საერთაშორისო დასახელება:
Potassium – sodium – hydrogen citrate
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნეფროლითიაზის მკურნალობა
მოქმედი ნივთიერება: კალიუმი–ნატრიუმი – ჰიდროგენ ციტრატი
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
შარდთან ერთად გამოყოფილი ტუტე მეტალებისა და სუსტი მჟავების მარილები, შარდის pH გადახრის ტუტე მხარეს (6.2–7.5–მდე), რაც განაპირობებს დისოციაციის მაღალ ხარისხს და შარდმჟავას და ცისტინის ხსნადობას.
ჩვენებები:
- ნეფროუროლითიაზი (შარდმჟავა მარილები, ურატურია, ცისტინური კენჭები, ცისტინურია) – პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- შარდის გატუტიანების აუცილებლობა (გვიანი პორფირია, მკურნალობა ციტოსტატიკებით, პოდაგრა).
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა;
* თირკმლის მწვავე უკმარისობა;
* გულის მწვავე უკმარისობა;
* დიეტა მარილის ძლიერი შეზღუდვით;
* მძიმე მეტაბოლური ალკალოზი;
* შარდგამომყოფი გზების ინფიცირება ბაქტერიებით, რომლებიც შლიან შარდოვანას;
* როცა შარდის pH 7–ზე მეტია.
გვერდითი მოქმედება:
დისპეფსია, ფოსფატური ნეფროუროლითიაზი.
მიღების წესი და დოზირება:
შიგნით, ჭამის შემდეგ. სადღეღამისო დოზა (10გ) – 4 საზომი კოვზი 3–ჯერ დღეში: დილით სადილის შემდეგ – 1 საზომი კოვზი, საღამოთი – 2 საზომი კოვზი.
მითითებულმა დოზამ უნდა უზრუნველყოს ახალი შარდის (რომელიც გამოიყოფა მორიგი დოზის მიღებისთანავე) pH–ის მომატება შემდეგ მნიშვნელობამდე:
შარდმჟავა ქვების დროს – 7.5–8.5;
ციტოსტატიკური თერაპიისას – 7–ზე არანაკლები;
კანის გვიანი პორფირიისას – 7,2–7,5.
აუცილებლობისასა სადღეღამისო დოზას ზრდიან, საღამოს დოზას ემატება 0,5 კოვზი გრანულატი, ან ამცირებენ, საღამოს დოზა მცირდება. მკურნალობის ხანგრძლიობა – 1–6 თვე.
განსაკუთრებული მითითებები:
გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის საშუალო სადღეღამისო დოზა შეიცავს 1.72გ (44მმოლ) K+ , 1გ (44მმოლ) Na+ . პრეპარატით მკურნალობისას ავადმყოფმა უნდა აწარმოოს ჟურნალი, სადაც აღნიშნული იქნება საზომი კოვზით გამოყენებული გრანულატების რაოდენობა, შარდის (შეგროვილი უშალოდ პრეპარატის მიღების წინ) pH მაჩვენებელი.
ურთიერთქმედება:
ციტრატისა და Al3+ შემცველი პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება მოხდეს Al3+ მომატებული რეზორბცია. უკანასკნელის მიღება უნდა მოხდეს არანაკლები 2 სთ–იანი ინტერვალით.