ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს II თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის პერორალურად გამოსაყენებელ ანტიბიოტიკს. იგი მოქმედებს ბაქტერიციდულად. პრეპარატს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი. იგი მაღალეფექტურია როგორც გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების (ნაწლავისა და ჰემოფილური ჩხირი, სალმონელა, შიგელა, ენტერობაქტერიები, პროტეუსი, კლებსიელა, გონოკოკები), ასევე გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები). პრეპარატი მდგრადია ბეტალაქტამაზების მოქმედების მიმართ. პრეპარატისადმი მგრძნობიარეა შემდეგი ანაერობული მიკროორგანიზმები: ბაქტეროიდები, პეპტოკოკები, პეპტოსტრეპტოკოკები; იგი არ არის აქტიური სხვადასხვა სახის Pseudomonas, ენტეროკოკების უმრავლესი შტამების, Enterobacter cloacae-ს მრავალი შტამის, აგრეთვე მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკების და Listeria monocytogenes-ის მიმართ. პრაქტიკულად უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით.
ჩვენებები
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათ შორის:
- ზედა და ქვედა სასუნთქი გზების;
- შარდგამომყოფი გზების;
- კანისა და რბილი ქსოვილების დაავადებები;
- აგრეთვე ოტიტი;
- ოსტეომიელიტი;
- ენდეომეტრიტი;
- გონორეა.
დოზირების რეჟიმი
მიღების წესი დგინდება ინდივიდუალურად დაავადებების სიმძიმის, ინფექციის ლოკალიზაციის და გამომწვევის მგრძნობელობის მიხედვით. მოზრდილებში პრეპარატი გამოიყენება საშუალო ერთჯერადი დოზით 250 მგ 3-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 4 გ-მდე დღეში.
ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება სადღეღამისო დოზით 20 მგ/კგ სხეულის წონაზე 3 მიღებაზე დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ/კგ.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის სუსპენზიის სახით დანიშვნა. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა. ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი, ეოზინოფილია; იშვიათად - კვინკეს შეშუპება); თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კანდიდოზი; პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილება (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია), ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის გარდამავალი მომატება, აღწერილია ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების შემთხვევები, აგრეთვე ინტერსტიციული ნეფრიტი, ქოლესტატური სიყვითლე, ჰეპატიტი.
უკუჩვენებები
ციფალოსპორინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევის, ანამნეზში კოლიტის არსებობისას.
♦ პაციენტებში, რომლებსაც პენიცილინის მიმართ აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა შესაძლებელია აღინიშნოს ალერგიული რეაქციები ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
♦ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მისი მოქმედების პოტენციურ რისკს.
♦ პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელია კუმბსის პირდაპირი დადებითი რეაქცია და შარდში გლუკოზაზე ცრუდადებითი რეაქცია.