სავაჭრო სახელწოდება - Folrex

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჯგ: ანალგეზიური და ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალებები

მწარმოებელი ფირმა - Catalysis, S.L

მწარმოებელი ქვეყანა - ესპანეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 100გ ტუბი # 1

შემადგენლობა (100 გ-ზე):

წყალი - 79,35 გ

ნუშის ზეთი პეგ -6 ეთერი - 10,00 გ

ნატრიუმის ლაურილსულფატი - 10,00 გ

ცეტეარილის სპირტი - 0,50 გ

ფოლის მჟავა - 0,114 გ

სალიცილის მჟავა - 0,50 გ

მეთილპარაბენი - 0,10 მგ

BHT - 0,10 მგ

პროპილპარაბენი - 0,05 მგ

ჩვენებები:

კისრის, ბეჭების, მკლავების, სახსრების არეში ტკივილის და დისკომფორტის მოსახსნელი კრემი, გარეგანი

გამოყენებისათვის.

* რადიკულიტი

*  ართრიტი

*  რევმატიზმი

*  სახსრების დაჭიმვა

*  სქოლიოზი

*  ანთებები

* დაჟეჟილობები

მიღების წესები და დოზირება:

წაისვით კრემის მცირე რაოდენობა დაზიანებულ არეში და გაანაწილეთ იგი კანზე მსუბუქი მასაჟის გზით კრემის სრულ შეწოვამდე.

ეფექტი შეიმჩნევა პირველივე გამოყენების შემდეგ.

გამოიყენეთ კრემი საჭიროების შემთხვევაში.

დისკომფორტის მოსახსნელად საკმარისია კრემის დღეში 3-4-ჯერ გამოყენება.

შეიძლება გამოყენებული იქნას  ორსული ქალებისა და ბავშვების მიერ, რადგანაც არ გააჩნია უკუჩვენებები.

უკუჩვენება:

არ არის დაფიქსირებული.

განსაკუთრებული მითითებები

ერიდეთ კრემის კონტაქტს თვალებთან და ლორწოვან გარსთან.

შენახვის პირობები და ვადები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია