საერთაშორისო დასახელება:
CIPROFLOXACIN
მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი
მოქმედი ნივთიერება:
ციპროფლოქსაცინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 0.3%: პლასტიკურ ფლაკონ-საწვეთურში 5 მლ.
1 მლ
ციპროფლოქსაცინი
(ჰიდროქლორიდის სახით) .......... 3.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, მანიტოლი, გაყინული ძმარმჟავა, ნატრიუმის აცეტატი, საინექციო წყალი.
თვალის მალამო 0.3%: ალუმინის ტუბში 5.0 გ
1 გ
ციპროფლოქსაცინი
(ჰიდროქლორიდის სახით) ......... 3.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
უწყლო ლანოლინი, ქლორბუტონალი, რბილი ყვითელი პარაფინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ციპროფლოქსაცინს გააჩნია ანტიბაქტერიული (ბაქტერიციდული) მოქმედება, განსაკუთრებით აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, შედარებით ნაკლებად გამოხატულია მისი ზემოქმედება ანაერობებზე. მოქმედებს შემდეგ ბაქტერიებზე: Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Campilobacter jejuni, Citrobacter diversus, Citrobacter freundii, Enterobacter cloaceae, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella pneumoniae, Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Pseudomonas aeruginosa, Salmonella typhi, Serratia marcescens, Shigella flexneri, Shigella sonnei, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Acinetobacter spp., Aeromonas caviae, Aeromonas hydrophilia, Brucella melitensis, Campylobacter coli, Edwardsiella tarda, Enterobacter aerogenes, Haemophilus ducreyi, Klebsiella oxytoca, Legionella pneumophila, Moraxella (Branhamella) catarrhalis, Neisseria meningitidis, Pasteurella multicoda, Salmonella enteritidis, Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Vibrio vulnificus, Yersinia enterocolitica, Chlamydia trachomatis (ზომიერი მგრძნობელობა), Mycobacterium tuberculosis (ზომიერი მგრძნობელობა). ციპროფლოქსაცინის მიმართ არამგრძნობიარეა Pseudomonas cepacia-ის შტამების უმრავლესობა და Pseudomonas matolphilia-ს ზოგიერთი შტამი, ასევე ანაერობული ბაქტერიები Bacteroides fragilis და Clostridium difficile-ის ჩათვლით.
ჩვენებები:
- თვალისა და მისი დანამატების სხვადასხვა ინფექციური დაავადების ადგილობრივი მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით: მწვავე და ქვემწვავე კონიუნქტივიტები, ბლეფაროკონიუნქტივიტები, ბლეფარიტები, რქოვანას ბაქტერიული წყლულები ჰიპოპიონით ან მის გარეშე ბაქტერიული კერატიტები და კერატოკონიუნქტივიტები, ქრონიკული დაკრიოცისტიტები და მეიბომიტები;
- წინასაოპერაციო პროფილაქტიკა ოფთალმოქირურგიაში. პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების მკურნალობა;
- თვალის კაკლისა და მისი დანამატების ტრავმის შემდგომი (უცხო სხეულით ან მის გარეშე) ინფექციური გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის დანიშვნამდე სასურველია განისაზღვროს მის მიმართ მიკროფლორის მგრძნობელობა, რომელმაც გამოიწვია დაავადება.
თვალის წვეთები 0.3%: პრეპარატის 1-2 წვეთის ჩაწვეთება ხდება კონიუნქტივალურ პარკში. ჩაწვეთების სიხშირე დამოკიდებულია ანთებითი პროცესის სიმძიმეზე.
მწვავე ბაქტერიული კონიუნქტივიტების, მარტივი, ქერცლოვანი და წყლულოვანი ბლეფარიტების დროს ინიშნება 4-8-ჯერ დღეში დაავადების სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის კურსი შეადგენს 5-14 დღეს.
კერატიტების დროს ინიშნება 1 წვეთი არანაკლებ 6-ჯერ დღეში. დადებითი ეფექტის დროს მკურნალობის მაქსიმალური კურსი რქოვანას დაზიანების სიმძიმის მიხედვით შეადგენს 2-4 კვირას.
რქოვანას დაზიანებისას ლურჯ-მწვანე ჩხირით ფლოქსიმედი ინიშნება რაც შეიძლება ხშირად არანაკლებ თითო წვეთი 8-12-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და ჩვეულებრივ შეადგენს 2-3 კვირას.
წინა უვეიტების დროს ხდება ერთი წვეთის ჩაწვეთება დღეში 8-12-ჯერ.
მწვავე დაკრიოცისტიტებისა და კანალიკულიტების დროს ინიშნება დღეში 6-12-ჯერ, ქრონიკულის შემთხვევაში კი 4-8-ჯერ.
თვალის და მისი დანამატების ჭრილობების დროს, ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისათვის თვალზე ქირურგიული ჩარევების შემდეგ ფლოქსიმედი ინიშნება 4-6-ჯერ დღეში მთელი პოსტოპერაციული პერიოდის განმავლობაში ჩვეულებრივ 5 დღიდან 1 თვემდე.
თვალის მალამო 0.3%. თავსდება კონიუნქტივალურ პარკში (ღრუ ქუთუთოების უკანა ზედაპირსა და თვალის კაკლის წინა ზედაპირს შორის). მძიმე ინფექციების დროს თვალის მალამო გამოიყენება 3-4-ჯერ დღე-ღამეში. დაავადების სიმპტომების შემსუბუქების შესაბამისად მიღებების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს.
მსუბუქი ინფექციების დროს ჩვეულებრივ ინიშნება დღე-ღამეში 2-ჯერ. თვალის წვეთებთან ერთად ღამით შესაძლებელია დამატებით თვალის მალამოს გამოყენება პრეპარატთან უფრო ხანგრძლივი კონტაქტის უზრუნველყოფის მიზნით.
გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია - ალერგიული რეაქციები, ქავილი, წვა, კონიუნქტივის ჰიპერემია და მსუბუქი ტკივილი, გულისრევა; იშვიათად - ქუთუთოების შეშუპება, სინათლის შიში, თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება, ჩაწვეთების შემდეგ პირში არასასიამოვნო გემო, მხედველობის დაქვეითება, კრისტალისებრი პრეციპიტატის გაჩენა რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში, კერატიტი, კერატოპათია, რქოვანაზე ლაქების გაჩენა ან ინფილტრაცია.
უკუჩვენებები:
* უკუჩვენებას წარმოადგენს ციპროფლოქსაცინის აფტორქინოლონების ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია:
! პრეპარატ ფლოქსიმედის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებები:
ფლოქსიმედი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად. იმ შემთხვევაში, თუ თვალის წვეთების ან თვალის მალამოს გამოყენების შემდეგ კონიუნქტივალური ჰიპერემია გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან მატულობს, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული რბილი კონტაქტური ლინზების ტარება. ხისტი კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ჩაწვეთებამდე აუცილებელია მათი მოხსნა, რის შემდეგაც ლინზების გაკეთება შეიძლება პრეპარატის ჩაწვეთებიდან მხოლოდ 15-20 წუთის შემდეგ.
გამოყენება პედიატრიაში: ამჟამად არ არის დადგენილი პრეპარატის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე: იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ფლოქსიმედის თვალის წვეთების ან თვალის მალამოს გამოყენების შემდეგ აღენიშნებათ მხედველობის სიმკვეთრის დროებითი დაქვეითება, არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან სხვა მანქანა-დანადგარებთან მუშაობა, რაც მოითხოვს მხედველობის სიმკვეთრეს.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატ ფლოქსიმედის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ციპროფლოქსაცინის აქტივობა მატულობს მისი ბექტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან, ამინოგლიკოზიდებთან, ვანკომიცინთან, კლინდამიცინთან და მეტრონიდაზოლთან კომბინირების შემთხვევაში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ტუბისა და ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში!
ვარგისიანობის ვადა: თვალის წვეთები - 3 წელი; თვალის მალამო - 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.