წამლის ფორმა: ნაყენი
შემადგენლობა: დაწვრილმანებული შავბალახას ბალახისა და 70% ეთილის სპირტის ნაყენი (1:5).
აღწერილობა: გამჭვირვალე, მუქი მწვანე ფერის სითხე , მომწარო გემოთი , სუსტი არომატული სუნით .
ფარმაკოთერაპიული მოქმედება :
დამამშვიდებელი , სედატიური საშუალება .
ჩვენება :
- პრეპარატი გამოიყენება გულ - სისხლძარღვათა სისტემის ფუნქციონალური მოშლილობის დროს , ნევროზის, ჰიპერტონიული დაავადების საწყის ეტაპსა და ნერვული აგზნებადობის დროს, მსუბუქი ფორმის ძილის დარღვევისას , როგორც დამამშვიდებელი საშუალება .
გვერდითი მოვლენები :
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული მოვლენები .
უკუჩვენება :
* გამოკვეთილი ჰიპოტონიის , ბრადიკარდის დროს .
მიღების წესი და დოზირება :
პრეპარატი მიიღება 30-50 წვეთი 3-4 ჯერ დღეში .
შენახვის პირობები :
ინახება გრილ , სინათლისაგან დაცულ ადგილას .
გამოშვების ფორმა : 25 მლ ფლაკონებში .
ვარგისიანობის ვადა : 4 წელი .
აფთიაქიდან გაცემის წესი : გაიცემა ურეცეპტოდ .
მწარმოებელი : სს " თბილქიმფარმი ", საქართველო , თბილისი.
Facebook კომენტარები