საერთაშორისო დასახელება:

TROXERUTIN

მწარმოებელი: BALKANPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: ტროქსერუტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვენების მატონიზირებლი და ანგიოპროტექტული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.

1 კაფს.

ტროქსერუტინი ............      300 მგ

დამხმარე ნივთიერება: პოლიეთილენგლიკოლი 6000

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტროქსერუტინი წარმოადგენს რუტინის წარმოებულ ბიოფლავონიდს “P” ვიტამინური აქტივობით, რომელსაც იყენებენ ვენური სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს. იგი ამცირებს შეშუპებას, კაპილარების განვლადობას და “მტვრევადობას”,  ამაგრებს სისხლძარღვების კედელს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

პრეპარატი ამცირებს შეშუპებას, ტკივილს, ტროფიკულ დარღვევებს და ვენების ქრონიკული უკმარისობით გამოწვეულ სხვა პათოლოგიურ ცვლილებებს.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: ტროქსევაზინი ორგანიზმში უმნიშვნელო ხარისხით და შედარებით ნელა შეიწოვება. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში აღინიშნება პერორალურად მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ. მოქმედების ეფექტი გრძელდება 8 სთ-ის განმავლობაში.

მეტაბოლიზმი: ტროქსევაზინი ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში 2 მეტაბოლიტის წარმოქმნით.

გამოყოფა: პრეპარატის მიღებული დოზის 11% ორგანიზმდან უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან და ნაღველთან ერთად, დღეღამის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • კიდურების ტკივილით და შეშუპებით მიმდინარე ვენების ქრონიკული უკმარისობა;
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • ზედაპირული თრომბოფლებიტი, პოსტფლებიტური სინდრომი;
  • ტროფიკული დარღვევები ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს;
  • ვენების ქრონიკული უკმარისობით გამოწვეული ტროფიკული წყლულები და დერმატიტები;
  • ბუასილი;
  • პრეპარატს იყენებენ დამატებითი სამკურნალო საშულების სახით ვენების სკლეროთერაპიის და ვარიკოზულ ვენებზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ, აგრეთვე ბუასილის დროს;
  • ქვედა კიდურების პარესთეზია ღამით და გაღვიძების დროს;
  • წვივის კუნთების კრუნჩხვები ღამით;
  • რეტინოპათია.

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობის დასაწყისში ინიშნება პრეპარატის 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში (დილას და საღამოს), შემანარჩუნებელი მკურნალობა - 1 კაფსულა დღეში 3-4 კვირის განმავლობაში და უფრო მეტ ხანს.

რეტინოპათიის დროს ინიშნება პრეპარატის 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.

კაფსულების მიღება წარმოებს ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატის  მიღება რეკომენდებული არ არის.

ლაქტაციის პერიოდში ტროქსევაზინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები:

ტროქსევაზინის გამოყენება შესაძლებელია ერთ-ერთი კომპონენტის სახით კომპლექსური მკურნალობის დროს.

ჭარბი დოზირება:

აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიეთრქმედება:

აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია