ფარკოსოლვინის შემადგენლობა:

5 მლ სიროფი: ამბროქსოლიHH HCL 15 მგ, გუაიფენაზინი - 30 მგ, გაუწყლოებული თეოფილინი60 მგ.
1 კაფსულა: ამბროქსოლი HH HCL 15 მგ,  გუაიფენაზინი  100 მგ, გაუწყლოებული თეოფილინი 50 მგ

მოქმედება:
ფარკოსოლვინის სიროფი ან კაფსულა შეიცავს ამბროქსოლს ,H გუაიფენაზინს და თეოფილინს , რომელთა სინერგული მოქმედება იწვევს მუკოლიზურ , ამოსახველებელ და ბრონქოდილატაციურ ეფექტებს .

ამბროქსოლი , მუკოლიზური საშუალება , მოქმედებს ლორწოს მუკოპოლისაქარიდების სტრუქტურაზე , ამცირებს მათ სიბლანტეს და ხელს უწყობს ლორწოს გამოყოფას სასუნთქი გზებიდან .

გუაიფენაზინი ამცირებს რესპირატორული სეკრეტის ადჰეზიურობასა და ზედაპირულ დაჭიმულობას , აძლიერებს სასუნთქი გზების სეკრეტის და ნახველის გამოყოფას , ტრაქეო - ბრონქულ ნახველზე ახდენს დემულცენტურ ეფექტს .

თეოფილინი , ფარკოსოლვინის მესამე კომპონენტი , ახდენს ბრონქების გლუვი კუნთების ეფექტურ რელაქსაციას , ააგზნებს სუნთქვის ცენტრს , აძლიერებს დიაფრაგმის შეკუმშვას და ბრონქო - პულმონური გზების მუკოცილიალურ კრილენსს .

კლინიკურად , ფარკოსოლვინი ამცირებს რესპირატორული გზების სპაზმს და სეკრეტით გამოწვეულ ხველას , ხელს უშლის სქელი ლორწოვანი ფოლაქების ჩამოყალიბებას , იწვევს ხშირი , არაპროდუქტიული ხველის გაიშვიათებას და აქცევს მას პროდუქტიულად . ეს ეფექტები განაპირობებს ფარკოსოლვინის მაღალეფექტურობას სხვადასხვა ტიპის ხველის დროს , რესპირატორული დაავადებების ხშირ შემთხვევაში როგორც მოზრდილებში , ისე ბავშვებში .

ჩვენება :

ფარკოსოლვინი (სიროფი ან კაფსულა) ნაჩვენებია სეკრეტით ან ბრონქოსპაზმით გამოწვეული პროდუქტიული და არაპროდუქტიული დროს , მწვავე და ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში :

- სხვადასხვა გენეზის (ინფექციური, სხვადასხვა გამღიზიანებლით გამიწვეული, მწეველთა) ტრაქეობრონქიტი და ბრონქიტი;

- ასთმური ბრონქიტი;

- პნევმონია;

- ბრონქოექტაზია;

- ბრონქოპნევმონია;

- ემფიზემა;

- ატელექტაზი.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ

გაფრთხილება:

ისევე როგორც თეოფილინის შემცველი სხვა პრეპარატები , ფარკოსოლვინი ინიშნება სიფრთხილით კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ჰიპერტენზიის, გულის, ღვიძლის და თიკმლის მწვავე დაავადებების დროს .

გვერდითი ეფექტები:
ფარკოსოლვინი უსაფრთხოა და კარგად გადაიტანება . იშვიათად მის მიღებას თან ახლავს გულისრევა ან ღებინება .

ორსულობა და ლაქტაცია :
ორსულებში და ლაქტაციის დროს ფარკოსოლვინი უნდა დაინიშნოს მხოლოდ აუცილებელი ჩვენების დროს .

დოზირება :
ბავშვები - (1-3 წლამდე ) - ½1/2-1 ჩაის კოვზი სიროფი დღეში 3-4- ჯერ;

ბავშვები - (3-12 წლამდე ) - 1-2 ჩაის კოვზი სიროფი დღეში 3-4- ჯერ მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით 1-3 ჩაის კოვზი სიროფი ან 1-2 კაფსულა დღეში 3- ჯერ .

შეფუთვა ბოთლი 120 მლ სიროფი . კოლოფი 24 რბილი ჟელატინიანი კაფსულა .

შენახვის პირობები:
ინახება 15-30 °C ტემპერატურაზე , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

შენახვის ვადა :
3 წელი

გაცემის წესი :
რეცეპტით

მწარმოებელი Pharco Pharmaceutical Kilo 31 Alexandria-Cairo Desert, Egipt

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია