მწარმოებელი: „ბიოფარმი“ საქართველო
ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები: მწვანე ჟელატინის კაფსულები მოყავისფრო ფხვნილით.
შემედგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტს: ჩაგირი (Bergenia ligulata)- 90მგ, პოლპალა (Aerva lanata) – 90მგ, კრატევა (Crataeva nurvala) – 50მგ, ბერავია (Boerhaavia diffusa) – 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა:
კაფსულები.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფიტოპრეპარატი ანთების საწინააღმდეგო, დიურეზული და სპაზმოლიზური მოქმედებით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
უროჰერბი წარმოადგენს კომბინირებულ მცენარეულ სამკურნალო საშუალებას, რომლის თერაპიული ეფექტი განპირობებულია მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით, პრეპარატი შეიცავს მცენარეების მშრალ ექსტრაქტებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი თვისებები:
ჩაგირის ექსტრაქტი (Bergenia ligulata) გამოიყენება როგორც ლითოლიზური აგენტი თირკმლის კენჭოვანი დაავადებების დროს. ჩაგირის უროლითიაზური ეფექტი განპირობებულია კალციუმის ოქსალატების კრისტალების წარმოქმნის ინჰიბირებით. ჩაგირს ასევე გააჩნია დიურეზული და ანტიოქსიდანტური ეფექტი. ყველა ეს თვისება საშუალებას იძლევა იგი გამოვიყენოთ თირკმელ კენჭოვანი დავადების (ნეფროლითიაზი), ასევე ცისტიტის, სამკურნალოდ.
პოლპალას ექსტრაქტი (Aerva lanata) ეს არის ტრადიციული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური, დიურეზული და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
მას ასევე წარმატებით იყენებენ ბერგენიასთან ერთად უროლითიაზის დროს, წვის შეგრძნების მოსახსნელად. იგი ასევე მნიშვნელოვნად აწესრიგებს შარდის ფიზიკო–ქიმიურ თვისებებს, გონორეისა და მისი მსგავსი ინფექციური პათოლოგიების დროს.
კრატევა (Crataeva nurvala) გამოიყენება საშარდე გზების კალკულოზური დაავადების, განსაკუთრებით თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს. იგი ხელს უწყობს კენჭების დაშლას უფრო მცირე ზომის კონკრემენტებად, რითაც ამარტივებს მათ გამოდევნას ორგანიზმიდან. მისი ლითოლიზური ეფექტი ვრცელდება სხვადასვა ტიპის ქვებზე.
კრატევა ასევე ეფექტურია კრისტალურიის დროს, მას ასევე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.
ბერავია (Boerhaavia diffusa) ორიგინალური მცენარეა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებენ საშარდე გზების პათოლოგიების დროს ტკივილისა და წვის შეგრძნების მოსახსნელად. ბერავია ასევე ხელს უწყობს კენჭების დაშლას.
ბერევია ის უიშვიათესი მცენარეა, რომელიც შეიცავს კალიუმის მარილებს, რისი მეშვეობითაც იგი ბუნებრივი კალიუმის შემნახველი დიურეზულია.
ბერევია ასევე ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
ბერევიას ყველა ეს უნიკალური თვისება განაპირობებს მის გამოყენებას შეშუპებისა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს.
ჩვენება:
უროჰერბი გამოიყენება საშარდე გზების : შარდის ბუშტის (ცისტიტი), თირკმლის (პიელონეფრიტი) მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში, ასევე თირკმლის ქროინიკული არაინფექციური დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში, ასევე თირკმლის ქრონიკული არაინფექციური გენეზის ანთების დროს: გლომერულო ნეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი.
უროჰერბი ასევე გამოიყენება როგორც კენჭების წარმოქმნის საწინააღმდეგო საშუალება (ასევე პოსტოპერაციულად ახალი კენჭების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ)
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: 2 კაფსულა 2–ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ბავშვებში: 1 კაფსულა ერთხელ ან ორჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
მითითებული დოზირების დაცვის შემთხვევაში გამოვლენილი არ არის.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაზე მონაცემები არ არსებობს.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე: არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა ან პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებაზე.
ორსულობა და ლაქტაცია:
მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატში შემავალი კომპონენტები უსაფრთხოა ორსულებისათვის, მისი გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ არის სასურველი, ხოლო ორსულობის მოგვიანებით ვადებზე ასევე მეძუძურ დედებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. მშრალ სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემა:
გაიცემა ურეცეპტოდ.