საერთაშორისო დასახელება:
FLUOCINOLONE ACETONIDE
მწარმოებელი: PHARMACEUTICAL Company
JELFA S.A., პოლონეთი
მოქმედი ნივთიერება: ფლუოცინოლონის აცეტონიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო 0.025%: ტუბში 15 გ
1 გ
ფლუოცინოლონის აცეტონიდი .......... 0.25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, ლიმონის მჟავა, უწყლო ლანოლინი, თეთრი ვაზელინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დერმატოლოგიური პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის. მას გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება, ფლუცინარის მოქმედება უფრო ძლიერია, ვიდრე ჰიდროკორტიზონის.
ჩვენებები:
ალერგიული წარმოშობის მწვავე და მძიმე ანთებითი მდგომარეობები, რომელთა მკურნალობა სხვა სტეროიდული საშუალებებით არაეფექტურია;
- ქრონიკული ფსორიაზი;
- დისემინირებული წითელი მგლურა;
- მულტიფორმული ერითემა;
- ბრტყელი ლიქენი თანმხლები ძლიერი ქავილით, ან ლოკალიზებული ფრჩხილზე;
- ეგზემა ლიქენიფიკაციით;
- სებორეული დერმატიტი.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება ადგილობრივად, მისი გამოყენების სიხშირე და წესი დგინდება ექიმის მიერ.
ჩვეულებრივად ინიშნება: მალამოთი გაჟღენთილი საფენი თავსდება კანის დაზიანებულ უბნებზე, ან უშუალოდ კანზე დაიტანება მალამოს თხელი ფენა. პრეპარატი ინიშნება 2-3-ჯერ დღეში. ფსორიაზის დროს გამოიყენება ოკლუზიური საფენი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის კანის ზედაპირს.
ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია მიღებულ შედეგებზე. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია არა უმეტეს 3-4 კვირისა.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება თრგუნავს ეპიდერმისის ზრდას, იწვევს კანქვეშა უჯრედისის ატროფიას, სტრიების გაჩენას.
შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების გაჩენა: კანის ჰიპერემია, ჰიპერკერატოზი, კანის შეხორცების შეფერხება, სისხლჩაქცევები კანზე, აღნიშნული მოვლენების განვითარების დროს საჭიროა ექიმის ინფორმირება.
პრეპარატით მკურნალობა წყდება კანის მწვავე გაღიზიანების დროს.
უკუჩვენებები:
* კანის ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადებები, კანის საფარის სიმსივნეები, ან კიბოსწინა მდგომარეობები, ვარდისფერი და ვულგარული ფერიმჭამელები, ანამნეზში მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
* არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულებში, განსაკუთრებით ხანგრძლივად და კანის დიდ უბანზე.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ დაუშვებელია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება სახის კანზე, ვინაიდან შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
◄ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში გლაუკომით და კატარაქტით.
◄ ფლუცინარი მალამო ბავშვებში ინიშნება მხოლოდ გამონაკლისის სახით, სიფრთხილით, ხანმოკლე დროის განმავლობაში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მონაცემები არ მოიპოვება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.