საერთაშორისო დასახელება:

CEFTRIAXONE

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, აშშ

მოქმედი ნივთიერება: ცეფტრიაქსონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

III თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის სისტემური მოქმედების ანტიბაქტერიული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი ინსტრამუსკულარული და ინტრავენური საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში 0.5 გ გამხსნელთან კომპლექტში, შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონის ნატრიუმის მარილი .......  0.5 გ

გამხსნელი: ამპ. 2 მლ 1 ც.

1 ამპ.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1% .........  2 მლ

ფხვნილი ინტრამუსკულარული და ინტრავენური საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში 0.5 გ, შეფუთვაში 10 ც.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონის ნატრიუმის მარილი .......  0.5 გ

ფხვნილი ინტრამუსკულარული და ინტრავენური საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში 1 გ გამხსნელთან კომპლექტში, შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ

ცეფტრიაქსონის ნატრიუმის მარილი .....  1 გ

გამხსნელი: ამ. 3.5 მლ, 1 ც.

1 ამპ.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1%....... 3.5 მლ

ფხვნილი ინტრამუსკულარული და ინტრავენური საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში 1 გ. შეფუთვაში 10 ც.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონის ნატრიუმის მარილი ......  1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცეფამედი წარმოადგენს მესამე თაობის ცეფალოსპორინული რიგის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს. ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას ბაქტერიების უჯრედის გარსის სინთეზის დათრგუნვით. აქტიურია უმეტესი გრამუარყოფითი, მრავალი გრამდადებითი გამომწვევისა და ზოგიერთი ანაერობის მიმართ. მდგრადია ბაქტერიებით პროდუცირებული ბეტა-ლაქტამაზების მიმართ.

ცეფამედის მიმართ მგრძნობიარე გრამუარყოფითი ბაქტერიებია: Aeromonas spp., Alcaligenes spp., Branhamella catarrhalis, Citrobacter spp., Enterobacter spp. (ზოგიერთი შტამი მდგრადია), E. coli, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella spp. (მათ შორის, Kl. pneumoniae), Moraxella spp., Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Plesiomonas shigelloides, Proteus miгаbilis, Proteus vulgaris, Providencia spp., Pseudomonas aeruginosa (ზოგიერთი შტამი მდგრადია), Salmonella spp. (მათ შორის, S. typhi), Serratia spp. (მათ შორის, S. marcescens), Shigella spp., Vibrio spp. (მათ შორის, V. choleгae), Yегsiniа spp. (მათ შორის, Y. enterocolitica).

ზემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების ბევრი შტამი, რომლებიც სხვა ანტიბიოტიკების მაგალითად, პირველი და მეორე თაობის პენიცილინების, ცეფალოსპორინების და ამინოგლიკოზიდების თანდასწრებით კარგად მრავლდებიან, მგრძნობიარენი არიან ცეფამედის მიმართ. კლინიკური მონაცემებით პირველადი და მეორადი სიფილისის დროს აღინიშნება პრეპარატის კარგი ეფექტურობა.

ცეფამედის მიმართ მგრძნობიარე გრამდადებითი ბაქტერიები: Streptococcus agalactiae, Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Streptococcus bovis, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans.

მეთიცილინის მიმართ მდგრადი Staphylococcus spp. რეზისტენტულნი არიან ცეფალოსპორინების მ.შ. ცეფამედის მიმართ.  Enterococcus spp. (მაგ., Streptococcus faecalis) შტამების უმეტესობა ასევე მდგრადნი არიან პრეპარატის მიმართ.

ანაერობული გამომწვევები: Bacteroides spp. (მ.შ. B. fragilis ზოგიერთი შტამი), Clostridium spp. (მათ შორის, Сl. difficile), Fusobacterium spp. (გარდა F. mortiferum და F. varium), Peptococcus spp., Peptostreptococcus spp. ზოგიერთი შტამი Bacteroides spp. (მაგ., В. fragilis), რომლებიც ბეტა-ლაქტამაზას გამოიმუშავებს, მდგრადნი არიან ცეფამედის მიმართ.

ცეფტრიაქსონი კარგად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

ჩვენებები:

ცეფამედი აქტიურია ყველა ინფექციის მიმართ, რომლებიც გამოწვეულია მის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიების შტამებით:

  • ქვედა და ზედა სასუნთქი გზების დაავადების (მ.შ. პნევმონია, ფილტვების აბსცესი, პლევრას ემპიემა);
  • მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციების (მ.შ. ქოლანგიტი, ნაღვლის ბუშტის ემპიემა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებები, პერიტონიტი);
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციების;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების;
  • საშარდე გზების ინფექციების (მ.შ. პიელონეფრიტი);
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (მ.შ. გონორეა);
  • ინფიცირებული ჭრილობებისა და დამწვრობების;
  • მენინგეალური გარსების ანთების;
  • სეფსისის;
  • დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირთა ინფექციური დაავადებების ჩათვლით;
  • ოპერაციისშემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

ცეფამედი შეჰყავთ კუნთში და ვენაში (ნაკადური სახით ან წვეთოვნად).

სადღეღამისო ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში 1-2 შეადგენს. ინფექციის სახეობისა და სიმძიმის მიხედვით ეს დოზა შეყავთ დაუყოვნებლივ ან იგი იყოფა ორ თანაბარ დოზად და შეყავთ ორ მიღებად 12-საათიანი ინტერვალით. სადღეღამისო მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ.

დღის ჩვეულებრივი დოზა ბავშვებში ყველა ინფექციებისა (მენინგიტის გარდა) 50-75 მგ/კგ შეადგენს. ეს დოზა გაიყოფა ორ თანაბარ დოზად და შეყავთ ორ მიღებად 12-საათიანი ინტერვალით, ახალშობილ ბავშვებში (1-2 კვირის ასაკში, ფერმენტული მექანიზმების არასაკმარისად განვითარების გამო, უნდა დაინიშნოს 20-50 მგ/კგ დღეში. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ.

პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა ინფექციის სახეობისა და სიმძიმის მიხედვით საშუალოდ 4-14 დღეს შეადგენს (მძიმე შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს).

ცეფამედის ინექციებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაავადების ნიშნების გაქრობიდან კიდევ მინიმუმ ორი დღის განმავლობაში.

მენინგიტის მკურნალობისას ინიშნება საწყისი დოზა - 100 მგ/კგ ერთჯერადად, მკურნალობის შემდეგ დღეებში ეს დოზა გაიყოფა ორ თანაბარ დოზად, რომელიც შეჰყავთ ორ მიღებად 12-საათიანი ინტერვალით. დღის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ. გაურთულებელი გონორეის მკურნალობისას ინიშნება ერთი დოზა 1 გ.

პერიოპერაციული პროფილაქტიკის დროს ინიშნება 1 გ ანტიბიოტიკი ოპერაციამდე 1/2-2 საათით ადრე.

Streptococcus pyrogens გამოწვეული ინფექცებისას მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს მინიმუმ 10 დღეს.

ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით ღვიძლის ნორმალური ფუნქციის პირობებში და ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით თირკმელების ნორმალური ფუნქციის პირობებში პრეპარატის დოზის შემცირება აუცილებელი არ არის.

ავადმყოფებში, რომლებსაც ენიშნებათ დიალიზი, ასევე ავადმყოფებში თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით აუცილებელია განსაკუთრებული დოზების დანიშვნა.

ხანდაზმულ ავადმყოფებს ენიშნებათ მოზრდილთა დოზები.

კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა ამინოგლიკოზიდებსა და ცეფტრიაქსონს შორის სინერგული ურთიერთქმედის არსებობა. კერძოდ, Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების მკურნალობისას შეიძლება კომბინირებული დანიშნულების გამოყენება, მაგრამ, ამ პრეპარატების ფიზიკური შეუთავსებლობის გამო მათი შეყვანა ცალ-ცალკე უნდა მოხდეს.

გამოყენების წესი:

კუნთში შესაყვანად 0.5 გ ცეფამედი განზავდება 2 მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1% ხსნარში.

კუნთში შესაყვანად 1.0 გ ცეფამედი განზავდება 3.5 მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1% ხსნარში.

ვენაში შესაყვანად 0.5გ ცეფამედი განზავდება 5მლ საინექციო სტერილურ წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. მომზადებული ხსნარი ვენაში შეყავთ 2-4 წუთის განმავლობაში.

ვენაში შესაყვანად 1.0 გ ცეფამედი განზავდება 10 მლ საინექციო სტერილურ წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. მომზადებული ხსნარი ვენაში შეყავთ 2-4 წუთის განმავლობაში.

ვენაში წვეთოვანი სახით 2.0 გ ცეფამედი განზავდება 40 მლ საინფუზიო ხსნარში, რომელიც არ შეიცავს კალციუმის იონებს: 0.9% ნატრიუმის ქლორიდი, 0.45 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 2.5% გლუკოზის ხსნარი, 5% გლუკოზის ხსნარი, 10% გლუკოზის ხსნარი, 5% ფრუქტოზას ხსნარი და ა.შ. ვენაში ინფუზიის ხანგრძლივობა არანაკლებ 30 წუთს უნდა შეადგენდეს.

პრეპარატის ხსნარი მისი მომზადებისთანავე უნდა იქნას გამოყენებული!

გვერდითი მოვლენები:

უმეტეს შემთხვევაში ცეფამედი კარგი ამტანობით ხასიათდება. გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, შექცევადია და პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ქრება.

შესაძლებელია: განავლის გათხელება ან დიარეა, ღებინება, გულისრევა, სტომატიტი, გლოსიტი, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, იშვიათად - ანემია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ძალიან იშვიათად - ანაფილაქსიური შოკი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

ერთეულ შემთხვევებში ფსევდომემბრანული კოლიტი, სისხლის შედედების დარღვევები, ვენაში შეყვანისას ტკივილის შეგრძნება ვენაში გავლისას, ფლებიტი.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა ცეფტრიაქსონისა და ცეფალოსპორინების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ცეფამედის ინექციების დანიშვნამდე აუცილებელია ავადმყოფის გამოკვლევა ცეფტრიაქსონის ნატრიუმის მარილის ამტანობაზე.

◄ ცეფამედის გამოყენებისას შესაძლებელია შარდოვანას და სისხლში კრეატინინის რაოდენობის უმნიშვნელოდ მომატება.

◄ ავადმყოფებში თირკმელებისა და ღვიძლის მძიმე დარღვევებით აუცილებელია პლაზმაში ცეფტრიაქსონის რაოდენობის მუდმივი კონტროლი პრეპარატის სისხლში დაგროვების პრევენციის მიზნით.

◄ ცეფამედის გამოყენებული დღიური დოზა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს სისხლში კონცენტრაციის კონტროლის გარეშე.

◄ ცეფამედი სიფრთხილით ენიშნებათ ახალშობილ, განსაკუთრებით დღენაკლ ბავშვებს სისხლში ბილირუბინის მომატებული რაოდენობით.

ცეფტრიაქსონი სეკრეტირდება დედის რძეში. მიუხედავად იმისა, რომ ცეფტრიაქსონს არ გააჩნია მუტაგენური, ტერატოგენური მოქმედება, ორსულებში მისი გამოყენების უსაფრთხოების დონე საკმარისად შესწავლილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია