მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული კომბინირებული პრეპარატი კანის დაავადების სამკურნალოდ.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 18 გ

1 გ

სულფათიაზოლი ................     130.0 მგ

ქლორამფენიკოლი ...............     16.0 მგ

ნისტატინი ...........................     2.6 მგ

გოგირდი .............................    13.0 მგ

ბორაქსი (ბურა) ...................     13.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, თეთრი ვაზელინი.

ჩვენებები:

  • კანის სტრეპტოკოკული და სტაფილოკოკური ინფექცია: წითელი ქარი, პანარიციუმი, აბსცესი, ინფიცირებული ჭრილობა, დამწვრობა;
  • მეორადად ინფიცირებული დერმატოზები: ეგზემა, დერმატიტი, ნეიროდერმიტი;
  • კანდიდომიკოზები (კანის სოკოვანი ინფექციები).

მიღების წესი და დოზირება:

მალამო გამოიყენება გარეგანი მოხმარებისთვის 1-2-ჯერ დღეში კანის დაზიანებულ უბნებზე 3-5 დღის განმავლობაში; საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ რამდენიმე დღე.

გვერდითი მოვლენები:

♦ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა და ფოტომგრძნობელობა.

♦ სულფანილამიდებით კანის ფართო უბნების ადგილობრივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის განვითარება ალერგიული რეაქციების სახით;

♦ მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში იშვიათად შესაძლებელია ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა;

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

* ჩვილ ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გარეგანი გამოყენების დროს ორსულებში, ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედების და რძეში მისი ექსკრეციის შესახებ მონაცემები არ არსებობს. მისი დანიშვნა შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება კანის ფართო უბანზე, ლორწოვან გარსებზე და დახურული სახვევის ქვეშ, კანიდან აქტიური შეწოვის საშიშროების გამო.

◄ არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება სახის კანზე.

◄ პრეპარატით მკურნალობის დროს არ შეიძლება მზის აბაზანების მიღება, დიდხანს მზეზე დგომა და კვარცის ლამპით ან რენტგენის სხივებით დასხივება.

◄ არ არსებობს მონაცემები პრეპარატის მავნე ზემოქმედების შესახებ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

გარეგანი გამოყენების დროს პრეპარატით ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

უნივერტანის ადგილობრივი გამოყენების დროს სხვა წამლებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ აღინიშნება. მიუხედავად ამისა, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება გარეგანი გამოყენების სხვა წამლებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია