური ეფექტი თავს იჩენს პრეპარატის მიღებიდან 6 საათის შემდეგ.
ჩვენებები:
- პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის დროს, როდესაც ნაჩვენებია მკურნალობა პრეპარატებთან კომბინაციაში.
მიღების წესები და დოზები:
ზედმიწევნით დაიცავით რეკომენდებული დოზა გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი სხვაგვარად დაგინიშნავთ.
დოზის განსაზღვრა ხდება სასურველი ჰიპოტენზიური ეფექტისა და პრეპარატის მიმართ პაციენტის ტოლერანტობის მიხედვით. ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა ჩვეულებრივ ხანგრძლივად მიმდინარეობს; ექიმი ყოველ პაციენტზე ინდივიდუალურად განსაზღვრავს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას. ჩვეულებრივ, საწყისი დოზაა დღეში 1/2 ტაბლეტი ტრიტაცე კომპ-ი. აუცილებლობის შემთხვევაში დოზის გაზრდა შესაძლებელია 2-3 კვირის ინტერვალით, 2 ტაბლეტ ტრიტაცე კომპ-ის მაქსიმალურ დოზამდე. პაციენტთა უმეტესობას აღენიშნება არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება დღეში 1/2–დან 1 ტაბლეტი ტრიტაცე კომპ-ის მიღების შედეგად. იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ მკურნალობა დიურეზულებით, გათვალისწინებული უნდა იქნას დიურეზულების მიღების შეწყვეტა სულ მცირე 2-3 დღით – ან დიურეზულების მოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით - ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, ან სულ მცირე, უნდა შემცირდეს დიურეზულების დოზა. ექიმი ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით განსაზღვრავს შესაძლებელია თუ არა პრეპარატის მიღების ამგვარი შეწყვეტა ან დოზის შემცირება და რამდენ ხანს გაგრძელდება იგი. თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ არის აუცილებელი, მაშინ მკურნალობა იწყება რამიპრილის უმცირესი დოზით (1,25 მგ დღეში) თავისუფალ კომბინაციაში. შესაბამისად, შესაძლებელია გადასვლა ტრიტაცე კომპ-ის საწყის დოზაზე, რომელიც არ აჭარბებს 1/2 ტაბლეტს.
დოზირება თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში: იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კრეატინინის კლირენსი 1,73 მ3 სხეულის ზედაპირზე 60-სა და 30მლ/წთ-ს შორის, მკურნალობის კურსი იწყება მხოლოდ რამიპრილის 1,25 მგ დღიური დოზით. რამიპრილის დოზის თანდათან ზრდის შემდეგ, ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა იწყება 1/2 ტაბლეტის მიღებით დღეში ერთხელ. მაქსიმალურ დღიურ დოზას წარმოადგენს 1 ტაბლეტი ტრიტაცე კომპ-ი. როდესაც შეუძლებელია კრეატინინის კლირენსის განსაზღვრა, მისი გამოანგარიშება ხდება შრატის კრეატინინის დონის საფუძველზე შემდეგი ფორმულის გამოყენებით (კოკროფტის განტოლება): კაცებში: კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) =
სხეულის წონა კგ-ში X (140 – ასაკი წლებში) .
72 X შრატის კრეატინინი მგ/დლ-ში
ქალებში: ზემოაღნიშნული განტოლების შედეგის გამრავლება 0,85-ჯერ. პრეპარატის მიღება: ჩვეულებრივ, დადგენილი დოზის მიღება ხდება დილით ერთჯერადი დოზის სახით. ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (დაახლოებით ½ ჭიქა). მათი მიღება შესაძლებელია საუზმემდე, მის განმავლობაში ან შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს ტრიტაცე კომპ-ის მიღებისას. გვერდითი ეფექტები, რომლებიც შესაძლებელია წარმოიშვას ტრიტაცე კომპ-ით, მისი შემადგენელი ნივთიერებებით – რამიპრილითა და ჰიდროქლოროთიაზიდით, სხვა აგფ-ინჰიბიტორებით თუ მსგავსი დიურეზულებით მკურნალობისას.
გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა:
სისხლის წნევის მკვეთრი შემცირება აღინიშნება ტრიტაცე კომპ-ის საწყისი დოზის ან გაზრდილი დოზის მიღებისას (იხილეთ “განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების წესები”), რამაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს შოკი.
ნაკლები სიხშირით აღინიშნება ისეთი ზომიერი სიმპტომები და რეაქციები, როგორიცაა თავის ტკივილი, წონასწორობის დარღვევა, გულის რიტმის აჩქარება (ტაქიკარდია), სისუსტე, ძილიანობა, თავბრუსხვევა – რასაც ზოგჯერ თან ახლავს კონცენტრაციის უნარის დარღვევა – ან თავს იჩენს დარღვეული რეაქციები. იშვიათად – სხვა ისეთი ზომიერი სიმპტომები და რეაქციები, როგორიცაა პერიფერიული შეშუპება, სიწითლე, მოთენთილობა, შუილი ყურებში, დაღლილობა, ნერვიულობა, დეპრესიულობა, კანკალი, მოუსვენრობა, მხედველობის მოშლა, ძილის დარღვევა, დაბნეულობა, შფოთვა, დროებითი იმპოტენცია, აჩქარებული გულისცემა, ოფლიანობა, სმენის დარღვევები, ჭარბი ძილიანობა, ან გულის წასვლა ფეხზე დგომისას ან წამოდგომის დროს (დარღვეული ორთოსტატული რეგულაცია), აგრეთვე ისეთი მწვავე რეაქციები, როგორიცაა სტენოკარდია, გულის არითმია, ცნობიერების დროებით დაკარგვა (სინკოპე), და მწვავე ჰიპოტენზია ან ისეთი სისხლის მიმოქცევის შეტევების გაძლიერებით, რომელიც ხასიათდება ხელის ან ფეხის თითების სიფერმკრთალით(რეინოს დაავადება). ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სისხლის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდება გულის კუნთსა ან თავის ტვინისადმი (მიოკარდიული ან ცერებრული იშემია), მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიწოდების ხანმოკლე შემცირება (ხანმოკლე იშემიური შეტევა), იშემიური შეტევა, სისხლის მიმოქცევის დარღვევების გამწვავება სისხლძარღვოვანი სტენოზის მიზეზით ან პათოლოგიური შეგრძნებები (პარესთეზია).
თირკმელი და ელექტროლიტების ბალანსი:
ნაკლები სიხშირით ვლინდება შრატის შარდოვანას და შრატის კრეატინინის ზრდა ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა – რაც, ცალკეულ შემთხვევებში, თირკმლის მწვავე დარღვევას იწვევს. ჰიპოქლოროთიაზიდით მკურნალობის დროს იზრდება შარდმჟავას კონცენტრაციები სისხლში და – განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც შარდმჟავას მომატებული დონე აღენიშნებათ, რასაც შეუძლია გამოიწვიოს პოდაგრის შეტევა. ცალკეულ შემთხევვებში, ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობისას, შესაძლებელია განვითარდეს ნეფრიტი.
ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გაუარესდეს მანამდე არსებული, მკვეთრად გამოხატული პროტეინების შარდით გამოყოფა (პროტეინურია) (მიუხედავად იმისა, რომ აგფ-ინჰიბიტორები ჩვეულებრივ ამცირებს პროტეინურიას). ტრიტაცე კომპ-მა შეიძლება გამოიწვიოს ან გავლენა მოახდინოს შრატში ნატრიუმის კონცენტრაციების შემცირებაზე, განსაკუთრებით სუფრის მარილის შეზღუდულ მიღებასთან კავშირში. ჰიდროქლოროთიაზიდი ხელს უწყობს სხვა ელექტროლიტური დარღვევების განვითარებას, მაგ. ჰიპოქლორემია, ჰიპომაგნიემია – და თირკმლში კალციუმის რეაბსორბციის მასტიმულირებელი ეფექტის გამო – ჰიპერკალციემიას. ამასთანავე, ტრიტაცე კომპ-ს შეუძლია ხელი შეუწყოს მეტაბოლური აციდოზის განვითარებას ან გამწვავებას. რამიპრილი იწვევს და ხელს უწყობს შრატში კალიუმის შემცველობის ზრდას, მაშინ როდესაც ჰიდროქლოროთიაზიდი ამცირებს მას. ამგვარად, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს როგორც შემცირებას, ასევე გაზრდას, თუმცა ეს უკანასკნელი ძირითადად თავს იჩენს თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში (მაგ. დიაბეტური ნეფროპათიის მიზეზით) ან მათში, რომლებიც ამავდროულად ღებულობენ კალიუმშემნახველ დიურეზულებს ან კალიუმის მარილებს. ელექტროლიტების ბალანსის დარღვევის გამაფრთხილებელი სიმპტომებია: წყურვილის მომატება, დაღლილობა, თავის ტკივილი, მოთენთილობა, ძილიანობა, დაბნეულობა, აპათია, კუნთების სპაზმი, ნერვებისა და კუნთების აღგზნებადობის მომატება, რასაც თან ახლავს, მაგ, სპაზმები ხელებსა და ფეხისგულებზე (ტეტანია), კუნთების სისუსტე და კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომები. განსაკუთრებით, მკურნალობის კურსის დაწყებისას შესაძლებელია ხანმოკლე დროით თავი იჩინოს სითხის ჭარბად გამოყოფამ, როგორც ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული ეფექტის, ასევე გულის მუშაობის გაუმჯობესების გამო.
სითხის დეფიციტის შემთხვევაში – განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში – შესაძლებელია თავი იჩინოს სისხლის შედედების გაძლიერებამ (ჰემოკონცენტრაცია), ხოლო მწვავე შემთხვევებში, სისხლძარღვოვანმა თრომბოზმა.
სასუნთქი სისტემა, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური და კანის რეაქციები
იშვიათად თავს იჩენს მშრალი (არაპროდუქტიული) გამაღიზიანებელი ხველა, რომელიც უარესდება ღამით და წოლით მდგომარეობაში ყოფნისას (მაგ. წამოწოლის დროს) და განსაკუთრებული სიხშირით იჩენს თავს ქალებსა და არა-მწეველებში. შეიძლება აუცილებელი გახდეს აგფ-ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტა. იშვიათად – ცხვირის დაცობა, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (სინუსიტი), ბრონქიტი, ბრონქების სპაზმური შევიწროება (ბრონქოსპაზმი) და სუნთქვის გაძნელება (დისპნოე). ჰიდროქლოროთიაზიდი – სავარაუდოდ ალერგიული რეაქციის შედეგად – იწვევს ფილტვების ანთებას (პნევმონიტი) და ფილტვებში სითხის დაგროვებას (ფილტვების შეშუპება). გთხოვთ მიმართოთ ექიმს გაძნელებული სუნთქვის (დისპნოე) განვითარების ან გამწვავების შემთხვევაში. ნაკლები სიხშირით – სასურველმა აგფ-ინჰიბიტორმა შეიძლება გამოიწვიოს სახის ზომიერი ანგიონევროზული შეშუპება. იშვიათად ვლინდება ანგიონევროზული შეშუპებისა და სხვა ანაფილაქსიური თუ ანაფილაქტოიდური რეაქციების ფორმები – რომლებიც არ განეკუთვნება სასურველ ეფექტს – რამიპრილის ან ნებისმიერი სხვა აქტიური შემადგენელი ნივთიერების მიმართ. სახის მიდამოების (მაგ. ტუჩების, ქუთუთოების) ან ენის, ყელისა თუ ხორხის (გამოხატულია მაგ. საჭმლის გადაყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით) შესიება შესაძლებელია წარმოადგენდეს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომს. აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს და შეწყვიტოთ ტრიტაცე კომპ-ის შემდეგი დოზის მიღება. აგრეთვე, დაუშვებელია მსგავსი კომბინაციის პრეპარატების ან აგფ-ინჰიბიტორების მიღება. ანგიონევროზული შეშუპება აგფ-ინჰიბიტორებთან დაკავშირებით თავს იჩენს ძირითადად შავკანიან, აფრო-კარიბელ პაციენტებში, ვიდრე არა-შავკანიან პაციენტებში. შესაძლებელია ანაფილაქსიური რეაქციების გამომწვევი მიზეზი გახდეს ჰიდროქლოროთიაზიდიც. მწერის შხამის მიმართ ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების ალბათობა და სიმწვავე იზრდება აგფ-ინჰიბიტორებთან მიმართებაში. დადგენილია, რომ აღნიშნული ეფექტი, ასევე, თავს იჩენს სხვა ალერგენებთან დაკავშირებითაც. კანის ან ლორწოვანი გარსის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება, თავს იჩენენ ნაკლები სიხშირით. იშვიათად – მაკულოპაპულური გამონაყარი, სირსველისებრი ეგზანთემა ან ენანთემა, მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, თმის გამოხატული ცვენა(ალოპეცია), კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ (ფოტოსენსიბილიზაცია) ან – ცალკეულ შემთხვევებში – პემფიგუსი, ფსორიაზის გამწვავება, ფსორიაზიფორმული ან პემფიგოიდური ეგზანთემა ან ენანთემა ან ფრჩხილების გაყოფა(ონიქოლიზი). დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ თავს იჩენს ქავილი ჭინჭრის ციებასთან ერთად.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი:
ნაკლები სიხშირით – გულისრევა, ღვიძლის ფერმენტების და/ან შრატში ბილირუბინის დონის მომატება, ნაღვლის ბუშტის პიგმენტების გამოყოფის დარღვევით გამოწვეული სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე). იშვიათად – პირის სიმშრალე, ენის (ხორხის) ანთება, პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი რეაქციები, უსიამოვნო შეგრძნება მუცლის ღრუში, კუჭის არეში(გულისხმობს გასტრიტისმაგვარსაც) ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, დიარეა და თავბრუსხვევა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი) ან ღვიძლის დაზიანება (რაც გულისხმობს ღვიძლის მწვავე უკმარისობასაც).
სისხლის საერთო ანალიზი:
იშვიათად, ზომიერი – ხოლო ცალკეულ შემთხვევებში მწვავე –ჰემოგლობინის რაოდენობა შემცირება ან სისხლის საერთო ანალიზში ერითროციტების, ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება. შესაძლებელია განვითარდეს ლეიკოციტების გამოხატული შემცირება (აგრანულოციტოზი), სისხლის ყველა უჯრედის ჭარბი შემცირება (პანციტოპენია) და სისხლის უჯრედის ფორმირების დარღვევა (ძვლის ტვინის განვითარების უნარის დაკარგვა). აგრანულოციტოზის სავარაუდო სიმპტომებია ტემპერატურის მომატება, ლიმფური კვანძები გადიდება ან ყელის ტკივილი. სისხლში თრომბოციტების ჭარბი რაოდენობის შემცირების (თრომბოციტოპენია) მიზეზით გამოწვეული სისხლდენისადმი მიდრეკილება ვლინდება მოყავისფრო წითელი გამოხატული ლაქებით (პეტექია), აგრეთვე კანზე ან ლორწოვან გარსზე მოყავისფრო წითელი ფერისმჭამელებით (ხანდახან გამონაყარისმაგვარი) (პურპურა), ან სისხლდენით ღრძილებიდან, რომლის გაკონტროლებაც ძნელია. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია განვითარდეს ერითროციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება მათი მზარდი განადგურების გამო (ჰემოლიზური ანემია).
სხვა არასასურველი ეფექტები:
ნაკლები სიხშირით, თავს იჩენს კონიუნქტივიტი, აგრეთვე – იშვიათად – კუნთების სპაზმი, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, მადის დაკარგვა, სუნისა და გემოს შეგრძნების დარღვევები (მაგ. ლითონის გემო) ან გემოვნების ნაწილობრივი, ხანდახან სრული დაკარგვა. შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), კუნთების ან სახსრების ტკივილი (მიალგია ან ართრალგია), ტემპერატურის მომატება, ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია) ან – ცალკეულ შემთხვევებში – ანტინუკლეარული ანტისხეულების ტიტრების ზრდა. წითელი მგლურას განვითარება (შემაერთებელი ქსოვილის დაავადება) აღინიშნება ჰიდროქლოროთიაზიდთან თანადროული მიღებისას. ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია შეამციროს გლუკოზისადმი ტოლერანტობა. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში შეიძლება გამწვავდეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ან გამოვლინდეს ფარული შაქრიანი დიაბეტი. ჰიდროქლოროთიაზიდი იწვევს შრატში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდის შემცველობის ზრდას. ვინაიდან, ცალკეულ შემთხვევაში ზოგიერთი გვერდითი ეფექტი (მაგ. ანგიონევროზული შეშუპება, კანის მწვავე რეაქციები, სისხლის ანალიზის მკვეთრი ცვლილებები) შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს, აუცილებელია მოულოდნელი ან მწვავე რეაქციის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.