საერთაშორისო დასახელება:
CARBOCISTEINE
მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL,
INNOTHERA CHOUZY, საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება: კარბოცისტეინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი 5% მოზრდილებისათვის: ფლაკონში 125 მლ
100 მლ
კარბოცისტეინი ......... 5.0 გ
დამხმარე ნივთიერებები:
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 0.15 გ. საქაროზა (35 გ/100 მლ), კარამელის არომატიზატორი, შლიცეროლი პატენტირებული ლურჯი V, ნარინჯისფერ-ყვითელი საღებავი S, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
სიროფი 2% ბავშვებისათვის: ფლაკონში 125 მლ
100 მლ
კარბოცისტეინი ........... 2.0 გ
დამხმარე ინგრედიენტები:
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 0.15 გ საქაროზა (70გ/100 მლ) ბანანის არომატიზატორი, გლიცეროლი ნარინჯისფერ-მოყვითალო საღებავი S, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფლუდიტეკის მუკოლიზური და ამოსახველებელი თვისებები განპირობებულია სიალოტრანსფერაზის - ბრონქების ლორწოვანი გარსის ფიალისებრი უჯრედების ფერმენტის გააქტიურებით. იგი იწვევს ბრონქიალური სეკრეტის მჟავე და ნეიტრალურ სიალომუცინების რაოდენობრივი თანაფარდობის აღდგენას ნორმალურ მაჩვენებლამდე. აღადგენს ლორწოს სიბლანტესა და ელასტიურობას, ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების რეგენერაციას, აღადგენს მათ სტრუქტურას, ააქტიურებს წამწამოვანი ეპითელის მოქმედებას. აღადგენს იმუნოლოგიურად აქტიური lgA სეკრეციას (სპეციფიკური დაცვა) და ლორწოს სულფჰიდროიდული ჯგუფის კომპონენტების რაოდენობას (არასპეციფიკური დაცვა). აუმჯობესებს მუკოცილიარულ კლირენსს.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა და მეტაბოლიზმი: პრეპარატის მიღებისას კარბოცისტეინი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში და სასუნთქი გზების ლორწოვაში მისი კონცენტრაციის პიკი აღინიშნება მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ და ნარჩუნდება სასუნთქი გზების ლორწოვანში 8 საათის განმავლობაში. პრეპარატი პირველად მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში.
გამოყოფა: კარბოცისტეინი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდით.
ჩვენებები:
- პათოლოგიური სქელი ლორწოს გამოყოფით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ ბავშვებში და მოზრდილებში (მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში, ფილტვების ანთება, ბრონქული ასთმა, ბრონქოპნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადება, შუა ყურის ანთება, რინიტები, სინუსიტები).
მიღების წესი და დოზირება:
ფლუდიტეკის 5% სიროფი ენიშნებათ მოზრდილებს და ბავშვებს 12 წლის ასაკის ზევით თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ;
ფლუდიტეკის 2% სიროფი ენიშნებათ ბავშვებს 12 წლამდე:
- ახალშობილებში და ბავშვებში 2 წლამდე ფლუდიტეკის სადღეღამისო დოზა შეადგენს 20-30 მგ/კგ წონაზე, ე.ი. 1 ჩაის კოვზი (5 მლ) ერთხელ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ. დოზის გადაჭარბება 100 მგ/დღე-ღამეში რეკომენდებული არ არის;
- ბავშვებში 2-5 წლის ასაკამდე ფლუდიტეკის სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ-ს, ე.ი. 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ;
- ბავშვებში 5-12 წლის ასაკამდე ფლუდიტეკის სადღეღამისო დოზა შეადგენს 300 მგ-ს, ე.ი. 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 8-10 დღეს.
გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის მხრივ: შესაძლოა ტკივილი კუჭის არეში, ღებინება, დიარეა, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების (მათ შორის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის და სხვა პარაჰიდროქსიბენზოატების) მიმართ ანამნეზში.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს (ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან).
განსაკუთრებული მითითებები:
◄ ფლუდიტეკის გამოყენება ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან და/ან იმ ნივთიერებებთან ერთად, რომლებიც თრგუნავენ ბრონქიალური სეკრეტის გამოყოფის პროცესს, რეკომენდებული არ არის (მათ შორის ატროპინისმსგავსი ნივთიერებები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და დიეტაზე მყოფ პაციენტებში შაქრის დაბალი შემცველობით, საჭიროა გათვალისწინებული იქნას პრეპარატში არსებული საქაროზას შემცველობა (მოზრდილთათვის მისაღები 5% სიროფის 1 სადილის კოვზი შეიცავს 5.25 გ საქაროზას, ბავშვებისათვის მისაღები 2% სიროფის 1 ჩაის კოვზი შეიცავს 3,5 გ საქაროზას).
◄ ფლუდიტეკი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ იმ პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ ცისტიტი და ქრონიკული გლომერულონეფრიტი გამწვავების ფაზაში, აგრეთვე იმ პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები.
◄ ფლუდიტეკი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ პირებს ჭარბი ჩირქოვანი ნახველის გამოყოფის დროს.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ტკივილი კუჭის არეში, ღებინება, დიარეა.
მკურნალობა: სიმპტომური.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის აღწერილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.