წარმოებულია: GlaxoSmithKline group of companies

ქაირო. ეგვიპტე

შემცველობა:

თითოეული კაფსულა შეიცავს:

რკინის ფუმარატი ...................... 350.0 მგ

ვიტამინი  B       ......................... 127.5 მკგ

ფოლის მჟავა ..............................    2.0 მგ

ასკორბინის მჟავა ........................ 150.0 მგ

მანგანუმის სულფატი ექვივალენტური ....... 2.5 მგ Mn

სპილენძის სულფატი ექვივალენტური ........ 2.5 მგ Cu

ფარმაკოლოგიური თვისებები:

- ფეროტონი წარმოადგენს კარგად შესაწავლილ კომბინაციას, რომელიც უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას და მის გამოყენებას რკინადეფიციტური ანემიების სამკურნალოდ.

- ფეროტონი შეიცავს ყველა ფაქტორს, რაც საჭიროა ნორმალური ერითროპოეზისათვის.

- ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს რკინის გარდაქმნას ფორმაში, რომელიც უფრო ადვილად იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

- ვიტამინი B12, ფოლის მჟავა, მანგანუმი და სპილენძი რკინასთნ ერთად აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის.

- რკინის ფუმარატს გააჩნია ელემენტალური რკინის ყველაზე მაღალი შემცველობა (33%) მის სხვა მარილებთან შედარებით.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ზოგადმატონიზირებელი, ჰემოპოეზის მასტიმულირებელი.

ჩვენებები:

ანემიის, რკინადეფიციტური ანემიის ჩათვლით, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის შემდეგ შემთხვევებში:

- ორსულობისა და ლაქტაციის დროს;

- კვების უკმარისობისას;

- ოპერაციულ ჩარევებამდე და მათ შემდეგ;

- სისხლდენებისას ან სისხლის ნებისმიერი დაკარგვისას;

- სისხლის დანაკარგის კომპენსაციისათვის მენსტრუაციის დროს;

- სქესობრივი მომწიფების პერიოდში;

- გამოჯანმრთელების პერიოდში.

უკუჩვენებები:

* უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მაღალი მგრძნობელობისას.

დოზირება:

პრეპარატი ინიშნება თითო ტაბლეტი დღეში ძირითადი ჭამის შემდეგ.

დოზის გაზრდა შეიძლება 2 ტაბლეტამდე ექიმის დანიშნულებით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:

რეცეპტით გასაცემი

ვარგისიანობის ვადა:

36 თვე

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია