საერთაშორისო დასახელება:
FITOLYZIN
მწარმოებელი: HERBAPOL, პოლონეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის დიურეზული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შინაგანად მისაღები პასტა: ალუმინის ტუბში 100 გ
1 გ
ფორთოხლის ზეთი ........... 0.15 გ
სალბის ზეთი ........................ 1.0 გ
ბაღის პიტნის ზეთი ............... 0.5 გ
ფიჭვის ზეთი ....................... 0.2 გ
შემდეგი სამკურნალო მცენარეების სქელი ექსტრაქტების ნარევი:
ოქროწკეპლა, მინდვრის შვიტა, ჩვეულებრივი მატიტელა ჭანგის ძირი, ხახვის ფურცლები, არყის ხის ფოთლები, ულუმბოს თესლები, ოხრახუშის ფესვები, ცისკარას ფესვი - 67.2.
დამხმარე ნივთიერებები:
აგარი ............. 1.2 გ
ნიპაგინ A .............. 0.2 გ
ხორბლის სახამებელი ..... 2.3 გ
ვანილინი ................. 0.0004
გლიცერინი .............. 100 გ-მდე
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფიტოლიზინი ავლენს შარდმდენ, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზურ მოქმედებას, ხელს უწყობს ქვიშის და მცირე ზომის კომპონენტების გამოდევნას საშარდე გზებიდან, ამცირებს შარდის მინერალური კომპონენტების მინერალიზაციას.
ჩვენებები:
საშარდე გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, ნეფროუროლითიაზი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში ინიშნება 1 ჩაის კოვზი პასტა, გახსნილი 1/2 თბილ, დამტკბარ წყალში. 3-4 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები: ზოგჯერ - გულისრევა.
გვერდითი მოვლენების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
* გლომერულონეფრიტი;
* ფოსფატური უროლითიაზი;
* 18 წლამდე ასაკის მოზარდები.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.