კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ამოსახველებელი , ანთების საწინააღმდეგო

შემადგენლობა:

თაფლი ნატურალური ..............................     40.0 გ

დინდგელის სპირტიანი ხსნარი .............          5.0 მლ

ფიჭვის გირჩების ნაყენი 70% სპირტზე ......    35.0 მლ

ტუხტის სიროფი ........................................  20.0 მლ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ულტრაბრონქოს ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი ინგრადიენტებით . იგი აძლიერებს მუკოლიზს , ამცირებს ნახველის სიბლანტეს და ხელს უწყობს მის გათხიერებას , სასუნთქი გზების ეპითელიუმზე ზეგავლენის შედეგად , ასტიმულირებს ნახველის ევაკუაციას სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს , ხასიათდება ანტიბაქტერიული თვისებებით .

ჩვენება:

  • მწვავე და ქრონიკული ტრაქეიტის , ბრონქიტის , ტრაქეო – ბრონქიტის , ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების დროს ნახველის ევაკუაციის გასაძლიერებლად .

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ .

მიღების წესი და დოზირება:

1 სუფრის კოვზი 3- ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

125 მლ . ხსნარი პოლივინილქლორიდის ან ნარინჯისფერ შუშის ფლაკონში .

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი .

შენახვის წესი:

სინათლისაგან დაცულ , მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე .

აფთიაქიდან გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე .

მწარმოებელი: შპს „ესკულაპი „

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია