მწარმოებელი: OM PHARMA, შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნოსტიმულატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 და 90 ც.

1 კაფს.

ლიოფილიზირებული ფხვნილი

Escherichia coli ...........................      6 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სილიკატი, მაგნიუმის სტეარატი, პროპილგალატი (E310), ნატრიუმის გლუტამატი, მანიტოლი, რკინის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ურო-ვაქსომი წარმოადგენს იმუნოსტიმულატორს. იგი არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ხელს უწყობს T-ლიმფოციტების სტიმულაციას და ენდოგენური ინტერფერონის ინდუცირების პროცესს.

ფარმაკოკინეტიკა:

არ არის ცნობილი.

ჩვენებები:

  • იყენებენ საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკისა და საშარდე გზების მწვავე ინფექციების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად მისაღებად ენიშნებათ თითო კაფულა ერთხელ დღეში, უზმოზე, 3 თვის განმავლობაში.

მწვავე პერიოდში - თითო კაფსულა ერთხელ დღეში, უზმოზე, 10 დღის განმავლობაში ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად სრულ გამოჯანმრთელებამდე.

გვერდითი მოვლენები:

აღინიშნება დაახლოებით 4%-ში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი.

დერმატოლოგიური რეაქციების მხრივ: ეგზანთემა.

მსუბუქი ხველა, ალერგიული რეაქციები, ამ დროს სასურველია შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;

* 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები დღეისათვის არ მოიპოვება.

განსაკუთრებული მითითებები:

ავტოტრანსპორტის მძღოლებში, პრეპარატის გამოყენება უსაფრთხოა.

ჭარბი დოზირება:

არ არის ცნობილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

შესწავლილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია