მწარმოებელი: HEEL, გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქსოვილთა მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი ჰომეოპათიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ.
100 მლ
Psorinum D10 ………………………………………  | 10მლ.  | 
Medorrhinum D12 …………………………………  | 10მლ.  | 
Sulfur D6 ……………………………………………..  | 10მლ.  | 
Thuja occidentalis D6 ……………………………  | 10მლ.  | 
Bufo bufo D10………………………………………  | 10მლ.  | 
Luesinum D8…………………………………………  | 10მლ.  | 
Vaccininum D8……………………………………..  | 10მლ.  | 
Natrium chloratum D12………………………….  | 10მლ.  | 
Bismutum kalium jodidum D5…………………  | 5მლ  | 
Nerium oleander D4 ……………………………..  | 5მლ  | 
Cicuta virosa D5 ……………………………………  | 5მლ  | 
Bacillinum D12 …………………………………….  | 5მლ  | 
Spiritus 35 vol%
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მდორედ მიმდინარე ქრონიკული პროცესების და სიმსივნეების კომპლექსური მკურნალობის სქემაში PSORINOHEEL N ერთ-ერთ ძირითად პრეპარატს წარმოადგენს.
ჩვენებები:
- კანის და ლორწოვანი გარსის ქრონიკული დაავადებები (პიგმენტური ლაქა, ხალი, კელოიდი, ჰემანგიომა, ნეიროდერმიტი, ეზემა, დერმატოზი, ერითემა, მეჭეჭები, ქერცლიანი სირსველა, ფერიმჭამელები, Plica polonica პიტირიაზი, კონტაგიოზური იმპეტიგო, მგლურა, სკლეროდერმია და სხვა);
 - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
 - PSORINOHEEL N ძირითადი პრეპარატია შაკიკის, გლაუკომის, ქრონიკული პოლიართრიტის, ნეფროზის მკურნალობისას.
 
მიღების წესი და დოზირება:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.
გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია
უკუჩვენებები:
არ გააჩნია
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.







