ციკატრიდინა
ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი5მგ.
ვაგინალური სანთლები

შემადგენლობა

ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი 5მგ. აზიური ცენტელას ექსტრაქტი, კალენდულას ექსტრაქტი, ალოეს ექსტრაქტი, ჩაის ხის ეთერზეთი, ნახევრადსინთეზური გლიცერიდები, ბუტილჰიდროქსიტოლუოლი.

აღწერა

ციკატრიდინა წარმოდგენილია ვაგინალური გამოყენებისათვის განკუთვნილი სანთლების სახით. თითოეულ შეფუთვაში 10 სანთელია 2მგ.

რატომ უნდა გამოვიყენოთ

ციკატრიდინა ვაგინალური სანთლების აქტივობა განპირობებულია ჰიალურონის მჟავასაგან, რომელიც ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილში უხვად გავრცელებული მუკოპოლისაქარიდია. ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს ქსოვილის სტრუქტურულ სიმტკიცეს, ტროფიკასა და ელასტიურობას, იძლევა ტონს. მრავალრიცხოვანმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა ჰიალურონის მჟავას უნარი დააჩქაროს და გააუმჯობესოს ეპითელიზაციისა და ქსოვილების აღდგენის პროცესი.

დანიშნულება
საშოს ლორწოვანის სიმშრალისთვის:
ჰორმონალური დარღვევების ადგილობრივი სიმპტომების მოხსნა: მენოპაუზის წინა პერიოდი, მენოპაუზა.
ციკატრიდინას ეფექტი ანალოგიურია ადგილობრივად გამოყენებულ ესტროგენებთან;

საშოს ლორწოვანის ატროფიის სიმპტომების მოხსნა (მტკივნეული სქესობრივი აქტი, საშოს სიმშრალე, ქავილი);

შეხორცებისთვის:

საშოს ტრავმების შეხორცების სტიმულირება საშოზე ან საშვილოსნოს ყელზე ქირურგიული ჩარევის შემდგომ;

ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომ, სამშობიარო გზების ტრავმების შეხორცების სტიმულაცია;

მცირე მენჯის მიდამოში დასხივების (სხივური თერაპია, ბრაქითერაპია) შემდგომ საშოს შეხორცების სტიმულაცია;

კონიზაციის შემდგომ საშვილოსნოს ყელზე ჭრილობის შეხორცების სტიმულაცია;

საშვილოსნოს ყელის ანთების (ცერვიციტის) მკურნალობისას სისხლდენის შემცირების და შეხორცების სტიმულირება.

აღდგენისთვის:
საშოს ანთებითი დაავადებების ან ვაგინალური მიკოზის მკურნალობის შემდგომ ვაგინალური დისკომფორტის სიმპტომების შემსუბუქება;

ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ ადგილობრივი იმუნიტეტის კორექცია;

სხვა შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საშოს კედლის ტონუსის და ელასტიურობის აღდგენა.

როდის არ უნდა გამოვიყენოთ

არ გამოიყენოთ პროდუქტის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

ორსულობა და ლაქტაცია

მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალების ტარების უნარზე, ხელსაწყოების და მექანიზმების გამოყენებისას

არაა აუცილებელი უსაფრთხოების რაიმე სპეციალური ზომის მიღება.

სხვა ნივთიერებებთან ურთერთქმედება

უცნობია სხვა ნივთიერებებთან ურთიერთქმედება, ამიტომ ციკატრიდინას სანთლების გამოყენებამდე გირჩევთ თქვენს ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია სხვა სამედიცინო საშუალებების ან ვაგინალური დანიშნულების პრეპარატების გამოყენებისას.

როგორ გამოვიყენოთ

აიღეთ სანთელი, გამოწიეთ გახსნილი შეფუთვის ორი ფრთა და საშოში ღრმად მოათავსეთ, დაიბანეთ ხელები სამედიცინო საშუალების გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ.

როდის და რამდენ ხანს გამოვიყენოთ

სანთელი გამოიყენეთ საღამოს, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების განვითარებაზე, აუცილებლობის შემთხვევაში ციკატრიდინას სანთლების გამოყენება შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები ადგილობრივი გამოყენებისათვის განკუთვნილი ყველა პროდუქტის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია. ამ შემთხვევაში, შეწყვიტეთ მკურნალობა და ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია, რათა შეირჩეს შესაბამისი მკურნალობა. გაფრთხილება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს. არ გადაყლაპოთ.

ვადა და შენახვა

შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე და გათვალისწინებულია ჰერმეტულად დახურულ მართებულად შენახული პროდუქტის შემთხვევაში.

არ მოიხმაროთ გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ, ან თუკი შეფუთვა გახსნილია, ან დაზიანებული.

პრეპარატი შეინახეთ კარგად შეფუთული სახით, სინათლისა და სითბოსაგან მოშორებით, სასურველია შენახულ იქნეს 4 0C-დან 25 0C -მდე ტემპერატურაზე.

სამედიცინო საშუალება: C E 0373

მწარმოებელი: შპს FARMA-DERMA Viadei bersaglieri, 0-40010Sala Bolognese (BO) ITALIA

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია