საერთაშორისო დასახელება:

AMOXICILL; CLAVULANIC ACID

მწარმოებელი: ASTELLAS, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: ამოქსიცილინი+კლავულანატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი, ნახევარდსინთეზური პენიცილინი+ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნადი (დისპერგირებადი) ტაბლეტები გარგარის არომატით:

შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ამოქსიცილინი ..............        125 მგ

კლავულანატი     ................     31.25 მგ

ხსნადი (დისპერგირებადი) ტაბლეტები გარგარის არომატით: შეფუთვაში 15 ც.

1 ტაბ.

ამოქსიცილინი   ........       250 მგ

კლავულანატი ............       62.5 მგ

1 ტაბ.

ამოქსიცილინი ............    500 მგ

კლავულანატი .............   125 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით, ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას - ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორის კომბინირებული პრეპარატი, მოქმედებს ბაქტერიციდულად, თრგუნავს ბაქტერიული კედლის სინთეზს. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ (ბეტა-ლაქტამაზების მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით). პრეპარატის შემცველობაში შემავალი კლავულანის მჟავა თრგუნავს ბეტა-ლაქტამაზას II, III, IV და V ტიპებს, არააქტიურია I ტიპის ბეტა-ლაქტამაზების მიმართ, პროდუცირებულს Enterobacter spp., Pseudomonas aeruginosa, Serratia spp., Acinobacter spp., მიერ. კლავულანის მჟავა კარგად უკავშირდება პენიცილინაზებს, რის გამოც ქმნის სტაბილურ კომპლექსს ფერმენტთან, რაც ახდენს ბეტა-ლაქტამაზების ზეგავლენით ამოქსიცილინის ფერმენტატული დეგრადაციის არიდებას და აფართოვებს მისი მოქმედების სპექტრს.

ფლემოკლავი აქტივობას ავლენს შემდეგი ბაქტერიების მიმართ:

აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Streptococcus pyrogens, Streptococcus viridans, Streptococcus pneumoniae, Staphylococcus aureus (ბეტა-ლაქტამაზების მაპროდუცირეებლი შტამების ჩათვლით), Staphylococcus epidermidis  (ბეტა-ლაქტამაზების მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Enterococcus faecalis, Corynebacterium spp., Bacillus anthracis, Listeria monocytogenes.

აერობული გრამდადებიით ბაქტერიები: Clostridium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.

აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Escherichia coli, Klebsiella spp., Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Yersinia enterocolitica, Salmonella spp., Shigella spp., Haemophilus influenzae, Haemophilusducreyi, Neisseria gonorrhoeae (ბეტა-ლაქტამაზების მაპროდუცირებელი ზემოხსნებული შტამების ჩათვლით),

Neisseria meningitides, Bordetella pertussis, Gardnerella vaginalis, Brucella spp., Branhamella catarrhalis, Pasteurella multocida, Campylobacter jejuni, Vibrio cholerae, Moraxella cartarrhalis, helicobacter pylori.

ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Bacteroides spp., Bacteroides fragilis ჩათვლით (ბეტა-ლაქტამაზების მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით).

ფარმაკოკინეტიკა:

ამოქსიცილინი:

ამოქსიცილინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა აღწევს 94%-ს. აბსორბცია საკვების მიღებაზე დამოკიდებული არ არის; პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 12 საათში ამოქსიცილინის მიღებიდან. ერთჯერადი დოზის 500-125 მგ (ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა) მიღების შემდეგ ამოქსიცილინის საშუალო კონცენტრაცია (8 საათის შემდეგ) შეადგენს 0.3 მგ/ლ. სისხლის შრატის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 17-20%. ამოქსიცილინი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში.

ამოქსიცილინი მეტაბოლიზირდება ღვიძლში (შეყვანილი დოზის 10%), უმეტესი ნაწილი გამოიყოფა თირკმელებით (დოზის 52+15% უცვლელი სახით 7 საათის განმავლობაში) და მცირე რაოდენობა გამოიყოფა ნაღვლის წვენთან ერთად. სისხლის შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით შეადგენს დაახლოებით 1 საათს (0.9-1.2 სთ), პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 10-30 მლ/წთ ფარგლებში შეადგენს 6 საათს, ხოლო ანურიის შემთხვევაში მერყეობს 10 და 15 საათის ფარგლებში. ჰემოდიალიზის დროს პრეპარატი გამოიყოფა.

კლავულანის მჟავა:

კლავულანის მჟავას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა აღწევს დაახლოებით 60%-ს. აბსორბცია საკვების მიღებაზე დამოკიდებული არ არის. კლავულანის მჟავას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 1-2 საათში მიღებიდან, ერთჯერადი დოზის 0.5 გ/125 მგ (ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა) მიღების შემდეგ კლავულანის მჟავას საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 0.08 მგ/ლ  8 საათში. სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 22%. კლავულანის მჟავა აღწევს პლაცენტარულ ბარიერში. სარწმუნო მონაცემები დედის რძეში შეღწევის შესახებ არ არსებობს. კლავულანატი მეტაბოლიზირდება ღვიძლში (50-70%) და დაახლოებით 40% გამოიყოფა თირკმელებით (18-38% უცვლელი სახით). საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 1 საათს, პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 20-70 მლ/წთ - 2.6 საათს, ხოლო ანურიისას - 3-4 საათის ფარგლებში. ჰემოდიალიზის დროს პრეპარატი გამოიყოფა.

ჩვენებები:

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:

  • ზედა სასუნთქი გზებისა და ლორ-ორგანოების (მ.შ. შუა ოტიტი, სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი);
  • ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკული ბრონქიტი და მისი გამწვავება, პნევმონია;
  • კანისა და რბილი ქსოვილების;
  • თირკმელებისა და ქვედა შარდსასქესო გზების.

მიღების წესი და დოზირება:

რათა არ მოხდეს დისპეფსიური სიმპტომების გამოვლინება, ფლემოკლავ სოლუტაბი ინიშნება საკვების მიღების დასაწყისში. ტაბლეტი იყლაპება მთლიანად, ჭიქა წყლის დაყოლებით, ან იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში (მინიმუმი 30 მლ), კარგი მორევით გამოყენებამდე.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე და განსაკუთრებული საჭიროების არარსებობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს.

უფროსებსა და ბავშვებში სხეულის წონით არა უმეტეს 40 კგ პრეპარატი ინიშნება: 500/125 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში, მძიმე, რეციდივირებადი და ქრონიკული ინფექციებისას შეიძლება ამ დოზების გაორმაგება.

3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (სხეულის წონით დაახლოებით 5-12 კგ) დღეღამის დოზა შეადგენს 20-30 მგ ამოქსიცილინს და 5-7,5 მგ კლავულანის მჟავას სხეულის წონის კგ-ზე. ჩვეულებრივ ეს შეადგენს დოზას 125/31.25 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში (სხეულის წონით დაახლოებით 13-37 კგ) დღეღამის დოზა შეადგენს 20-30 მგ ამოქსიცილინს და 5-7,5 მგ კლავულანის მჟავას სხეულის წონის კგ-ზე. ჩვეულებრივ ეს შეადგენს დოზას 125/31.25 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში.

2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში (სხეულის წონა  დაახლოებით 25-37 კგ); მძიმე ინფექციებისას შეიძლება ამ დოზების გაორმაგება (დღეღამის მაქსიმალური დოზა შეადგენს 60 მგ ამოქსიცილინს და 15 მგ კლავულანის მჟავას სხეულის წონის კგ-ზე).

პაციენტები თირკმელების დარღვეული ფუნქციით: პაციენტებში თირკმლის უკმარისობით კლავულანის მჟავისა და ამოქსიცილინის გამოყოფა თირკმელებით შენელებულია. თირკმელების უკმარისობის სიმძიმის მიხედვით ფლემოკლავ სოლუტაბის საერთო დოზა (გამოხატული ამოქსაცილინის დოზით) არ უნდა აღემატებოდეს ქვეოთ მოყვანილ რაოდენობებს.

გორგლისებრი ფილტრაციის სიჩქარე მლ/წთ: უფროსები - 0.5 გ დღეში, ბავშვები - 15 მგ/კგ დღეში.

ჰემოდიალიზი: უფროსები - 0.5 გ დღეში და 0.5 გ დიალიზის დროს და მის შემედგ, ბავშვები - 15 მგ/კგ დღეში და 15 მგ/კგ დიალიზის დროს და მის შემდეგ.

პაციენტები ღვიძლის დარღვეული ფუნქციით: ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ღვიძლით დაავადებულ პაციენტებში, ღვიძლის ფუნქცია უნდა იმყოფებოდეს მუდმივი კონტროლის ქვეშ.

გვერდითი მოვლენები:

კანის ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ერითემატოზური გამონაყარი, იშვიათად - მულტიფორმული ექსუდატიური ერითემა, ძალიან იშვიათად - ექსფოლიატური დერმატიტის, ავთვისებიანი ექსუდატიური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ზოგიერთ შემთხვევაში ვლინდება ე.წ. „მეხუთე დღის გამონაყარი“. რეაქციები დამოკიდებულია პრეპარატის დოზასა და პაციენტის მდგომარეობაზე.

რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, „ღვიძლის“ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ცალკეულ შემთხვევებში - ქოლესტატური სიყვითლე, ჰეპატიტის, ფსევდმომემბრანოზული კოლიტი. ტრანსამინაზების, ბილირუბინისა და ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მომატება ჩვეულებრივ აღინიშნება მამრობით სქესისა და ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით 65 წელზე უფროსებში. არასასურველი მოვლენების ასარიდებლად პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღების დასაწყისში, მსგავსი ცვლილებების რისკი მატულობს პრეპარატის 14 დღეზე მეტ ხანს გამოყენების შემთხვევაში.

აღნიშნული მოვლენები იშვიათად აღინიშნება ბავშვებში. ზემოაღნიშნული მოვლენები ჩვეულებრივ გამოიხატება მკურნალობის დროს ან მისი დასრულებისთანავე. ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე კვირაში პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან. ძირითადად, რეაქციები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ უმნიშვნელო ხასიათისაა, მაგრამ ზოგჯერ გამოხატულია.

სხვა: კანდიდამიკოზი, სუპერინფექციის განვითარება, პროთრომბინული დროის უკუქცევადი ზრდა.

ქვემოაღნიშნული ჩამონათვალი ასახავს შესაძლო გვერდით ეფექტებს კლებადობის მიხედვით:

ხშირად

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ღებინება, გულისრევა, დიარეა, ტკივილი მუცელში.

იმუნური რეაქციები: ჭინჭრის ციება.

კანი და რბილი ქსოვილები: ეგზანთემა.

იშვიათად

სისხლი და ლიმფური სისტემა: ცვლილებები სისხლის შემადგენლობაში (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიტური ანემია).

ჰეპატო-ბილიალური სისტემა: ქოლესტატური სიყვითლე, ჰეპატიტი.

იმუნური სისტემა: ანგიონევროზული შეშუპება, ვასკულიტი.

სისხლის შედედების სისტემა: პროთრომბინული დროის ზრდა.

შარდის გამოყოფის სისტემა: ინტერსტიციალური ნეფრიტი.

ერთეული შემთხვევები

ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროტული შეშუპება, ფსევდომემბრანული კოლიტი, მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას ან სხვა კომპონენტების მიმართ.

* ჰიპერმგრძნობელობა სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიცაა პენიცილინები და ცეფალოსპორინები.

* სიყვითლე ან ღვიძლის დისფუნქცია ამოქსიცილინის/კლავულანატის მიღებისას ანამნეზში.

* პაციენტებში ინფექციური მონონუკლეოზით ან ლიმფოლეიკოზით იზრდება ეგზანთემის რისკი, ამიტომ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა არ უნდა დაენიშნოს ამ დაავადების არსებობის დროს.

სიფრთხილით: თირკმელების მძიმე უკმარისობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (მ.შ. კოლიტი ანამნეზში, დაკავშირებული პენიცილინების გამოყენებასთან), თირკმელების ქრონიკული უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ამოქსიცილინის/კლავულანატის მავნე ზემოქმედება ნაყოფსა და ახალშობილებზე ორსული ქალების მიერ გამოყენებისას არ გამოვლენილა.

გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრში უსაფრთხოდ ითვლება. I ტრიმესტრის დროს პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს.

ამოქსიცილინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. კლავულანის მჟავას დედის რძესთან ერთად გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ბავშვზე მავნე ზემოქმედება ძუძუთი კვების დროს ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინაციის ფონზე არ გამოვლენილა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პენიცილინებით მკურნალობისას პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა მათ მიმართ, შესაძლოა წარმოიქმნას ანაფილაქსიური რეაქციები. ფლემოკლავ სოლუტაბით მკურნალობა ასეთ შემთხვევებში აუცილებლად უნდა შეწყდეს ან შეიცვალოს სხვა შესაფერისი თერაპიით.

◄ ანაფილაქსიური შოკის სამკურნალოდ შესაძლოა საჭირო გახდეს ადრენალინის, კორტიკოსტეროიდების სასწრაფოდ შეყვანა და სუნთქვის უკმარისობის აღმოფხვრა.

◄ არსებობს ჯვარედინი მდგრადობისა და ჰიპერმგრძნობელობის შესაძლებლობა სხვა პენიცილინებთან ან ცეფალოსპორინებთან. როგორც მოქმედების ფართო სპექტრის სხვა პენიცილინების გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა წარმოიქმნას სოკოვანი ან ბაქტერიული გენეზის სუპერინფექციები (კერძოდ -კანდიდოზი), განსაკუთრებით პაციენტებში ქრონიკული დაავადებების და/ან იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევებით. სუპერინფექციის წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის მიღება წყდება და/ან შეირჩევა შესაბამისი თერაპია.

◄ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით დოზის შერჩევა ხდება მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით.

◄ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით კომბინაცია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა უნდა დაინიშნოს სიფრთხილით და ექიმის მუდმივი კონტროლის ქვეშ. ფლემოკლავ სოლუტაბის გამოყენება არ შეიძლება 14 დღეზე მეტ ხანს ღვიძლის ფუნქციის შეფასების გარეშე.

◄ იშვიათად აღინიშნება პროთრომბინული დროის გაზრდა. ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა უნდა დაინიშნოს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თერაპია ანტიკოაგულანტებით.

◄ შარდში შაქრის განსაზღვრის არაფერმენტულმა მეთოდებმა, ასევე ურობილინოგენზე ტესტმა შესაძლოა გამოავლინოს ცრუდადებითი შედეგები.

◄ კურსული მკურნალობისას აუცილებელია სისხლწარმოქმნის ორგანოების, ღვიძლისა და თირკმელების კონტროლი.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ღებინება, გულისრევა და დიარეა წყლისა და ელექტროლიტური ბალანის შესაძლო დარღვევით.

მკურნალობა: ინიშნება აქტივირებული ნახშირი. აუცილებელია წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნება.

კრუჩხვების შემთხვევაში ინიშნება დიაზეპამი. სხვა სიმპტომები ინკურნება სიმპტომატურად.

თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ჰემოდიალიზი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ანტაციდები, გლუკოზამინი, საფაღარათე სამკურნალო საშუალებები, ამინო-გლიკოზიდები ანელებს და ამცირებს აბსორბციას; ასკორბინის მჟავა აბსორბციას ზრდის.

- ბაქტერიციდული ანტიბიოტიკები (მ.შ. ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები, ციკლოსერინი, ვანკომიცინი, რიფამპიცინი ახდენენ სინერგიულ მოქმედებას; ბაქტერიოსტატული სამკურნალო საშუალებები (მაკროლიდები, ქლორამფენიკოლი, ლინკოზამიდები, ტეტრაციკლინები, სულფანილამიდები) - ანტაგონისტებია.

- ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას (ნაწლავის მიკროფლორის დათრგუნვით. ამცირებს ვიტამინ K-ს სინთეზს და პროთრომობინის ინდექსს). ანტიკოაგულანტების ერთდროულად გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შედედების მაჩვენებლების კონტროლი.

- ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების, სამკურნალო საშუალებების, რომელთა მეტაბოლიზმის პროცესში წარმოიქმნება პარაამინობენზოის მჟავა, და ეთინილესტრადიოლის ეფექტურობას - („გამოხეთქვის“ სისხლდენების განვითარების რისკი).

- დიურეტიკები, ალოპურინოლი ფენილბუტაზონი, არასტრეოიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ახდენს არხის სეკრეციის ბლოკირებას, ზრდის ამოქსიცილინის კონცენტრაციას (კლავულანის მჟავა გამოიყოფა ძირითადად გორგლისებრი ფილტრაციის გზით).

- ალოპურინოლი ზრდის კანზე გამონაყარის რისკს, ამოქსიცილინი არ უნდა დაინიშნოს დისულფირამთან ერთად.

- ამოქსიცილინისა და დიგოქსინის ერთად დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს  სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის გაზრდა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია