საერთაშორისო დასახელება:
FAMOTIDINE
მწარმოებელი: PRO.MED. CS. Praha, ჩეხეთი
მოქმედი ნივთიერება: ფამოტიდინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰისტამინური H2-რეცეპტორების მაბლოკირებელი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 20 ც.
1 ტაბ.
ფამოტიდინი ............. 20 მგ
1 ტაბ.
ფამოტიდინი ............ 40 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფამოსანი იწვევს მარილმჟავას სეკრეციის დოზადამოკიდებულ დათრგუნვას და პეფსინის აქტივობის შემცირებას, რაც წყლულის შეხორცების ოპტიმალურ პირობას წარმოადგენს. იგი თრგუნავს კუჭში მარილმჟავას ბაზალურ და ჰისტამინითა და გასტრინით (ნაკლებად აცეტილქოლინით) სტიმულირებულ სეკრეციას 80-90%-ზე უფრო მეტი ხარისხით მისი მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, რომელიც თანდათან ქვეითდება. 6 და 10 სთ-ის შემდეგ მარილმჟავას ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის ინჰიბირების ხარისხი შესაბმისად შეადგენს 70-75% და 40-45%. პრეპარატი პრაქტიკულად არ ცვლის პლაზმაში გასტრინის მაჩვენებლებს.
ფამოსანის მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 12-დან 24 სთ-მდე, რომელიც დამოკიდებულია მის ერთჯერად დოზაზე.
ჩვენებები:
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში), რეციდივების პროფილაქტიკა;
- სიმპტომური (სტრეს-წყლულები, იატროგენული და სხვა) წყლულები;
- ქრონიკული პანკრეატიტი გამწვავების ფაზაში;
- ფუნქციური დისპეფსია, გამოწვეული კუჭის სეკრეტული ფუნქციის გაძლიერებით;
- ეროზიული ეზოფაგიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებიდან სისხლდენების პროფილაქტიკა;
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.
მიღების წესი და დოზირება:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის დროს ჩვეულებრივ ინიშნება 20 მგ 2-ჯერ დღეში ან 40 მგ ერთხელ დღეში ძილის წინ. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებლია სადღეღამისო დოზის გაზრდა 80-160 მგ-მდე.
რეციდივების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 20 მგ ერთხელ დღეში ძილის წინ.
ფამოსანის ტაბლეტების მიღება ხდება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
გვერდითი მოვლენები:
ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, მადის დაქვეითება; ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა.
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: შარდოვანას რაოდენობის მომატება სისხლში, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
სხვადასხვა: იშვიათად - კანზე გამონაყარი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა ფამოსანის და ჰისტამინური H2-რეცეპტორების სხვა ბლოკატორების მიმართ;
* ორსულობა და ლაქტაცია.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორებით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოირიცხოს ავთვისებიანი პროცესის არსებობა, ვინაიდან ამ დროს მოსალოდნელია დაავადების სიმპტომების შენიღბვა და დიაგნოსტიკის გაძნელება.
◄ თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია.
◄ ფამოსანი სიფრთხილით ენიშნებათ აგრეთვე ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებს. პრეპარატი არ ცვლის ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების აქტივობას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- ფამოსანის ერთდროული დანიშვნით მაგნიუმისა და ალუმინის შემცველ ანტაციდურ პრეპარატებთან, ადგილი აქვს ფამოსანის აბსორბციის ინტენსივობის დაქვეითებას, რის გამოც მათ მიღებებს შორის საჭიროა 1-2 სთ-იანი ინტერვალის დაცვა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.