საერთაშორისო დასახელება:
CLOBETASOL; CICLOPIROX OLAMINE; GENTAMICIN
მწარმოებელი: TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL
PRODUCTS MAABAROT, ისრაელი
მოქმედი ნივთიერება: კლობეტაზოლის ბუტირატი+ციკლოპიროქსის ოლამინი+გენტამიცინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკოზური და ანტიმიკრობული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი: ტუბში 15 გ.
1 გ
კლობეტაზოლის ბუტირატი .......... 0.5 მგ
ციკლოპიროქსის ოლამინი .............. 10 მგ
გენტამიცინი (სულფატის სახით) ......1 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ციკლოდერმი-C კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიბაქტერიულ და ანტიმიკოზური მოქმედება, ამცირებს შეშუპებას და ქავილს.
ჩვენებები:
- სოკოვანი და/ან ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული კანის ანთებითი დაავადებები, რომლებიც ექვემდებარებიან სტეროიდებით თერაპიას.
მიღების წესი და დოზირება:
ციკლოდერმი-C კრემის წასმა ხდება დაზიანებულ კანზე თხელ ფენად 2-ჯერ ან 3-ჯერ დღეში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის გამოყენების სიხშირის შემცირება.
გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივად: ერითემა, სითბოს და ჩხვლეტის შეგრძნება, კანის სიმშრალე ან ქავილი. პრეპარატის მიმართ ადაპტაციის შემდეგ აღნიშნული მოვლენები ქრება.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
* ვირუსული ინფექციები (მარტივი ჰერპესი ან ჩუტყვავილა).
* ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება: კანის დიდ ფართობზე ან ღია ჭრილობაზე.
◄მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში და ლორწოვან გარსებზე.
◄ კანის გაღიზიანების, გამონაყარის ან ლოკალური ანთების შემთხვევაში (რაც არ აღინიშნებოდა პრეპარატის გამოყენებამდე) პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა.
◄14 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება 3 კვირაზე ხანგრძლივი პერიოდით.
◄10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის შესწავლილი. ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, გრილ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.