საერთაშორისო დასახელება:
GUAIFENESIN
მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE
მოქმედი ნივთიერება: გვაიფენიზინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ამოსახველებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 118 მლ
1 მლ (ჩ/კ).
გვაიფენიზინი ....... 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლიმონმჟავა, გლიცერინი, სიმინდის სიროფი, კარამელი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ბენზოატი, პროპილენგლიკოლი, მენთოლი, გამოხდილი წყალი, ალუბლის არომატიზატორი, საღებავი FD&C წითელი №40.
ჩვენებები:
- ზემო სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებები, მათ შორის მწვავე ვირუსული ინფექციები, გრიპი, მწვავე ლარინგიტი, ფარინგიტი ტრაქეიტი, ბრონქიტი, რომელთაც თან ახლავს ხველა ნახველით.
მიღების წესი და დოზირება:
ერთჯერადი დოზა:
1 ჩაის კოვზი = 1 TSP(საზომ ჭიქაზე)
ბავშვებში 2-დან 6 წლამდე: 1/2-1 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში.
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 1/2 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში.
12 წლის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში:
2/4 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში.
2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის: საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გამოიყენება არა უმეტეს 4-6-ჯერ დღე-ღამეში. პრეპარატის მიღება აუცილებელია ჭამის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა აღინიშნოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება.
უკუჩვენებები:
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ, ნერვული სისტემის მძიმე ორგანული დაავადებები; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, კუჭიდან სისხლდენა ანამნეზში.
განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უნდა იქნეს შეთანხმებული ექიმთან.
ჭარბი დოზირება:
გვაიფენეზინის განსაკუთრებით დიდმა დოზებმა შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება. ღებინების შემთხვევაში საჭიროა ორგანიზმის სითხით უზრუნველყოფა და ელექტროლიტების დონის კონტროლი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- პრეპარატი არ ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტებთან ერთად და ასევე 2 კვირის განმავლობაში პრეპარატების მოხსნიდან.
- პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ბრონქოლიტიკებთან, ანტიმიკრობულ პრეპარატებთან და საგულე გლიკოზიდებთან ერთად.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.