წამლის შემადგენლობა :
აქტიური ნივთიერება : სპირტის ნაყენი (1:10) მცენარეული ნედლეულისაგან :
კუნელის ნაყოფი - 10 გ ;
კორიანდრის ნაყოფი – 5 გ ;
სამკურნალო ბარამბოს ბალახი – 15 გ ;
ძიძოს ბალახი – 5 გ ;
შვრიის ნაყოფი – 25 გ ;
შავბალახა – 20 გ .
სვიის ნაყოფი – 20 გ,
ეთილის სპირტი 40%
წამლის ფორმა : ნაყენი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
საძილე და სედაციური პრეპარატი
ფარმაკოლოგიური თვისებები :
ფარმაკოდინამიკა . ფიტოსედი ახდენს სედაციურ ეფექტს . პრეპარატის სედაციური ეფექტი ვლინდება მისი მიღების პირველივე დღიდან . მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა 1-1,5 საათის შემდეგ და გრძელდება 2-4 საათით . პრეპარატის მოქმედებას განაპირობებს მისი შემადგენელი კომპონენტები.
ჩვენებები:
- პრეპარატი ენიშნება მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს, როგორც სედაციური საშუალება სხვადასხვა ეტიოლოგიის ნევროზის დროს;
- ნევრასთენიის მსუბუქი ფორმა: გაღიზიანების, მღელვარების, შიშის, მომეტებული გადაღლილობის, დაბნეულობის თანხლებით; ნერვული აგზნება; უძილობა;
- ნეიროცირკულაციური დისტონია;
- ჰიპერტონული და კარდიალური ტიპის მიხედვით; ასთენიის სინდრომი
- ( ჰიპერსტენული ფორმა).
უკუჩვენებები : მომატებული მგრძნობელობა.პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვების, ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის.
სიფრთხილის ზომები .
პრეპარატი არ ენიშნება მძღოლებს და მანქანა მექანიზმებთან მომუშავე პაციენტებს, რადგან ასეთი სამუშაო დიდ ყურადღებას და
მოძრაობის სწრაფ რეაქციას საჭიროებს .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან :
თუ ღებულობთ რაიმე სხვა წამლებსაც, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს .ფიტოსედი აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი წამლების მოქმედებას.
მიღების წესი და დოზა . ფიტოსედი შიგა მიღების პრეპარატია,
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებს ეძლევა 1 ჩაის კოვზი (5 მლ ) ცოტა წყალთან ერთად, 3-4- ჯერ დღეში და 1- ჯერ ძილის წი .
მკურნალობის კურსი გრძელდება 10-30 დღით .
აუცილებლობის შემთხვევაში კურსი შეიძლება განმეორდეს 10–15 დღის შემდეგ .
მიღების წინ შეანჯღრიეთ .
ჭარბი დოზა . რეკომენდირებულზე მეტი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა .
გვერდითი ეფექტები:
მომატებულმა მგრძნობელობამ პრეპარატის კომპონენტების მიმართ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები .
რაიმე სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიიღეთ ექიმის რეკომენდაცია,შეიძლება თუ არა ამ პრეპარატის შემდგომი გამოყენება.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი . მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ , წამალი არ უნდა მიიღოთ .
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისაგან ხელმიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. შენახვისას შესაძლებელია ნალექის გამოყოფა .
შეფუთვა; 100 მლ ნაყენი ფლაკონში ან ქილაში.
გაცემა: რეცეპტის გარეშე .
მწარმოებელი: ქიმიურ ფარმაცევტული ქარხანა “კრასნაია ზვეზდა”. უკრაინა.