ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ტრანკვილიზატორს. იგი ავლენს ანქსიოლიზურ სედატიურ, საძილე, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ცენტრალურ მიორელაქსაციურ მოქმედებას. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცნს-ში გაემ-ის (გამაამინოერბომჟავას) შემაკავებელი მოქმედების გაძლიერებასთან, რაც განპირობებულია ალოსტერული მექანიზმით გაემ-რეცეპტორების მგრძნობელობის მომატებით მედიატორის მიმართ, ბენზოდიაზეპინური რეცეპტორების სტიმულაციის შედეგად.
ჩვენებები
- ნევროზები, ძილის დარღვევა, რეაქტიული დეპრესია, აბსტინენციის სინდრომი, კრუნჩხვითი მდგომარეობა;
- კლიმაქტერული ან მენსტრუაციის წინა პერიოდი;
- პრეპარატი გამოიყენება ოპერაციის მოსამზადებელ და მშობიარობის წინა პერიოდში.
დოზირების რეჟიმი
- მოზრდილებში შიგნით მისაღებად ინიშნება 5-10 მგ 2-4-ჯერ დღეში. დაძაბულობისა და მოუსვენრობისას თანმხლები უძილობით - 10-20 მგ ერთხელ დღეში, 1-2 სთ-ით ადრე ძილის წინ.
- ფსიქიატრიულ პრაქტიკაში - საწყისი დოზა შეადგენს 50-100 მგ/დღეში, შემდგომში დოზას თანდათანობით ზრდიან 300 მგ/დღეში 3-4 მიღებაზე.
- ალკოჰოლური აგზნების დროს პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ 300 მგ-ზე მეტი დოზით დღეში.
- 4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში - ინიშნება 5-10 მგ/დღეში,
- 8-დან 14 წლამდე -10-20 მგ/დღეში,
- 15-დან 18 წლამდე - 20-30 მგ/დღეში დაყოფილი 3-4 მიღებაზე.
გვერდითი მოვლენები
ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, შენელებული ფსიქიური და მოძრაობითი რეაქციები, მეხსიერების დარღვევა, კოორდინაციის დარღევა, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, კანზე გამონაყარი.
უკუჩვენებები
* მიასთენია;
* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
* ბენზოდიაზეპინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
- პრეპარატის გამოყენებისას პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
- პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს გაღიზიანება, ძილის დარღვევა, მადის დაქვეითება.
- პრეპარატი აძლიერებს ალკოჰოლის და იმ პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ის ფუნქციას.
- პრეპარატის მაღალი დოზით და ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია შეჩვევისა და წამლისადმი დამოკიდებულების განვითარება.