საერთაშორისო დასახელება:

DEXTROMETHORPHAN HYDROBROMIDE

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL,

INNOTHERA CHOUZY, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 150 მლ, შეფუთვაში 1 ც.

100 მლ

დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი ..... 150 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მალტოლის ხსნარი, კალიუმის სორბატი, გარგარის არომატიზატორი, ნარინჯისფერი-მოყვითალო საღებავი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალებას. თერაპიულ დოზებში არ იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნავასა და მიჩვევას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღებისას დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი განიცდის ღვიძლში ნაწილობრივ მეტაბოლიზმს. გამოიყოფა შარდით უცვლელი ან დიმეთილირებული მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:

  • მშრალი, შემაწუხებელი ხველის მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

ერთი სუფრის კოვზი შეიცავს 22.5 მგ დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდს. მიიღება თითო სუფრის კოვზი დღეში 1-4-ჯერ, პრეპარატის მიღებათა შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 4 საათზე ნაკლები. არ შეიძლება ხუთ სუფრის კოვზზე მეტის მიღება დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

შესაძლებელია პრეპარატის მიღება ხველის შეტევის პერიოდში რეკომენდებული დოზით.

ხანდაზმულ ასაკში ან ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში პირველად მიღებისას ერთჯერადი დოზა მცირდება 2-ჯერ, ტოლერანტობიდან გამომდინარე შესაძლებელია დოზის მომატება რეკომენდებულ დოზამდე.

გვერდითი მოვლენები:

ცენტრალური-ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, და ძილიანობა.

კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა. მალტიტოლის არსებობის გამო შესაძლებელია საჭმლის მონელების დარღვევა და დიარეის განვითარება.

ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება, იშვით შემთხვევაში ბრონქოსპაზმი).

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

* ბრონქული ასთმა;

* სუნთქვის უკმარისობის ნიშნები;

* მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის პერიოდში;

* ლაქტაციის პერიოდი;

* 15 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია ხანმოკლე კურსით (რამდენიმე დღე) და დოზირება არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებულს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ბრონქებისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, რომელთაც თან ახლავს ნახველის გამოყოფა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

◄ არ შეიძლება ამ პრეპარატით სველი ხველის მკურნალობა.

◄ სხეულის ტემპერატურის მომატებისას, აგრეთვე მდგომარეობის გაუარესებისას ან ხუთდღიანი მკურნალობის კურსის არაეფექტურობის შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი რეკომენდებული დოზის მომატება და ხველის სხვა საწინააღმდეგო საშუალების მიღება. ამ დროს საჭიროა მიმართოთ ექიმს.

◄ პრეპარატის მიღება არ შეიძლება ბრონქული ლორწოს გამათხიერებელ (ამოსახველებელ და მუკოლიზურ პრეპარატებთან) საშუალებებთან ერთად.

◄ პრეპარატის ერთი სუფრის კოვზი შეიცავს 7.8 მგ კალიუმს, რაც აუცილებელია გავითვალისწინოთ დღის რაციონის შედგენისას.

◄ თირკმლის უკმარისობისას პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

◄ პრეპარატის შემადგენლობაში მალტიტოლის არსებობის გამო მისი მიღება არ არის რეკომენდებული ფრუქტოზის აუტანლობის დროს (ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი დაავადება).

◄ პრეპარატი ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს ფარულ ან გარდამავალ ძილიანობას ან თავბრუსხვევას, რაც საშიშია მძღოლებისა და იმ პირებისათვის, რომლებიც მუშაობენ მანქანა-დანადგარებთან. პრეპარატის რამდენჯერმე მიღების შემდეგ ეს სიმპტომები მცირდება. ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობის დაწყება უმჯობესია საღამოს. მსგავსი მოვლენები ძლიერდება ალკოჰოლის მიღების ფონზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ორიენტაციის დარღვევა, ძილიანობა. მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია კომის განვითარება, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა, კრუნჩხვები.

მკურნალობა: სუნთქვის დათრგუნვის დროს - ნალოქსონი, ხელოვნური სუნთქვა; კრუნჩხვისას -ბენზოდიაზეპინი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

უკუნაჩვენებია ერთდროული მკურნალობა:

- სელექტიურ და არასელექტიურ მაო-ს ინჰიბიტორებთან (მოკლობემიდი, ტოლაქსოტონი) ერთდროული გამოყენება სეროტონინერგული სინდრომის განვითარების რისკის არსებობის გამო (ტაქიკარდია, ოფლიანობა, ტრემორი, ორიენტაციის დარღვევა, დიარეა, კომა).

- არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება: ალკოჰოლის მიღება მკურნალობის პერიოდში აძლიერებს სედატიურ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციას, რაც საშიშია ავტომობილის მართვისას და ავტომატური დანადგარებთან მუშაობისას.

- სიფრთხილით გამოიყენება: ერთდროული გამოყენება პრეპარატებისა, რომლებიც ახდენენ დეპრესიულ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე - მორფინის წარმოებულები (ოპოიდური ანალგეზიური საშუალებები, ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები და მისი ანალოგები), ნეიროლეფსიური საშუალებები, ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინი და სხვა ჯგუფის ანქსიოლიზური საშუალებები, საძილე პრეპარატები, სედატიური ანტიდეპრესანტები, ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორები. კლონიდინი და მისი ანალოგები, ბაკლოფენი, ტალიდომიდი - შესაძლებელია ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, რაც სახიფათოა ავტომობილის მართვისას და ავტომატურ დანადგარებთან მუშაობისას.

- მორფინის წარმოებულებმა (ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებები, ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები და მისი ანალოგები) შესაძლებელია გააძლიერონ სუნთქვის დათრგუნვა და დეპრესიული სინდრომი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ არასასურველი ურთიერქმედება სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებთან, საჭიროა აცნობოთ ექიმს, თუ რა პრეპარატებს ღებულობთ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია