მწარმოებელი: LEK, სლოვენია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რკინადეფიციტური ანემიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი ........ 100 მგ

სხვა ინგრედიენტები:

შოკოლადის ესენცია, ასპარტამი (E951), ტალკი, მაკროგოლი 6000, დესტრატები.

სიროფი: ფლაკონში 100 მლ, დოზირებულ კოვზთან კომპლექტში.

5 მლ

რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი ..........    50 მგ

სხვა ინგრედიენტები:

საქაროზა, სორბიტოლი მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ეთანოლი, ქლიავის ესენცია, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატში ფერუმ ლეკი რკინა იმყოფება რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის სახით. რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი გამორჩეულად სტაბილურია და ფიზიოლოგიურ პირობებში არ გამოყოფს რკინის თავისუფალ იონებს. კომპლექსი სტრუქტურით ჰგავს რკინისა და ფერიტინის ბუნებრივ ნაერთს, რის გამოც პრეპარატის შიგნით მიღებისას რკინა (III) ნაწლავიდან სისხლში აქტიური შეწოვის გზით გადადის, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის დოზის გადაჭარბებასა და პრეპარატით მოწამვლას. რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმატოზურ კომპლექსს არ გაჩნია პროოქსიდანტური თვისებები, რომლებიც რკინის (II) მარილებს ახასიათებს.

პრეპარატის გამოყენებისას ხდება რკინის დეფიციტის კლინიკური (სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, კანის საფარის სიმშრალე) და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესია.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის შიგნის მიღების შემდეგ რკინის შეწოვა ხდება 12-გოჯა და წვრილ ნაწლავებში. არსებობს კორელაცია რკინის დეფიციტის დონესა და სისხლის სისტემურ ნაკადში აბსორბირებულ რკინის რაოდენობას შორის (რაც მეტია რკინის დეფიციტი, მით უკეთესია შეწოვა).

ჩვენებები:

  • რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა;
  • რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა;
  • რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:

საღეჭი ტაბლეტები

რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ ინიშნება 1 ტაბ. 2-3-ჯერ დღე-ღამეში სისხლში ჰემოგლობინის ნორმალური დონის მიღწევამდე (ჩვეულებრივ 2-3 თვეში თერაპიის დაწყებიდან). ამის შემდეგ რკნის პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში ორგანიზმში რკინის რეზერვის აღსადგენად (1 ტაბ. ერთხელ დღე-ღამეში).

ორსულობის დროს რეკომენდებულია 1 ტაბ. მიღება დღე-ღამეში მთელი პერიოდის განმავლობაში.

რკინის ლატენტური დეფიციტის პროფილაქტიკისათვის ინიშნება დოზით 1 ტაბ. დღე-ღამეში. ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს ან მისი დასრულებისთანავე, მათი დაღეჭვით ან მთლიანად ჩაყლაპეთ.

სიროფი

ფერუმ ლეკის სიროფის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს ან მისი დასრულებისთანავე. შეიძლება ხილის ან ბოსტნეულის წვენებთან ან საკვებ ნარევებთან შერევა (პრეპარატის აქტივობის დაქვეითების გარეშე). სადღეღამისო დოზის მიღება შეიძლება 1 ან რამდენიმე მიღებად.

რკინადეფიციტური ანემიის დროს რეკომენდებული დოზებით მკურნალობა ტარდება 2-3 თვის განმავლობაში სისხლში ჰემოგლობინის ნორმალური დონის მიღწევამდე. ამის შემდეგ რკინის პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში ორგანიზმში რკინის რეზერვის აღსადგენად.

პრეპარატის სადღეღამისო დოზები რკინადეფიციტური მდგომარეობების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის პაციენტის ჩვენებებისა და ასაკის მიხედვით მოყვანილია ცხრილში.

 

პაციენტები

რკინადეფიციტური ანემია

რკინის ლატენტური დეფიციტი

რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა

1 წლამდე ბავშვები

2.5-5 მლ

*

*

1-12 წლის ბავშვები

5-10 მლ

2.5-5 მლ

*

12 წელზე უფროსი ბავშვები, მოზრდილები, ქალები ლაქტაციის პერიოდში

10-30 მლ

5-10 მლ

*

 

ორსულები

20-30 მლ

10 მლ

5-10 მლ

*ამ ჩვენებების მიხედვით პრეპარატი უნდა დაინიშნოს ძალიან დაბალი დოზებით, ამიტომ სიროფის გამოყენება რეკომენდებული არ არის. 1 დოზირებული კოვზის შემცველობაა 5 მლ.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი კუჭის არეში, ღებინება, ყაბზობა, დიარეა.

პრეპარატის მიღებისას აღინიშნება განავლის ფერის გამუქება, რაც განპირობებულია შეუწოველი რკინის გამოყოფით და კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

* ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;

* რკინის უტილიზაციის მექანიზმების დარღვევა;

* ანემიები, რომლებიც არ უკავშირდება რკინის დეფიციტს (მაგალითად, ჰემოლიზური ანემიები, თალასემია).

ორსულობა და ლაქტაცია:

კონტროლირებადი კვლევების მსვლელობის დროს პრეპარატის გამოყენებისას ორსულობის II და III ტრიმესტრებში უარყოფითი ზეგავლენა დედის ან ნაყოფის ორგანიზმზე არ გამოვლინდა.

განსაკუთრებული მთითებები:

◄ პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით გასათვალისწინებელია, რომ 1 ტაბლეტი ან 1 მლ სიროფი შეიცავს 0.04 ქე-.ს

◄ იმის გამო, რომ პრეპარატში რკინა წარმოდგენილია რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის სახით, იგი არ წარმოქმნის უხსნად ხელატურ ნაერთებს საკვების კომპონენტებთან - ფიტინთან (ბრინჯი, ფქვილი), ტანინთან (ჩაი, ყავა), ფოსფატებთან (თევზი, ზღვის პროდუქტები) და აგრეთვე მედიკამენტებთან (ტეტრაციკლინები, ანტაციდები). რის გამოც პრეპარატი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით.

◄ პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში რეკომენდებულია სიროფის სახით.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში ინტოქსიკაციის ან ორგანიზმში ზედმეტი რკინის მიღების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა პრეპარატებთან არასასურველი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია