შემადგენლობა:
მყარი ჟელატინის თითო კაფსულა შეიცავს:
ფლუკონაზოლი...............150 მგ.
აღწერა:
ფლუკონი (ფლუკონაზოლი)-ბიო-ტრიაზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა, სტრუქტურულად დაკავშირებულია სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან, რომლებიც იმიდაზოლის წარმოებულია. იმიდაზოლინის რგოლის ტრიაზოლური რგოლით შევსება იწვევს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებისა და პრეპარატის მოქმედების სფექტრის მნიშვნელოვან გადიდებას. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი სხვა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედების მექანიზმის მსგავსია.
მოქმედების სპექტრი:
In vivo ფლუკონაზოლი ეფექტურია შემდეგი შტამების მიმართ: Candida, Cryptococcus neoformans. Blastomyces dermatitidis. Histoplazma capsulatum. Coccidioides immitis.
ჩვენება:
ფლუკონი გამოიყენება შემდეგი დაავადებებისთვის:
- ვაგინალური კანდიდოზი.
- ლორწოვანი გარსის მიკოზი, ოროფარინგეალური მიკოზი, საყლაპავის კანდიდოზი, კან-ლორწოვანი კანდიდოზი, ქრონიკული ორალური ატროფიული კანდიდოზი და სხვა დაავადებები.
- სისტემური კანდიდოზი: კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი, მუცლის ღრუს ინფექციები, ენდოკარდიტი, სასუნთქი და შარდგამომყოფი ტრაქტის ინფექციები.
- კრიპტოკოკური ინფექციები: კრიპტოკოკური მენინგიტის: პირველადი, ასევე დამხმარე თერაპია.
- სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა დაავადების ავთვისებიანი მიმდინარეობის მქონე პაციენტებში, შიდსით დაავადებულებში, რეანიმაციაში მყოფ პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომლებიც იმუნოსუპრესორებს იღებენ.
დოზირება და მიღება:
ფლუკონის კაფსულები მიიღება პერორალურად. ფლუკონაზოლის ინტრავენური თერაპიიდან პერორალურზე ან პირიქით გადასვლისას არ არის აუცილებელი დღე-ღამის დოზის ცვლილება.
ფლუკონი მიიღება ერთჯერადი ყოველდღიური დოზით შემდეგი ჩვენებებისას:
ჩვენება:
დასახელება | მაქსიმალური დოზა | დღიური დოზა | ხანგრძლივობა |
ოროფარინგეალური
კანდიდოზი(მწვავე) |
150 მგ | 50-100 მგ | 15 დღე |
საყლაპავის კანდიდოზი(მწვავე) | 150 მგ | 50-100 მგ | 21 დღე |
სისტემური კანდიდოზი | 300 მგ | 150 მგ | 28 დღე |
კრიპტოკოკური მენინგიტის (მწვავე) | 300 მგ | 150 მგ |
მას შემდეგ რაც ცერებრო სპინალური სითხის ანალიზი ბაქტერიის კულტუ- რის ზრდაზე უარყოფი- თი იქნება. |
კრიპტოკოკური მენინგიტი
(დამხმარე თერაპია მეორადი აღმოცენების პროფილაქტიკისთვის) |
150 მგ | ||
ვაგინალური კანდიდოზი | 150 მგ
|
300 მგ-მდე დოზის მიღება შეიძლება მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით, თერაპიაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით.
გამოყენება თირკმლის უკმარისობისას: ფლუკონაზოლი ძირითადად შარდით გამოიყოფა უცვლელი სახით. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ფლუკონაზოლის დოზები უნდა შეირჩეს უკმარისობის ხარისხის მიხედვით და პაციენტის კრეატინინის კლირენსის ჩვენებით.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლისა ან სხვა აზოლური კომპონენტების მიმართ.
უსაფრთხოების ზომები:
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტები, რომლებსაც ფლუკონაზოლით თერაპიისას უვითარდებათ კანის გამონაყარი უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ დაზიანება გრძელდება.
გამოყენება ბავშვებში , მეძუძურ დედებსა და ორსულებში:
ორსულ ქალებში არ ჩატარებულა ადექვატური, კარგად კონტროლირებადი კვლევები. ფლუკონის ორსულობისას გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა გამოყენების სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.
მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ფლუკონაზოლი რძეში გამოიყოფა.
პრეპარატი რეკომენდირებული არ არის 16 წლამდე ბავშვებში, რადგან არსებობს მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ. 3-დან 13 წლამდე ასაკის მცირე რაოდენობის პაციენტებმა ფლუკონაზოლით თერაპია გვერდითი ეფექტების გარეშე გადაიტანეს, პრეპარატის 3-6 მგ/კგ-ს მიღებისას ყოველდღიურად.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ფლუკონაზოლი ზრდის კუმარინის პრეპარატების პროთრომბინის დროს. შესაბამისად თანადროული მიღებისას საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა. ფლუკონაზოლისა და ციკლოსპორინების თანადროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ციკლოსპორინების შემცველობის დონის მომატება. ფლუკონაზოლო მნიშვნელოვნად ზრდის ფენიტოინის დონეს ორგანიზმში და შეიძლება გამოიწვიოს ფენიტოინური ტოქსიკოზი.
დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ფლუკონაზოლისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმის მომატებული კონცეტრაცია და ანტი-დიაბეტური აგენტების მეტაბოლიზმის დაქვეითება.
გვერდითი მოქმედება:
ფლუკონაზოლი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. მეტ-ნაკლებად ხშირად გვხვდება შემდეგი გვერდითი რეაქციები:
გულისრევა, ღებინება, აბდომინალური ტკივილები, დიარეა, თავის ტკივილი და კანის გამონაყარი. შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის ფერმენტების დონის დროებითი მომატება. სერიოზული ჰეპატოტოქსიურობა იშვიათად აღინიშნება. კლინიკურად არასასურველი მ რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნება იმუნოდეფიციტის ვირუსის მქონე პაციენტებში ვიდრე არაინფიცირებულ პაციენტებში. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ანაფილაქსიური შოკი.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებისას აუცილებელია ადექვატური დამხმარე ზომები და სიმპტომური თერაპია, კუჭის ამორეცხვა აუცილებლობის შემთხვევაში. რადგან ფლუკონაზოლი ძირითადად შარდით გამოიყოფა, გაძლიერებული დიურეზი გააძლიერებს პრეპარატის გამოყოფის სისწრაფეს. სამსაათიანი ჰემოდიალიზი პლაზმაში პრეპარატის შემცველობას დაახლოებით 50% -ით აქვეითებს.
შენახვა:
ინახება მშრალ , გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
პრეზენტაციის ფორმა:
ფლუკონი-1 კაფსულა 150მგ სტრიპში.
წარმოებულია :
ნაბროს ფარმა პვტ ლტდ.
ნაშნელ ჰაივეი, 8, ქჰედა 387 411 (ინდოეთი)