შემადგენლობა:

1მლ ხილო – კომოდის ხსნარი შეიცავს:

ნატრიუმის ჰიალურონატი (ჰიალურონის მჟავის ნატრიუმის მარილი) – 1მგ

ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი X2H20, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი X12H20, სორბიტოლი, წყალი ინექციისთვის.

ჩვენებები:

  • თვალის დასანოტივებლად, „სიმშრალის“ შეგრძნებისას, უცხო სხეულის შეგრძნებისას, თვალის წვისას.
  • რბილი და უხეში ლინზების ტარებისას დისკომფორტის ასარიდებლად.

თვისებები:

ხილო–კომოდის ხსნარში შემავალი ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს ბუნებრივ სუბსტანციას. ნატრიუმის ჰიალურონატი წარმოადეგენს ფიზიოლოგიურ პოლისაქარიდულ ნაერთს, რომელსაც შეიცავს როგორც თვალის ქსოვილი, ისე სხვა ქსოვილები და ადამიანის ორგანიზმის სითხეები.

ნატრიუმის ჰიალურონატის განსაკუთრებულ ფიზიკო–ქიმიურ თვისებას წარმოადგენს მისი უნარი შებოჭოს წყლის მოლეკულა.

ნატრიუმის ჰიალურონატის წყალხსნარი (ხილო–კომოდი) ხასიათდება აუცილებელი სიბლანტით და მაღალი ადჰეზიური თვისებებით რქოვანის მიმართ, რის გამოც წარმოიქმნება რქოვანას ზედაპირზე თანაბარი, დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებული, რქოვანასწინა ცრემლის საფარი, რომელიც ხამხამით არ ჩამოირეცხება და არ იწვევს მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას. ამასთან ერთად თვალი დიდი ხნის განმავლობაში დაცულია სიმშრალის შეგრძნებისა და გაღიზიანებსაგან, რომელიც ხშირად ვითარდება გარემოსთან კონტაქტისას, ასევე კონტაქტური ლინზების ხმარებისას, ხილო კომოდის ხმარებისას რბილი და მაგარი კონტაქტური ლინზების ტარება უფრო კომფორტულია, გარდა ამისა, ხილო კომოდი არ გროვდება ლინზების ზედაპირზე.

კონტეინერის მეტალის ნაწილები და სარქველი, რაც კონტაქტშია ხსნართან, დაფარულია ვერცხლის თხელი ფენით, რაც აბსოლუტურ ჰერმეტულობასთან ერთად განაპირობებს პრეპარატის სტერილობას, თან იგი არ შეიცავს კონსერვანტებს. ამიტომ პრეპარატის ხანგრძლივი ხმარებისასაც  აღინიშნება კარგი ამტანობა.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

დოზირება, მიღების სიხშირე და ხანგრძლიობა:

ხილო–კომოდის მიღება რეკომენდებულია 3–ჯერ დღეში თვალის  კონიუნქტივიალურ პარკში, 1–2 წვეთი. ჩაწვეთების სიხშირე განისაზღვრება ინდივიდუალურად პირადი შეგრძნებებისა და ექიმის მითითებით ან კონტაქტური ლინზების სპეციალისტის რჩევით. შესაძლებელია ხშირი ჩაწვეთება.

არ არსებობს შეზღუდვა ხილო–კომოდის გამოყენების ხანგრძლიობასთან მიმართებაში.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია