(გაგრძელება)

უკუჩვენება:

ტრიტაცე კომპ-ის მიღება დაუშვებელია იმ პაციენტთა მიერ, რომელთაც აღენიშნებათ:

- მომატებული მგძნობელობა რამიპრილის, სხვა აგფ-ინჰიბიტორების, ჰიდროქლოროთიაზიდის ან თიაზიდური ჯგუფის სხვა დიურეზულების, სულფანილამიდური პრეპარატების ან ზოგიერთი აქტიური ნივთიერების მიმართ (იხილეთ “შემადგენლობა”);

- გადატანილი აქვთ ანგიონევროზული შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპების დაჩქარების რისკი; იხილეთ აგრეთვე “არასასურველი ეფექტები”);

- თირკმლის მწვავე დისფუნქცია, რასაც თან ახლავს 30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი 1,73მ3 სხეულის ზედაპირზე ან დიალიზის მქონე პაციენტებში (არაეფექტური ჰიდროქლოროთიაზიდი);

- თირკმლის არტერიის სისხლის მიმოქცევის შემამცირებელი შევიწროვება (ჰემოდინამიურად შესაბამისი სტენოზი), თირკმლის არტერიის ორმხრივი და ცალმხრივი სტენოზი (სისხლის წნევის მკვეთრი დაცემისა და თირკმლის უკმარისობის რისკი);

- ორგანიზმში მარილის შემცველობის მნიშვნელოვანი დარღვევები (კლინიკურად შესაბამისი ელექტროლიტების დარღვევები, მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია), რაც შეიძლება გამწვავდეს ტრიტაცე კომპ-ის შემდგომი მკურნალობით (სისხლის წნევის დაცემის, თირკმლის უკმარისობისა და მარილოვანი დისბალანსის რისკი);

- ღვიძლის მწვავე დისფუნქცია (წყალ-მარილოვანი დისბალანსის განვითარების რისკი). ვინაიდან შესაძლებელია განვითარდეს მწვავე, სწრაფი და ალერგიული (ანაფილაქსიური) ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, თავი უნდა ავარიდოთ აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობას (ან ისეთ შესაბამის პრეპარატებთან კომბინაციაში, როგორიცაა, მაგალითად, ტრიტაცე კომპ-ი) ექსტრაკორპორალურ მკურნალობასთან კავშირში, რაც იწვევს სისხლის შეხებას უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებთან. ეს უკანასკნელი გულისხმობს დიალიზს ან ჰემოფილტრაციის გარკვეულ მემბრანებს, რომელთაც ახასიათებთ მაღალი სიმკვრივე (მაგ. პოლიაკრილონიტრილური მემბრანები) და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზს დექსტრანის სულფატთან.

ორსულობა და ლაქტაცია:

ტრიტაცე კომპ-ის მიღება არაა მიზანშეწონილი ორსულობის პერიოდში. შესაბამისად, ორსულობა უნდა გამოირიცხოს მკურნალობის დაწყებამდე. თავიდან უნდა ავიცილოთ ორსულობა იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია მკურნალობის ახალ კურსზე გადასვლა აგფ-ინჰიბიტორებისა და დიურეზულების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაყოფს დაზიანების საფრთხე ემუქრება.

ლაქტაციის პერიოდში ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, რათა ბავშვის ორგანიზმში დედის რძესთან ერთად არ გადავიდეს მცირე რაოდენობით რამიპრილი და ქლოროთიაზიდი.

განსაკუთრებული მითითებები;

ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა რეგულარულ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.

იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს თავს იჩენს ანგიონევროზული შეშუპება (იხილეთ “არასასურველი ეფექტები”), დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ტრიტაცე კომპ-ის მიღება და ენაზე, ყელზე ან ხორხზე შეშუპების გავრცელების შემთხვევაში გადაუდებელი ზომები უნდა იქნას მიღებული. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერსტიმულირებული თირკმლის ანგიოტენზინის სისტემა. აგფ-ინჰიბიტორები ამგვარ პაციენტებში ხელს უწყობენ სისხლის წნევის მკვეთრად გამოხატულ დაცემას და თირკმლის ფუნქციის დარღვევის საფრთხეს, განსაკუთრებით აგფ-ინჰიბიტორის პირველად მიღების ან პირველი გაზრდილი დოზის მიღებისას. შესაბამისად, ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობის დასაწყისში და აგრეთვე ყოველი შემდგომი დოზის გაზრდისას, სისხლის წნევაზე ყურადღებით უნდა ჩატარდეს მონიტორინგი, სანამ სისხლის წნევის მკვეთრი დაცემის საფრთხე აღარ იქნება მოსალოდნელი. თირკმლის ანგიოტენზინის სისტემის მკვეთრი გააქტიურება მოსალოდნელია, მაგალითად, ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ:

- მწვავე და, განსაკუთრებით, ავთვისებიანი ჰიპერტენზია. მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა;

- გულის თანმხლები უკმარისობა, განსაკუთრებით თუ იგი მწვავეა. გულის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში, მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა.

- წყალ-მარილოვანი უკმარისობის არსებობა ან სავარაუდო განვითარება (სითხის ან მარილის არაადექვატური მიღების შედეგად, ან, მაგალითად, ფაღარათის, პირღებინების ან ჭარბი ოფლიანობის შედეგად ისეთ შემთხვევებში, როდესაც მარილისა და სითხის შენაცვლება არაადექვატურად მიმდინარეობს). ჩვეულებრივ, გაუწყლოების, სისხლის მიმოქცევის მოცულობის შემცირების (ჰიპოვოლემია) ან მარილოვანი ბალანსის უკმარისობის კორექცია უნდა მოხდეს მკურნალობის კურსის დაწყებამდე (პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თანმხლები გულის უკმარისობა, აღნიშნული ზომები უნდა შეესაბამებოდნენ მოცულობის გადატვირთვის რისკს). როდესაც ყოველივე ზემოაღნიშნული კლინიკურ პირობებს დაექვემდებარება, ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა შესაძლებელია დაიწყოს ან გაგრძელდეს მხოლოდ ამავდროულად შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში, რათა მოხდეს სისხლის წნევის მკვეთრი დაცემისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის პრევენცია;

- ადრე ჩატარებული მკურნალობა დიურეზულებით;

- სისხლის დინების შემამცირებელი (ჰემოდინამიურად შესაბამისი), მარცხენა პარკუჭში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (მაგ. აორტის ან მიტრალური სარქველის შევიწროვება). მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია ჩატარდეს განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა.

- სისხლის დინების შემამცირებელი შევიწროვება (ჰემოდინამიურად შესაბამისი სტენოზი) თირკმლის არტერიაში. მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობის ჩატარება. არტერიული წნევის მკვეთრად გამოხატული დაცემის განსაკუთრებული საფრთხის წინაშე იმყოფებიან, მაგალითად, ის პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ კორონარული არტერიისა თუ თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვთა ჰემოდინამიურად შესაბამისი სტენოზი. ამგვარი პაციენტები საჭიროებენ განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას მკურნალობის საწყის საფეხურზე.

ზოგიერთი ხანდაზმული პაციენტი შეიძლება განსაკუთრებულად რეაგირებდეს აგფ-ინჰიბიტორებზე.

მკურნალობის დაწყებისას უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია.

თირკმლის ფუნქციაზე უნდა განხორციელდეს მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირეებში. განსაკუთრებულ მონიტორინგს საჭიროებენ ის პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ გულის თანმხლები უკმარისობა, რენოვასკულური დაავადება (მოიცავს ჰემოდინამიურად შესაბამის თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზით დაავადებულებსაც, რომლებშიც შრატის კრეატინინის მცირე ზრდაც კი შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის ცალმხრივად დაკარგვის მაჩვენებელი იყოს), თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან რომელთაც გადაუნერგეს თირკმელი.

შრატის ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, შარდმჟავა და სისხლში შაქრის შემცველობა რეგულარულ მეთვალყურეობას საჭიროებს. შრატში კალიუმის შემცველობის უფრო ხშირი მონიტორინგი საჭიროა იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის დარღვეული ფუნქცია. მონიტორინგი ხშირად უნდა ჩატარდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად გადიან მკურნალობის კურსს კალიუმშემნახველი დიურეზულებით(მაგ. სპირონოლაქტონი) ან კალიუმის მარილებით. მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ლეიკოციტების ანალიზზე, რათა გამოვლენილი იქნას სავარაუდოდ ლეიკოციტების ჭარბი ოდენობით შემცირება (ლეიკოპენია). მონიტორინგს უნდა ჰქონდეს ხშირი ხასიათი მკურნალობის საწყის ეტაპზე და იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის დარღვეული ფუნქცია, თამხლები შემაერთებელი ქსოვილის დაავადება (კოლაგენოზი, როგორიცაა წითელი მგლურა და სკლეროდერმია) ან იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სხვა პრეპარატებს, რამაც შესაძლოა ცვლილებები შეიტანოს სისხლის საერთო ანალიზში (იხილეთ “ურთიერთქმედება”). სისხლის საერთო ანალიზი უნდა შემოწმდეს იმ შემთხვევაში, თუ თავს იჩენს ლეიკოციტების შემცირების ან თრომბოციტოპენიის სავარაუდო სიმპტომები. (იხილეთ “გვერდითი მოვლენები”).

ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა (მაგ. არტერიული წნევის დაცემის ზოგიერთი სიმპტომი, როგორიცაა თავბრუსხვევა, მოთენთილობა) შეიძლება დაარღვიოს კონცენტრაციისა და რეაქციის უნარი და შესაბამისად, შექმნას საფრთხე ისეთ სიტუაციებში, როდესაც აღნიშნულ უნარებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგ. სატრანსპორტო საშუალების ან მექანიკური ხელსაწყოს ექსპლუატაციისას). ბავშვებში ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობის გამოცდილება დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირება იწვევს ძლიერ დიურეზს, პერიფერიული სისხლძარღვების ჭარბ გაფართოებას (გამოხატულ ჰიპოტენზიასთან, შოკთან ერთად), ბრადიკარდიას, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევას, თირკმლის უკმარისობას, გულის არითმიას, ცნობიერების დარღვევას კომამდე, ცერებრულ კრუნჩხვებს, პარეზებს და ნაწლავების პარალიზურ გაუვალობას.

იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ დარღვევები შარდის გამოყოფასთან დაკავშირებით (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია), მოულოდნელმა დიურეზმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის მწვავე შეკავება შარდის ბუშტის ჭარბი დაჭიმულობით.

საწყისი დეტოქსიკაცია: მაგ. კუჭის ამორეცხვა, აბსორბენტების, ნატრიუმის სულფატის მიღება (შესაძლებლობის შემთხვევაში პირველი 30 წუთი). ჰიპოტენზიის შემთხვევაში, მიზანშეწონილია ალფა1-ადრენორეცეპტორების აგონისტების (მაგ. ნორეპინეფრინი, დოპამინი) და ანგიოტენზინ II-ის (ანგიოტენზინამიდი) მიღება სითხის მოცულობისა და მარილის შეცვლასთან ერთად.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სხვა მიმდინარე მკურნალობის კურსის შესახებ.

ექსტრაკორპორული მკურნალობა, რაც ითვალისწინებს სისხლის შეხებას უარყოფითად დამუხტული ზედაპირებთან, ხელს უწყობს ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკს (იხილეთ “უკუჩვენება”).

როდესაც სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ან სისხლის წნევის დამწევი პრეპარატების (მაგ. ნიტრატები, ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები, საანესთეზიო საშუალებები) თანადროული მიღება ხდება, გათვალისწინებული უნდა იქნას ჰიპოტენზიური ეფექტის განვითარების შესაძლებლობა (ითვალისწინებს ადრე ჩატარებულ მკურნალობას დიურეზულებით, იხილეთ “დოზირება”).

დიეტური მარილის ჭარბი დოზით მიღებამ და ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო გარკვეული პრეპარატების (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) ერთდროულმა მიღებამ, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა ან ინდომეტაცინი, შესაძლებელია შეასუსტოს ჰიპოტენზიური ეფექტი. უფრო მეტიც, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების კომბინირებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა ან შრატში კალიუმის შემცველობის ზრდა.

სისხლძარღვთა შემავიწროვებელი სიმპატომიმეტური საშუალებები (მაგ. ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი) იწვევს ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირებას. შესაბამისად, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ჩატარდეს სისხლის წნევის მონიტორინგი. აღნიშნული პრეპარატის ეფექტი შეიძლება შეასუსტოს ჰიდროქლოროთიაზიდის შემადგენელმა ნივთიერებამ.

კორტიკოსტეროიდები, კარბონოქსოლონი, დიდი რაოდენობით ძირტკბილა, საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი მიღება და სხვა კალიურეზული საშუალებები ხელს უწყობენ ჰიპოკალიემიის განვითარებას.

ვინაიდან შეიძლება ადგილი ჰქონდეს შრატში კალიუმის კონცენტრაციის ზრდას, როდესაც ხდება კალიუმის მარილებისა და კალიუმშემნახველი დიურეზულების (მაგ. სპირონოლაქტონი) ერთდროული მიღება, აღნიშნულ თანადროულ მკურნალობას თან უნდა ახლდეს შრატში კალიუმის შემცველობის ახლო მონიტოირინგი (იხილეთ “განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების წესები”).

დიგიტალისის პრეპარატების ტოქსიკურობა შეიძლება გაძლიერდეს ელექტროლიტების კონცენტრაციებში ცვლილების შედეგად (მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია).

ტრიტაცე კომპ-ს შეუძლია გაზარდოს და გაახანგრძლივოს კურარეს ტიპის კუნთების მიორელაქსაციური ეფექტი.

ალოპურინოლი, იმუნოდეპრესიული საშუალებები, კორტიკოსტეროიდები, პროკაინამიდი, ციტოსტატურები და სისხლის ანალიზის შედეგის შემცვლელი სხვა პრეპარატები, ზრდიან ცვლილებების ალბათობას სისხლის ანალიზში (იხილეთ “განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების წესები”).

ტრიტაცე კომპ-ს შეუძლია შეამციროს ლითიუმის გამოყოფა, სავარაუდოდ ზრდის მის დონეს შრატში და მისი ტოქსიკური ეფექტის რისკს, შესაბამისად, მეთვალყურეობა უნდა განხორციელდეს ლითიუმის დონეზე.

მეთილდოფას ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზი).

აგფ-ინჰიბიტორები ასუსტებს სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი პრეპარატების ეფექტს (ანტიდიაბეტური საშუალებები, მაგ. ინსულინი ან სულფანილშარდოვანას წარმოებულები) და – ცალკეულ შემთხვევებში – იწვევს ჰიპოგლიკემიურ რეაქციებს. ანტიდიაბეტური საშუალებების ეფექტს, თავის მხრივ, ასუსტებს ჰიდროქლოროთიაზიდის შემადგენელი ნივთიერება. შესაბამისად, თანადროული მკურნალობის საწყის ეტაპზე საჭიროა სისხლში შაქრის შემცველობის რეგულარული მონიტორინგი.

იონიტების მიღება, როგორიცაა ქოლესტირამინი, ამცირებს ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბციას.

ჰეპარინის თანადროული მიღება იწვევს შრატში კალიუმის კონცენტრაციის ზრდას.

რამიპრილი აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას.

ჰიდროქლოროთიაზიდის შესაძლებლობა გამოიწვიოს ჰიპერკალციემია (იხილეთ “არასასურველი ეფექტები”) უნდა იქნას გათვალისწინებული, როდესაც ხორციელდება ფარისებრი ჯირკვილი ფუნქციის შესწავლა.

ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები მწერის შხამზე – და, სავარაუდოდ, სხვა ალერგენების მიმართ – იზრდება აგფ-ინჰიბიტორების მიღებისას (იხილეთ “არასასურველი ეფექტები”). დესენსიბილიზაციისას უნდა მოხდეს მზარდი რისკის გათვალისწინება.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება +25°C-მდე ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა 3 წელი. დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

აფთიაქში გაცემის წესი:

ექიმის რეცეპტით!

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია