საერთაშორისო დასახელება:

CHLORPROTHIXENE

მწარმოებელი: H. LUNDBECK, დანია

მოქმედი ნივთიერება:

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური) საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 100 ც.

1 ტაბ.

ქლორპროტიქსენის ჰიდროქლორიდი ..........    5 მგ

1 ტაბ.

ქლორპროტიქსენის ჰიდროქლორიდი ........      25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტრუქსალი წარმოადგენს ნეიროლეფსიურ საშუალებას, რომელიც წარმოებულია თიოქსანტენისგან. გააჩნია ანტიფსიქოზური, გამოხატული სედატიური და ზომიერი ანტიდეპრესიული მოქმედება.

ტრუქსალის ანტიფსიქოზური მოქმედება უკავშირდება მის მაბლოკირებელ მოქმედებას დოფამინურ რეცეპტორებზე. ამ რეცეპტორების ბლოკირებასთან, ასევე დაკავშირებულია პრეპარატის ანტიემეტიური და ანალგეზიური თვისებები. ტრუქსალს  შეუძლია მოახდინოს 5-HT2 - რეცეპტორების αI-ადრენორეცეპტორებისა და ასევე - H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკირება, რითაც განისაზღვრება მისი ადრენომაბლოკირებელი, ჰიპოტენზიური და ანტიჰისტამინური თვისებები.

ფარმაკოკინეტიკა:

ქლორპროტიქსენის ბიოშეღწევადობა პერორალური მეთოდით მიღებისას, შეადგენს დაახლოებით 50%. ქლორპროტიქსენი ნაწლავებიდან სწრაფად აბსორბირდება, სისხლის შრატში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-4 საათის შემდეგ. ნახევრად გამოყოფის პერიოდი კი საშუალოდ შეადგენს 15 საათს. ქლორპროტიქსენი აღწევს პლაცენტურ ბარიერში და მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად. მეტაბოლიტებს არ გააჩნია ნეიროლეფსიური აქტიობა, გამოიყოფა განავალთან და შარდთან ერთად.

ჩვენებები:

ტრუქსალი წარმოადგენს სედატიურ ნეიროლეფსიურ საშუალებას ჩვენების ფართო სპექტრით. რომელიც მოიცავს:

  • ფსიქოზებს, შიზოფრენიისა და მანიაკური მდგომარეობის ჩათვლით, რომლებსაც თან სდევს ფსიქომოტორული აგზნება, აჟიტაცია და მოუსვენრობა;
  • აბსიტენტური ნაბახუსევი სინდრომი ალკოჰოლიზმისას და ნარკომანიისას;
  • ჰეროინზე დამოკიდებულების სამკურნალოდ სხვა პრეპარატებთან კომპლექსში;
  • ჰიპერაქტიურობა, გაღიზიანებადობა, აგზნება, ხანდაზმულ პაციენტებში ცნობიერების დარღვევა;
  • ბავშვებში ქცევის მოშლილობა.

ქირურგიაში:

  • პრემედიკაცია; პოსტოპერაციულ პერიოდში; დამწვრობით გამოწვეულ ავადმყოფთა მოუსვენრობისას.

დერმატოლოგიაში:

  • დერმატიზებისას, რომელთაც თან სდევთ აუტანელი ქავილი (ნეიროდერმიტი, სებორეული დერმატიტი და სხვა);
  • დეპრესიული მდგომარეობები, ნევროზები, ფსიქომოტორული მოშლილობები, მათ შორის დეპრესიული მდგომარეობა კლიმაქსის პერიოდში;
  • უძილობა;
  • პირღებინება;
  • ტკივილი (ანალგეტიკებთან კომბინაციაში).

მიღების წესი და დოზირება:

ფსიქოზები, შიზოფრენიისა და მანიაკალური მდგომარეობების ჩათვლით.

მკურნალობა იწყება პრეპარატის 50-100 მგ-ს დღეში დანიშვნით და დოზა ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად როგორც წესი 300 მგ-მდე დღეში. ცალკეულ შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 1200 მგ-მდე დღეში. შემანარჩუნებელი დოზა, როგორც წესი შეადგენს 100-200 მგ-ს დღეში.

ტრუქსალის სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, იყოფა 2-3 მიღებაზე, ტრუქსალის გამოხატული სედატიური მოქმედების გათვალისწინებით, რეკომენდებულია დაინიშნოს სადღეღამისო დოზის შედარებით მცირე ნაწილი დღის განმავლობაში, უფრო დიდი კი - საღამოს.

ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომი ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის დროს.

სადღეღამისო დოზა, რომელიც იყოფა 2-3  მიღებაზე, შეადგენს 500 მგ-ს, მკურნალობის კურსი როგორც წესი, შეადგენს 7 დღეს. აბსტინენტაციის გამოხატვის შეწყვეტის შემდეგ, დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს. შემანარჩუნებელი დოზა, 15-45 მგ დღე-ღამეში, ახდენს  მდგომარეობის სტაბილიზაციას, ამცირებს მომდევნო რეციდივის განვითარების საშიშროებას. ჰეროინზე დამოკიდებულების სამკურნალოდ უნდა დაინიშნოს დოზა 50-400 მგ-მდე დღე-ღამეში (3-4 მიღებაში) ნარკოტიკის მიღების შეწყვეტიდან 5-8 დღეს.

ხანდაზმულ პაციენტებში ჰიპერაქტიურობის, აგრესიულობის, აგზნებადობის, ცნობიერების დარღვევის შემთხვევაში ინიშნება 15-90 მგ დღე-ღამეში. სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, ნაწილდება 3 მიღებაზე.

ბავშვებში ქცევის დარღვევის კორექციისათვის ტრუქსალი ინიშნება შემდეგი გამოთვლით -0.5 მგ წონის 1 კილოგრამზე.

დეპრესიული მდგომარეობები, ნევროზები, ფსიქოსომატიური მოშლილობები:

ტრუქსალი შეიძლება გამოვიყენოთ დეპრესიებისას, განსაკუთრებით თუ მათ თან სდევს შფოთვა, როგორც ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას, დანამატის სახით ან დამოუკიდებლად. ტრუქსალი შეიძლება დაინიშნოს ნევროზების და ფსიქომოტორული დარღვევებისას, რომელთაც თან სდევს შფოთვა და დეპრესიული მოშლილობები, ძილის წინ 30 მგ დოზით. რადგანაც ტრუქსალის მიღება არ იწვევს შეჩვევას ან წამლის მიმართ დამოკიდებულებას, შესაძლებელია მისი ხანგრძლივი გამოყენება.

უძილობა: საღამოს 1 საათით ძილამდე  უნდა დაინიშნოს 15-30 მგ.

ტკივილები: ტრუქსალის თვისება მოახდინოს ანალგეტიკების მოქმედების პოტენცირება შეიძლება იყოს გამოყენებული პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აწუხებთ ტკივილები. ამ შემთხვევაში, ტრუქსალი უნდა დაინიშნოს ანალგეტიკებთან კომპლექსში 15-დან 300 მგ-მდე დოზირებით. პირღებინებისს 12.5-25 მგ დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:

♦ ძილიანობა, ტაქიკარდია, სიმშრალე პირის ღრუში, გაძლიერებული ოფლიანობა ან აკომოდაციის დარღვევა. ეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც როგორც წესი, თავს იჩენენ თერაპიის დასაწყისში, ხშირად ქრება მისი ხანგრძლივობის შესაბამისად. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ორთოსტატულ ჰიპოტენზიას, განსაკუთრებით თუ ტრუქსალის გამოყენება დიდი დოზებით ხდება.

♦ თავბრუსხვევა, დისმენორეა, კანის ანთებები, ყაბზობა იშვიათად არის გამოვლენილი. განსაკუთრებით იშვიათია ექსტრაპირამიდული სიმპტომები. გამოვლენილია კრუნჩხვითი ზღურბლის შემცირების ცალკეული შემთხვევები.

♦ ტრანზიტული კეთილთვისებიანი ლეიკოპენიისა და ჰემოლიზური ანემიის განვითარება. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდი დოზებით გამოვლენილია: ქოლესტატური სიყვითლე, ტაქიკარდია, გალაქტორეა, გინეკომასტია, პოტენციისა და ლიბიდოს დაქვეითება, მადის გაზრდა, სხეულის წონის მომატება.

უკუჩვენებები:

* ალკოჰოლით მწვავე მოწამვლა, ბარბიტურატებით და ოპიატებით.

* ტრუქსალი, შეძლებისდაგვარად არ უნდა დაენიშნოს ორსულ ქალებს და ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ტრუქსალი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ ეპილეფსია, პარკინსონიზმი, თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი, კოლაფსის მიმართ მიდრეკილება გამოხატული გულის სისხლძარღვებისა და სასუნთქი გზების უკმარისობა;

◄ გამოხატული ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია.

◄ ტრუქსალით მკურნალობამ შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგები ორსულობაზე. შარდის იმუნობიოლოგიური ტესტის ჩატარებისას, სისხლში ბილირუბინის დონის ცრუ მომატება, QT-ის ინტერვალის შეცვლა, მისი ელექტროკარდიოგრამით გაზომვისას.

◄ ტრუქსალით მკურნალობისას რეკომენდებულია თავი შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელებისგან.

◄ თავი უნდა ავარიდოთ გაზრდილ ინსოლაციას.

◄ პრეპარატი ტრუქსალის მიღება უარყოფით ეფექტს ავლენს საქმიანობაზე, რომელიც მოითხოვს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების დიდ სისწრაფეს (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მართვა, სიმაღლეზე მუშაობა და ა.შ.)

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია ზემოთ მითითებული გვერდითი მოვლენების გაძლიერება, რომელთა გამოხატვა, როგორც წესი, დამოკიდებულია დოზაზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ნერვულ სისტემაზე ტრუქსალის დამთრგუნველი მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ეთანოლთან ერთად მიღებისას, ასევე ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან, საანესთეზიოებთან, ოპიოიდურ ანალგეტიკებთან, სედატიურ პრეპარატებთან, საძილე ნეიროლეფსიურ საშუალებებთან ერთად მიღებისას.

- ქლორპროტიქსენის ანტიქოლინერგიული მოქმედება ძლიერდება მასთან ერთად ანტიქოლინერგული, ანტიჰისტამინური და ანტიპარკინსონული საშუალებებით მკურნალობისას.

- პრეპარატი აძლიერებს ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედებას.

- ქლორპროტიქსენისა და ადრენალინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია.

- ქლოპროტიქსენის გამოყენება იწვევს კრუნჩხვითი აქტივობის შემცირებას, რაც მოითხოვს ანტიეპილეფსიური საშუალებების დოზის დამატებით კორექციას.

- ქლოპროტიქსენის თვისება მოახდინოს დოპამინური რეცეპტორების ბლოკირება, ამცირებს ლევოდოპის მოქმედების აქტიურობას.

- ფენოთიაზინების, მეტოკლოპრამიდის, ჰალოპერიდოლის, რეზერპინის ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ექსტრაპირამიდული მოშლილობები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბ. 5 მგ -3 წელი;

ტაბ. 25 მგ - 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია