საერთაშორისო დასახელება:
TROXERUTIN
მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი
მოქმედი ნივთიერება: ტროქსერუტინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვენების მატონიზირებელი და ანგიოპროტექტორული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მყარი ჟელატინის კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.
1 დრაჟე
ტროქსერუტინი ............ 300 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, მაკროგოლი, მაგნიუმის სტეარატი.
გელი 2%: ტუბში 40 გ
40 გ
ტროქსერუტინი ........... 800 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარბომერი 940, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტროქსერუტინი სოფარმა ახდენს ვენების მატონიზირებელ, ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას;
სისხლძარღვის კედელზე თრომბოციტების მიმაგრების შეფერხებით ამცირებს ექსუდაციურ ანთებას; აქვეითებს კაპილარების განვლადობას. ამყარებს სისხლძარღვის კედელს; გააჩნია ანტიოქსიდანტური და P-ვიტამინური აქტივობა. ტროქსერუტინით მკურნალობის შედეგად ფეხებში ქრება სიმძიმის შეგრძნება, მცირდება ქსოვილების შეშუპება, უმჯობესდება ტროფიკა.
ჩვენებები:
- ქრონიკული ვენური უკმარისობა;
- ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ვარიკოზული დერმატიტი;
- ზედაპირუდი თრომბოფლებიტი, პერიფლებიტი და ფლებოთრომბოზი;
- პოსტთრომბოზული სინდრომი;
- პოსტტრავმული შეშუპება, ჰემატომა;
- ბუასილი;
- დიაბეტური რეტინოპათია კომპლექსურ თერაპიაში.
მიღების წესი და დოზირება:
კაფსულები: 2-3 კაფსულა დღეში ჭამის დროს სითხის მიყოლებით. შემანარჩუნებელი მკურნალობა: 1 კაფსულა 3-4 კვირის განმავლობაში.
გელის შეზელა ხდება დაზიანებული ადგილას მსუბუქი მოძრაობებით სრულ შეწოვამდე 2-ჯერ დღე-ღამეში - დილით და საღამოს. საჭიროების შემთხვევაში გელის გამოყენება შეიძლება კომპრესების სახით.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად ხანგრძლივი გამოყენების დროს გელმა შესაძლებელია გამოიწვიოს კანის სიწითლე და ქავილი.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა ტროქსერუტინის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
კაფსულები: არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
გელი: ორსულ და მეძუძურ ქალებში ტროქსერუტინის გელის დანიშვნის უკუჩვენება არ არსებობს.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ გელის ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის განვითარება.
♦ პრეპარატის გამოყენება თერაპიულ დოზებში არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.
ჭარბი დოზირება:
აღწერილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მონაცემები ტროქსერუტინის გელის სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. შეფუთვის გახსნის შემდეგ გელის გამოყენება შეიძლება 1 თვის განმავლობაში.